13 დეკემბერი, პარასკევი, 2024

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ ზოგადი განათლების რე­ფორ­მის კონ­ტექ­ს­ტ­ში

spot_img

28 ნო­ემ­ბერს, სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა (დი­რექ­ტო­რი – შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე), და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­შიც შე­ფა­სე­ბუ­ლია „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის კონ­ტექ­ს­ტ­ში. რა­კი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, კვლე­ვის სა­გა­ნი იმ ეფექ­ტე­ბის შეს­წავ­ლა გახ­და, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ, პროგ­რა­მა 3 დო­ნე­ზე იქ­ნა შეს­წავ­ლი­ლი: პირ­ვე­ლი – მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან; მე­ო­რე – ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ დო­ნე­ზე, რა სა­ხის დაბ­რ­კო­ლე­ბებ­მა იჩი­ნა თა­ვი სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის და „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ დი­ზა­ი­ნის დროს და მე­სა­მე – რა ტი­პის გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და საკ­ლა­სო დო­ნე­ზე სწავ­ლე­ბი­სას.

კვლე­ვა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია (80 გვერ­დი). მას­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ფო­კუს ჯგუ­ფე­ბი: მშობ­ლე­ბი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­ი­წე­რა დი­რექ­ტო­რებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მა­შინ­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან („ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა 2019 წლი­დან და­იწყო), რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მე­თო­დით გა­მო­ი­კითხა 632 მას­წავ­ლე­ბე­ლი. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თუ­ლი 597 სკო­ლის გარ­და, შე­და­რე­ბის მიზ­ნით, არა­ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მე­ბიც იქ­ნა გა­მოთხო­ვი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი.

კვლევის შედეგების, მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ კომენტარები გააკეთეს განათლების სპეციალისტებმა, მკვლევრებმა: შალვა ტაბატაძემ, სიმონ ჯანაშიამ და ნათია გორგაძემ.

კვლე­ვის ზო­გა­დი ნა­წი­ლი ეხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კას „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ კონ­ტექ­ს­ტ­ში – მის თავ­სე­ბა­დო­ბას სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან. მა­გა­ლი­თად, „რა რო­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და და­კის­რე­ბო­და სკო­ლის დი­რექ­ტორს და ვერ და­ე­კის­რა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც კი დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“, ხში­რად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან არ იყო აღ­ქ­მუ­ლი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­ფორ­მა, უფ­რო უყუ­რებ­დ­ნენ რო­გორც დრო­ე­ბით პრო­ექტს, ვფიქ­რობ, სწო­რედ დი­რექ­ტო­რე­ბის ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბის გა­მო. ანუ, მიდ­გო­მა იყო, რომ მას­წავ­ლებ­ლებს კი არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით დი­რექ­ტო­რე­ბის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, სსიპ-ების თუ აიპ-ების მეშ­ვე­ო­ბით, არა­მედ ვაძ­ლი­ე­რებთ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­მაც უნ­და შექ­მ­ნან სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი და წარ­მარ­თონ პრო­ცე­სი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლებ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა სწო­რი და კარ­გი ხედ­ვაა, მაგ­რამ მა­თი მხრი­დან აღ­ქ­მუ­ლი იყო რო­გორც მო­რი­გი პრო­ექ­ტი. იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სა­დაც დი­რექ­ტო­რე­ბი და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, შე­დე­გე­ბიც უკე­თე­სი იყო,“ – აღ­ნიშ­ნა შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას.

და­ნერ­გ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სინ­ქ­რო­ნი­ზე­ბუ­ლი და ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­თან“. ჩარ­თულ სკო­ლებს ბევ­რად გა­უ­ად­ვილ­დათ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც ბევ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღეს. თუმ­ცა ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ, რო­ცა ფო­კუ­სი­რე­ბა გა­კეთ­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“, თით­ქოს, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი და­კარ­გა – მე­ტად ფო­კუ­სირ­დ­ნენ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ზე.

ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, კვლე­ვის ზო­გად ნა­წილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მოც­დე­ბის არ­სე­ბულ­მა სის­ტე­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო იმი­ტომ, რომ სკო­ლე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო საგ­ნებ­სა და პროგ­რა­მებ­ზე. „რად­გან არ არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხ­ვა რე­ფორ­მის ერ­თი­ა­ნო­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი კონ­ცეფ­ცი­აც კი არ აღ­მოჩ­ნ­და მძლავ­რი იმი­ტომ, რომ რე­ფორ­მის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­მა არ შე­უწყო ხე­ლი ამ პრო­ცესს,“ – გან­მარ­ტა შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ.

უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სი­მონ ჯა­ნა­ში­ამ. მან აღ­ნიშ­ნა, რომ იკ­ვ­ლევ­დ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთს ადა­რებ­დ­ნენ ჩარ­თუ­ლი და არა­ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ II (2015-16 წწ) და III (2022-23 წწ) თა­ო­ბის სას­წავ­ლო გეგ­მებ­სა და საგ­ნობ­რივ კუ­რი­კუ­ლუ­მებს, მათ შო­რის, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შებს, ასე­ვე სხვა, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რაც კი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­კითხს ეხე­ბა. „ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გან­ვი­თა­რე­ბა არის, მაგ­რამ სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნა­დაა ეს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა. თვალ­ში­სა­ცე­მია, რომ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ტექ­ს­ტე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლოს მიჰ­ყ­ვე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ტექსტს, ზოგ­ჯერ სიტყ­ვა-სიტყ­ვი­თაც, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ტად ჩანს; არც სკო­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­ი­ნიშ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, თუმ­ცა არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რად, გა­მო­ხა­ტუ­ლია საგ­ნე­ბის, უცხო ენე­ბის არ­ჩე­ვით, სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბით და თემ­თან, ბიზ­ნეს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით; ზოგ სკო­ლას ჰქონ­და ში­და შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც არ მე­ორ­დე­ბო­და, სა­ფე­ხუ­რი­დან სა­ფე­ხურ­ზე გა­და­საყ­ვა­ნი გა­მოც­დე­ბი ან დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა; კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, ხში­რად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან ან ჰა­იდ­ლა­ი­ნე­ბი­და­ნაა გად­მო­წე­რი­ლი, 30-დან 8-ში ერ­თი და იგი­ვე და­ვა­ლე­ბა იყო, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ხში­რად კო­პი­რე­ბაა და არა გა­აზ­რე­ბა, და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა; დარ­ღ­ვე­უ­ლია ნა­ბი­ჯე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა ან მოკ­ლე დრო­ში ცდი­ლო­ბენ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მელ­საც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კვი­რე­ბი სჭირ­დე­ბა; ძნე­ლად გა­სა­გე­ბია კუ­რი­კუ­ლუ­მის ტექ­ს­ტი და არ არის და­ცუ­ლი ელე­მენ­ტა­ლუ­რი კლა­სი­ფი­კა­ცი­ე­ბი; მი­ზა­ნი ხომ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სწავ­ლე­ბაა და ეს ში­ნა­არ­სი არ არის მიღ­წე­უ­ლი კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში – ზო­გი, უბ­რა­ლოდ, ერ­თი გაკ­ვე­თი­ლის აღ­წე­რაა და რა­ტო­მაა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, გა­უ­გე­ბა­რია. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მა ისაა, რო­ცა ვეხ­მა­რე­ბით მოს­წავ­ლეს, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­დეს რა­ღაც აღ­მო­ჩე­ნამ­დე, პა­სუ­ხამ­დე, გა­ი­გოს ის, რაც არ იცო­და… ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გაც­ნო­ბი­დან სხვა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეც ჩან­და, მათ შო­რის ისიც, რომ სკო­ლე­ბის­თ­ვის მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა იმი­ტომ რომ ისი­ნი ეთან­ხ­მე­ბი­ან ამ მოთხოვ­ნას ან სჯე­რათ მი­სი, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ რა­ღაც ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა შე­ი­ძი­ნოს სკო­ლამ. სკო­ლის მი­სი­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, გად­მო­წე­რი­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნული მიზნების დე­ბუ­ლე­ბი­დან ან რო­მე­ლი­მე კა­ნო­ნი­დან, იშ­ვი­ა­თია და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბი.“

ნა­თია გორ­გა­ძე, მკვლე­ვა­რი: „ჩვენ წი­ნა­შეა ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ხარ­ვე­ზე­ბი, რაც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა და პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი, რი­თაც მინ­და და­ვიწყო პრე­ზენ­ტა­ცია. 632 მას­წავ­ლებ­ლის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, კარ­გად გა­მოჩ­ნ­და ის გავ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“, კერ­ძოდ: მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ, ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ნამ­დ­ვი­ლად სა­ხე­ზეა ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა – მოს­წავ­ლე­ებს გა­ე­ზარ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, მკა­ფიო ორი­ენ­ტი­რე­ბის, ინ­ტე­რაქ­ცი­ის უნა­რი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა, თვალ­ში­სა­ცე­მია მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია – ერ­თი სუ­ლი აქვთ რო­დის გა­ა­ზი­ა­რე­ბენ თა­ვი­ანთ ცოდ­ნას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დუ­რი და სას­წავ­ლო რე­სურ­სი, მოს­წავ­ლე­ებს კი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და ურ­თი­ერ­თ­გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც ხში­რად უხ­დე­ბო­დათ…

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­თი შეს­რუ­ლე­ბა ვერ ხერ­ხ­დე­ბა იმ დრო­ში, რაც მო­ცე­მუ­ლი აქვთ; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლე­ბი მო­მა­რაგ­და სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ, არც თუ ისე იშ­ვი­ა­თად, სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან უხ­დე­ბო­დათ თან­ხის გა­ღე­ბა; გა­მოვ­ლინ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე და ნაკ­ლე­ბი კო­ორ­დი­ნა­ცია, მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა; იყო ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მათ შო­რის, ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნაც; გარ­და იმი­სა, რომ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში კარ­გად/სწო­რად არ იყო და­გეგ­მი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­აც არ იყო სა­თა­ნა­დოდ გა­სა­გე­ბი და მკა­ფიო, რაც პე­და­გო­გის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს; გა­მო­იკ­ვე­თა ისიც, რომ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია და მე­ტი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ვი­ზუ­ა­ლურ ნა­წილს – პრე­ზენ­ტა­ცი­ას; გა­მო­იკ­ვე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა მოს­წავ­ლეს ოჯახ­ში არ აქვს სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა, რაც შე­დეგ­ზეც აისა­ხე­ბა; კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის კარ­გად უნ­და იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­თან, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა“.

რო­გორც გითხა­რით, კვლე­ვა ერ­თი წლის წინ და­იწყო, რო­ცა „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა არა ისე­თი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­დ­ჭე­რით, რო­გორც საწყის ეტაპ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს მხარ­და­ჭე­რა შე­ჩერ­და, ასე  გრძელ­დე­ბა დღემ­დე და არა­ვინ იცის, ექ­ნე­ბა თუ არა გან­ვი­თა­რე­ბა „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მკვლევ­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ დო­კუ­მენ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი, გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, პო­ზი­ცი­უ­რი შე­დე­გე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სე­რი­ო­ზულ კვალს ტო­ვებს და სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ოყოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის­თ­ვის, ექ­ს­პერ­ტ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ნათ­ლად და­ი­ნა­ხა­ვენ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ასე რომ, ად­რე­სატ­თა არე­ა­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თეა.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

 

გთავაზობთ კვლე­ვის რამდენიმე მიგ­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვის შე­ფა­სე­ბის და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, დო­კუ­მენ­ტ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია რი­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა, რომ­ლის გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე. მიგ­ნე­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლის შე­სა­ხებ მკვლევ­რებ­მა თა­ვად ისა­უბ­რეს, ამი­ტომ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ რამდენიმე მათ­განს:

პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცია 1. ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის სარ­გებ­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბა სოფ­ლის, მა­ღალ­მ­თი­ან და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ზე

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა, სკო­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მხარ­და­ჭე­რის მიღ­მა და­ტო­ვა ისე­თი სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ებ­და მხარ­და­ჭე­რას, კერ­ძოდ: მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი, სოფ­ლის სკო­ლე­ბი, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი.

ინ­ტერ­ვენ­ცია

 ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში სოფ­ლის, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი, მცი­რე­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის;

 სოფ­ლის, მა­ღალ­მ­თი­ა­ნი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის მარ­თ­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის შექ­მ­ნა და ამუ­შა­ვე­ბა ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი და მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის.

პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცია 2. „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა

• მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ, პრო­ცე­დუ­რულ და ში­ნა­არ­სობ­რივ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში იყო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სქე­მას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ხედ­ვა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის თვალ­საზ­რი­სით, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად პრობ­ლე­მუ­რი იყო.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

 მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ტრან­ს­ფორ­მა­ცია და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სას­კო­ლო დო­ნე­ზე ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა;

 წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბის მიბ­მა ფორ­მა­ლუ­რი სქე­მის პრო­ცე­დუ­რებ­თან, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში;

 წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კით მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის;

 მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბის სას­კო­ლო სის­ტე­მის შექ­მ­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა;

 სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი­სა და ქო­უ­ჩინ­გის სის­ტე­მე­ბის სას­კო­ლო დო­ნე­ზე ან სკო­ლა­თა­შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით სას­კო­ლო კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად ქცე­ვი­სათ­ვის;

 მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიდ­გო­მე­ბის მიბ­მა ახა­ლი სკო­ლის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ვ­ლებ­თან;

 მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბის ახა­ლი გზე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ნე­ტა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ზრდის სა­ხით, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ კი, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას წა­ა­ხა­ლი­სებს. ეს შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობ­დეს, მა­გა­ლი­თად, წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მსგავ­სად, ქო­უ­ჩი მას­წავ­ლებ­ლის ან კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის არ­სე­ბო­ბას ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სქე­მის არ­სე­ბულ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში.

• სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბა ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მე­თო­დო­ლო­გი­ურ და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ხედ­ვას­თან

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: რე­ფორ­მის საწყის ეტაპ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა არ­სე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა და ახ­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბის სა­კითხი, რაც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე პე­და­გოგ­თა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

 სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბის სრუ­ლად მორ­გე­ბა ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კის, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბის, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის კონ­ცეფ­ცი­ებ­სა და და­დე­ბით პრაქ­ტი­კებ­თან;

 სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა და ადაპ­ტი­რე­ბა ციფ­რუ­ლი, დის­ტან­ცი­უ­რი თუ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის ან პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად;

 მას­წავ­ლე­ბელ­თა თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­თა მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის ამუ­შა­ვე­ბა;

 სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის­გან, სა­მეც­ნი­ე­რო ენის მოს­წავ­ლე­თათ­ვის გა­სა­გე­ბი ენით წარ­მოდ­გე­ნა, ტექ­ს­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ცნე­ბა­თა პე­და­გო­გი­კი­სა და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის ფორ­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის ნაც­ვ­ლად, რე­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნა; ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა.

• უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა და ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბი გან­საზღ­ვ­რავს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას, შე­ის­წავ­ლოს ესა თუ ის სა­გა­ნი. სკო­ლის რო­ლის მოს­წავ­ლი­სე­უ­ლი აღ­ქ­მა გახ­ლავთ უმაღ­ლე­სის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა და, ამ­დე­ნად, მხო­ლოდ იმ საგ­ნებ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მის ნა­წი­ლია, ხო­ლო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ზო­გა­დად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნის, კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – სრუ­ლად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი. მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უფ­რო მძლავ­რი მო­ტი­ვა­ტო­რია, ვიდ­რე ზო­გა­დი ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

 ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პი­რო­ბებ­ში სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­სა და სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის რო­ლის ასახ­ვა უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღებ სის­ტე­მებ­ში;

 სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის ასახ­ვა მი­სა­ღებ  სის­ტე­მებ­ში;

 მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა და მე­ტი აქ­ცენ­ტი ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ფარ­გ­ლებ­ში მიღ­წე­უ­ლი ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის  და­დას­ტუ­რე­ბა­ზე.

• სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო  არა გა­რე შე­ფა­სე­ბა­ზე, არა­მედ სკო­ლის, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის, ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ა­ზე – კომ­პ­ლექ­სუ­რი ელე­მენ­ტე­ბი­სა და ას­პექ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დაც რე­ა­ლუ­რად სკო­ლას, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, ტემ­პი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბას  აძ­ლევ­და სკო­ლა­სა და დი­რექ­ტო­რებს, ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ სკო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მზა­ო­ბა ავ­ტო­ნო­მი­ი­სათ­ვის, რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და და სკო­ლას, რო­მე­ლიც იწყებ­და ამ პრო­ცე­სის გავ­ლას, უნ­და გა­მო­ე­ძებ­ნა რე­სურ­სი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის  მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის ხედ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ხედ­ვე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში. მათ შო­რის:

 ძლი­ე­რი აქ­ცენ­ტი სკო­ლის ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი ელე­მენ­ტის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით;

 ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ში­ნა­არ­ს­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა და ნაკ­ლე­ბი აქ­ცენ­ტე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე;

 ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის რე­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის პრაქ­ტი­კით ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ნაც­ვ­ლად და ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით;

 ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო არა გა­რე შე­ფა­სე­ბა­ზე, არა­მედ სკო­ლის, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის, ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ა­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რი ელე­მენ­ტე­ბი­სა და ას­პექ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­დაც რე­ა­ლუ­რად სკო­ლას ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, ტემ­პი, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ამ ხედ­ვის გა­და­ტა­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცია 22: ფო­კუ­სი­რე­ბა უფ­რო მე­ტად ცოდ­ნის სიღ­რ­მე­ზე, ვიდ­რე ვი­ზუ­ა­ლურ ეფექ­ტებ­ზე

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­რეგ­ნულ, ვი­ზუ­ა­ლურ ეფექ­ტებ­ზე და არა მოს­წავ­ლე­ებ­ში სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

ფო­კუ­სი­რე­ბა სას­წავ­ლო მიზ­ნებ­ზე და არა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტ­ზე, რო­მელ­შიც სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცია 23: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის, რო­გორც შინ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის, გა­და­აზ­რე­ბა და მიდ­გო­მე­ბის შეც­ვ­ლა. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე სას­კო­ლო მუ­შა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია და შინ მუ­შა­ო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა.

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად შინ ამ­ზა­დე­ბენ, სწავ­ლე­ბა გა­და­ვი­და სკო­ლე­ბი­დან სახ­ლებ­ში და მი­სი ეფექ­ტუ­რო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და მშობ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე, ცოდ­ნა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხ­ზე. სწავ­ლის დე­ლე­გი­რე­ბით სა­ში­ნაო გა­რე­მო­ში ზა­რალ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ხელ­საყ­რე­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო ან მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, სას­კო­ლო რე­სურ­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე თა­ნა­ბარ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მით მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და და­ვი­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რ და­ვა­ლე­ბებ­ზე შინ მუ­შა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და შე­თან­ხ­მე­ბის სა­განს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს.

პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცია 24: მშო­ბელ­თა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა ავ­ტო­ნო­მი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ

კვლე­ვის მიგ­ნე­ბა/და­სა­ბუ­თე­ბა: კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სირ­თუ­ლი­დან ან ბუნ­დო­ვა­ნე­ბი­დან, ასე­ვე რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მოს­წავ­ლის კარ­გად წარ­მო­ჩე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშობ­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ჩარ­თუ­ლო­ბამ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში შეზღუ­და მოს­წავ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა და ავ­ტო­ნო­მია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა იქ­ცა მშო­ბელ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ პრო­დუქ­ტად, მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვ­ლად.

ინ­ტერ­ვენ­ცია:

სკო­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სირ­თუ­ლის შე­სა­ბა­მი­სო­ბა მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რა­თა მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს შექ­მ­ნი­თა და მშო­ბელ­თა პო­ზი­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს. მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა შვი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ასე­ვე, რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის და­ყო­ფა მარ­ტივ ელე­მენ­ტე­ბად და ამ ელე­მენ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის­თ­ვის მე­ტი ეტა­პე­ბი­სა და დრო­ის მი­ცე­მა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები