23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის

spot_img
გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აშშ-ის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბი­თა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, უპ­რე­ცე­დენ­ტო მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, მი­ი­ღონ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ებ­ში და გა­ზარ­დონ და­საქ­მე­ბის შან­სე­ბი. სტუ­დენ­ტ­თა მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მის და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან – მა­რი­ამ თურ­მა­ნი­ძე, ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და ანა აბე­სა­ძე, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი.

⇒ რას გუ­ლის­ხ­მობს სტუ­დენ­ტ­თა მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა და რო­გორ ჩა­ერ­თო გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ში?

ანა აბესაძე: სტუ­დენ­ტ­თა მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ექ­ტია. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რის, „მენ­ტო­რის“, მი­ერ, მი­სი­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბის ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტის­თ­ვის, კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­როს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა­სა და კონ­სულ­ტა­ციის გა­წე­ვას, რაც და­ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენტს მი­ი­ღოს პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სფე­რო­ში უკ­ვე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან და უკეთ მო­ემ­ზა­დოს მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის.

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა. ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცია, 2021 წლის ნო­ემ­ბ­რი­დან, გრუ­ნის პარ­ტ­ნი­ო­რი გახ­და. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­ი­გეგ­მა სხვა­დას­ხ­ვა ვე­ბი­ნა­რე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერ­თია აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა. მინ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით, კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო EPAG-ს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის.

⇒ რას წარ­მო­ად­გენს ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცია და სა­ი­დან და­ი­ბა­და პროგ­რა­მის და­არ­სე­ბის იდეა?

მა­რი­ა­მი თურმანიძე: ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცია (EPAG) არა­სამ­თავ­რო­ბო, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იური­დი­უ­ლი პი­რია, რო­მე­ლიც აშშ-ის მთავ­რო­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 25 გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის 1000-მდე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს აერ­თი­ა­ნებს. ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი სწო­რედ მი­სი წევ­რე­ბი და არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სია.

EPAG-ის წი­ნა­მორ­ბე­დი გახ­ლ­დათ MAAG – სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­კის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც 2004 წელს შე­იქ­მ­ნა და შეკ­რი­ბა ედ­მუნდ მას­კის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ე­ბი­დან. ხო­ლო უკ­ვე შემ­დეგ, 2013 წელს, ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა, მო­ეც­ვა აშშ-ის მთავ­რო­ბის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი. ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, ასო­ცი­ა­ცი­ას და­ერ­ქ­ვა ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­თა ასო­ცი­ა­ცია (EPAG). დღეს­დღე­ო­ბით, EPAG, ასე­ვე, ამე­რი­კის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (ENAM) წევ­რია.

ასო­ცი­ა­ცი­ის მთა­ვა­რ მი­ზანს და­სავ­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ქსე­ლის შექ­მ­ნა წარ­მო­ად­გენს. EPAG არის პლატ­ფორ­მა იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის­თ­ვის, სივ­რ­ცე — სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, ამა თუ იმ სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ქსე­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

⇒ ვის­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა?

მა­რი­ა­მი: პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი მხო­ლოდ ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, რად­გან სა­პი­ლო­ტე ნა­კა­დი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­კადს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვის სურ­ვი­ლი ბევ­რ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მოთ­ქ­ვა, მხო­ლოდ ოთხი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ირ­ჩა: გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ, ვფიქ­რობთ პროგ­რა­მის იმ­გ­ვა­რად გა­ფარ­თო­ე­ბას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს მი­ე­ცეს ამ პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

⇒ რო­მე­ლი სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა?

მა­რი­ამი: პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის სტუ­დენტს, თუ ის არის აღ­ნიშ­ნუ­ლი 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-3 ან მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი და აქვს 2.5 ან მე­ტი სა­ერ­თო GPA. რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებს, შეზღუ­დუ­ლი არ არის და საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. სფე­რო­ე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია პროგ­რა­მის თი­თო­ე­ულ ნა­კად­ში ჩარ­თუ­ლი მენ­ტო­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ ეტაპ­ზე, ანუ მე­ო­რე ნა­კად­ში 70-მდე მენ­ტო­რია ჩარ­თუ­ლი, სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

⇒ რა ფორ­მით ირ­ჩე­ვა მენ­ტო­რი და ვინ არი­ან ისი­ნი, გა­მოც­დი­ლე­ბის კუთხით?

მა­რი­ა­მი: ეპაგ-ის მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მის მე-2 ნა­კად­ში 70 სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მენ­ტო­რი ერ­თ­ვე­ბა. მენ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი­ვე ასო­ცი­ა­ცი­ის, ეპაგ-ის წევ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ამე­რი­კა­ში მი­ი­ღეს და წარ­მა­ტე­ბით აგ­რ­ძე­ლე­ბენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას. გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მენ­ტო­რე­ბი, მი­ნი­მუმ, მა­გის­ტ­რის აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს ფლო­ბენ. იხ. ბმუ­ლი:https://airtable.com/shrLsRCECHDWQeUr6/tbl0XVmdLwWRpbFHt

⇒ რა ვა­დებს მო­ი­ცავს მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა, რო­დის იწყე­ბა და რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტი შე­ირ­ჩა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან აღ­ნიშ­ნულ ნა­კად­ში?

ანა: პროგ­რა­მის მე­ო­რე ნა­კა­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც 11 მარტს და­იწყო, 60 სტუ­დენ­ტი შე­ირ­ჩა. აქე­დან 11 გრუ­ნის სტუ­დენ­ტია, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მა­ში გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტ­რის და­სას­რუ­ლამ­დე იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თუ­ლი, მი­მაგ­რე­ბულ მენ­ტო­რებ­თან ერ­თად.

⇒ რას მის­ცემს გრუ­ნის სტუ­დენ­ტებს მენ­ტო­რო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვა?

ანა: პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე გრუ­ნის სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მი­ი­ღონ კა­რი­ე­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ებ­ზე და რჩე­ვე­ბი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბათ გა­ზარ­დონ პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბის შან­სე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი შეძ­ლე­ბენ რე­ზი­უ­მე­სა და სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის სწო­რად შედ­გე­ნას, სა­ჭი­რო პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის წრის გა­ფარ­თო­ე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ყვე­ლა­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბიც კი იკარ­გე­ბი­ან პრო­ფე­სი­უ­ლად და მათ­თ­ვის გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­გან სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა და მხარ­და­ჭე­რა შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნ­დეს. რო­გორც ეპაგ-ის ერთ-ერთ წევრს, მეც სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ტე­ბი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მყო­ლო­და არა­ერ­თი მენ­ტო­რი, რომ­ლებ­მაც გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითა­მა­შეს ჩემს პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბა­ში.

მინ­და გუ­ლი­თა­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ მენ­ტორს, რომ­ლე­ბიც, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სრუ­ლი­ად უან­გა­როდ ეხ­მა­რე­ბი­ან სტუ­დენ­ტებს და არი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბის აგენ­ტე­ბი მათ ცხოვ­რე­ბა­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები