6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

„ახალი სკოლის მოდელი“ ქართველი ექსპერტებისა და მასწავლებლების მიერ შემუშავებული ქართული მოდელია!

spot_img

თა­მარ ჯა­ყე­ლი, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლამ­დე­ლი და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი:  მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ორი წელია, რაც ესტონელი ექსპერტები, UNICEF-ის მხარდაჭერით, ზრუნავენ 15 სკოლიდან შერჩეული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე; მეტიც, როგორც ვიცით, ესტონური პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 5 არაქართულენოვანი სკოლის ჩართვაც. აღსანიშნავია ისიც, რომ Unicef-ის მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ, შეიქმნა ციფრული რესურსი „ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ბუკებში ჩაიტვირთა.
მაგრამ, ცხადია, ეს სასარგებლო ინტერვენციები არ ნიშნავს იმას, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ესტონურ მოდელს წარმოადგენს. „ახალი სკოლის მოდელი“ არის საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობი პროექტი და როგორც უკვე ითქვა, მისი ხედვა, მეთოდოლოგია თუ ინსტრუმენტები შემუშავებულია ქართველი ექსპერტებისა და მასწავლებლების მიერ.
ახალი სკოლის მოდელი, რომელიც პიროვნებაზე ორიენტირებულ ხედვას ეფუძნება, მიმართულია სკოლის, როგორც ერთიანი გუნდის მხარდაჭერაზე და ითვალისწინებს ინტერვენციების განხორციელებას 4 მიმართულებით:
ა) კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული სასკოლო კურიკულუმების განვითარება;
ბ) ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება;
გ) სასწავლო პროცესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო მენეჯმენტის ჩამოყალიბება;
დ) მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის ჩამოყალიბება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები