ახალი შანსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

5419

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №379 დადგენილებით „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა როდის გამოაცხადებს სკოლა იმ მასწავლებლის ადგილმონაცვლის ვაკანსიას, რომელსაც კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება.

29 ივლისს გამოქვეყნებულ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ:

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2019, 430050000.10.003.021258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის:

 პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.“

  1. 2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“

  1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.“

  1. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).“

  1. მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9 1 პუნქტი:

„9 1. 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”

ცვლილების შედეგად ბრძანებას დაემატა 9 1 პუნქტი, რომელიც ახალ შანსს აძლევს იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2021 წლის ზაფხულის საგნის გამოცდაში კომპეტენციას კვლავ ვერ დაადასტურებენ. იხ. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილი:

დატოვეთ კომენტარი