24 ნოემბერი, კვირა, 2024

ახა­ლი ხედ­ვა დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ხედ­ვა, რაც გუ­ლის­ხ­მობს სის­ტე­მა­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მათ­თ­ვის სა­ჯა­რო შე­თა­ვა­ზე­ბას.

მი­ნის­ტ­რ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­საწყის­ში­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ბო­ლო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და რა­კი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ბერ­კე­ტა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ამ გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ, ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­კუ­თა­რი წი­ლი მა­საც აქვს. ამი­ტო­მაც არის ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლი სა­ჯა­რო-კერ­ძო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.

„ბო­ლო წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მლნ ლარ­ზე მე­ტი და­ხარ­ჯა სა­ხელ­მ­წი­ფომ სა­ჯა­რო კო­ლე­ჯე­ბის (მათ შო­რის კერ­ძოც) გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ ბიზ­ნე­სის, დამ­საქ­მებ­ლე­ბის კი­დევ უფ­რო მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ნიშ­ნულ­ზე გას­ვ­ლა,“ – აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა.

მან ეს ურ­თი­ერ­თო­ბა პირ­ვე­ლი რი­გის აუცი­ლებ­ლო­ბად და­ა­სა­ხე­ლა და სა­ჯა­როდ მი­მარ­თა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ 15 ნო­ემ­ბ­რი­დან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მზად იქ­ნე­ბა, შეხ­ვ­დეს და მო­ის­მი­ნოს ყვე­ლა დარ­გის ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა იდე­ე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. მთა­ვა­რი, რაც მათ უნ­და და­ა­სა­ბუ­თონ, ისაა, რო­გორ შეძ­ლე­ბენ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და შემ­დ­გომ მათ და­საქ­მე­ბას. თა­ვის მხრივ კი სა­ხელ­მ­წი­ფო მზად არის, გახ­დეს პრო­ცე­სის ინ­ვეს­ტო­რი. აქ­ვე და­სა­ხელ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო მო­დე­ლი:

♦ ახა­ლი კო­ლე­ჯის ერ­თობ­ლი­ვად და­ფუძ­ნე­ბა;

♦ არ­სე­ბუ­ლი კო­ლე­ჯის მარ­თ­ვა­ში გა­და­ცე­მა;

♦ კო­ლე­ჯის მი­მარ­თუ­ლე­ბის მარ­თ­ვა­ში გა­და­ცე­მა,

♦ სა­წარ­მოს/კომ­პა­ნი­ის მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

მი­ნის­ტ­რ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მთა­ვა­რია ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად – ესაა გა­ნათ­ლე­ბა და და­საქ­მე­ბა: „ჩვენ გთა­ვა­ზობთ, ერ­თად გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი და მე­თო­დუ­რი დახ­მა­რე­ბის, ისე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნი­სა თუ გა­და­ხედ­ვის ნა­წილ­ში, მზად ვართ, თქვენ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ, მათ შო­რის, ჩავ­დოთ ინ­ვეს­ტი­ცია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და დო­ნო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“.

მი­ნის­ტ­რ­მა და­ა­სა­ხე­ლა ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე:

♦ ტუ­რიზ­მი და მას­პინ­ძ­ლო­ბა;

♦ IT სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი;

♦ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა;

♦ ენერ­გე­ტი­კა;

♦ ჯან­დაც­ვა;

♦ მშე­ნებ­ლო­ბა.

ეს ის დარ­გე­ბია, სა­დაც დი­დია კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებ­ზე მოთხოვ­ნა, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ სა­თა­ნა­დო და­ინ­ტე­რე­სე­ბა იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც. თუმ­ცა აღი­ნიშ­ნა ისიც, რომ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა მო­ითხოვს, ასე­ვე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­გრა­მე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აღი­ნიშ­ნა, რომ იგეგ­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ოთხი ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შექ­მ­ნა. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და დას­რულ­დეს არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­და­ხედ­ვა, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ნახ­ლე­ბა და ახ­ლის შექ­მ­ნაც.

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც მი­ნის­ტ­რ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეს­თა­ვა­ზა, 2025 წლი­დან ახა­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლაა. ეს იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბა­ზე და კო­ლე­ჯის მიღ­წე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ხედ­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღერ­ძად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­სა­ხელ­და. რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი­დან შე­ირ­ჩეს 50 პე­და­გო­გი, რომ­ლე­ბიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად იმ ქვეყ­ნებ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან, სა­დაც ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბია. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი კი თა­ვად იქ­ნე­ბი­ან გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი ტრე­ნე­რე­ბი. და ეს არ იქ­ნე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ცია, მომ­დევ­ნო წლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის ერთ-ერთ საკ­ვან­ძო სა­კითხად კო­ლე­ჯე­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, კო­ლე­ჯის ლი­დე­რის, დი­რექ­ტო­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და მხარ­და­ჭე­რა და­სა­ხელ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­ცა სა­უ­ბა­რია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და ახა­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვა­ზე, აქ დი­რექ­ტო­რის ფაქ­ტო­რი შე­საძ­ლოა გა­დამ­წყ­ვე­ტი იყოს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გეგ­მავს რიგ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, უკ­ვე და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლია კა­ნო­ნი დი­რექ­ტო­რის არ­ჩე­ვი­თო­ბი­სა და ვა­დის გან­საზღ­ვ­რის შე­სა­ხებ, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ციკ­ლის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა.

და­ბო­ლოს სა­კითხი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ თან­ხ­ვედ­რა­შია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას­თან – ესაა სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არ­ჩე­ვით-სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა.

 „სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი დარ­გია, მაგ­რამ რამ­დე­ნიც არ უნ­და დავ­ხარ­ჯოთ, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა მი­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. ვე­რა­ნა­ი­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი თუ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი ვერ მოგ­ვ­ცემს სა­სურ­ველ შე­დეგს. ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზად მი­ვიჩ­ნი­ეთ სკო­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის, ე.წ. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის, შე­ტა­ნა იმ მიზ­ნით, რომ მოს­წავ­ლე­ებს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, დაე­უფ­ლონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ერთ კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას, რაც სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე მის­ცემთ და­საქ­მე­ბის, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის დაწყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. 2100-ივე სკო­ლა­ში გვინ­და, რომ დავ­ნერ­გოთ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ერ­თ­ბა­შად ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. 2024 წლი­დან შე­ვარ­ჩევთ სა­პი­ლო­ტე სკო­ლებს, სა­დაც და­იწყე­ბა პრო­ცე­სი,“ – აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტ­რ­მა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მო­ამ­ზა­და ანა ფირცხალაიშვილმა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები