19 მაისი, კვირა, 2024

ახა­ლი სკო­ლა სოფ­ლის­თ­ვის სი­ცოცხ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად

spot_img

გვინ­და იმ სკო­ლის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც დღეს ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლია, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და რომ­ლის აშე­ნე­ბა, 2017 წელს, ამ სოფ­ლის მკვიდ­რ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა ძმებ­მა ითა­ვეს. 4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, ყო­ველ­მ­ხ­რივ აღ­ჭურ­ვი­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დე­დის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ააშე­ნეს და მშობ­ლი­ურ სო­ფელს სრუ­ლი­ად უან­გა­როდ და­უ­ტო­ვეს. შე­სა­შუ­რი ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, რომ­ლის და­რი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლად თუ მო­ი­პო­ვე­ბა, იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ლი შე­მოგ­ვი­ნა­ხა ის­ტო­რი­ამ, ძმებ­მა კი თა­ვი­ან­თი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვეს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში დღემ­დე ასეა.

ეს კუ­მურ­დოა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი მხა­რის – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ერთ-ერ­თი სო­ფე­ლი ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში იგი  VI სა­უ­კუ­ნი­დან  მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. შუა სო­ფელ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლის – X სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რაც ყო­ფი­ლა. აქ მოღ­ვა­წე მწიგ­ნო­ბარ­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იოანე კუ­მურ­დო­ე­ლი (Xს), რო­მე­ლიც შემ­დეგ სი­ნას მთა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და, XI სა­უ­კუ­ნე­ში – ზო­სი­მე და სხვ.

სოფ­ლის მკვიდ­რ­თათ­ვის წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლა­ზე ზრუნ­ვა აქ მხო­ლოდ  XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში – 1900 წელს დაწყე­ბუ­ლა. მარ­ტი­როს ის­რა­ე­ლის ძე ვარ­და­ნი­ანს (მარ­ტი­როს აღა) მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან, ვა­ჩი­ა­ნი­დან მო­უწ­ვე­ვია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვა და არით­მე­ტი­კა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ერ­თად უტარ­დე­ბო­დათ სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს და ისიც, ძი­რი­თა­დად, ზამ­თ­რის სე­ზონ­ზე, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს. სწავ­ლე­ბა ოთხ­წ­ლი­ა­ნი იყო, მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად იზ­რ­დე­ბო­და, და რო­ცა 30-ს მი­აღ­წია სკო­ლამ ორ ცვლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა მუ­შა­ო­ბა.

არა მარ­ტო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის, სოფ­ლის ცხოვ­რე­ბაც, თით­ქ­მის შეწყ­და ოს­მალ­თა შე­მო­სე­ვის გა­მო, 1918 წელს. ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ე­წი­რა მომ­ხ­ვ­დუ­რებ­თან ბრძო­ლებს, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც. რო­გორც ბა­ბუა, მარ­ტი­როს ვარ­და­ნი­ა­ნი მიყ­ვე­ბო­და, ისიც ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. თით­ქ­მის და­ი­ცა­ლა სო­ფე­ლი, რა თქმა უნ­და სწავ­ლაც შეწყ­და. მხო­ლოდ 1927 წელს გა­ნახ­ლ­და კუ­მურ­დო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ქვით ნა­შენ ძველ შე­ნო­ბა­ში. ახა­ლი სკო­ლა კი 1927 წელს აშენ­და, 5 საკ­ლა­სო ოთა­ხი­თა და 5 მას­წავ­ლებ­ლით. პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი იყო სოფ­ლის მკვიდრი ტერ­დატ ნა­ჰა­პე­ტი­ა­ნი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დი­რექ­ტო­რი­ცა და პე­და­გო­გე­ბიც მე­ზო­ბე­ლი სო­ფელ ჩან­დუ­რი­დან იყ­ვ­ნენ. ეს სკო­ლა, 1960 წლამ­დე, 7-წლი­ა­ნი იყო. სო­ფელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს ძა­ლის­ხ­მე­ვით, 1971 წელს, ახალ შე­ნო­ბა­ში უკ­ვე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბით და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სამ ცვლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კუ­მურ­დო­ე­ლე­ბი ამ პე­რი­ოდს აყ­ვა­ვე­ბის ხა­ნად მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, რო­მე­ლიც, თით­ქ­მის, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის შე­ნო­ბა, სა­დაც 400-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და, ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. კუ­მურ­დო­ე­ლებ­მა მა­შინ თა­ვად იპო­ვეს გა­მო­სა­ვა­ლი და, რო­გორც შეძ­ლეს, სოფ­ლის კლუ­ბი სკო­ლად გა­და­ა­კე­თეს. პა­ტარ-პა­ტა­რა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბად და­ყო­ფი­ლი ნეს­ტი­ა­ნი შე­ნო­ბა, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლებს ერ­თ­მა­ნე­თის ხმა ეს­მო­დათ, სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის, მაგ­რამ ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში სკო­ლამ მა­ინც იმუ­შა­ვა, ვიდ­რე კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, 2017 წელს, ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რი არ გაგ­ვი­კე­თეს და „ქვის ხა­ნი­დან“ სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო­ში გად­მოგ­ვა­ნაც­ვ­ლეს. მად­ლო­ბა მათ ამის­თ­ვის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც ყვე­ლა პი­რო­ბა აქვს შექ­მ­ნი­ლი, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს.

მურ­ჟაკ ვარ­და­ნი­ა­ნი

კუ­მურ­დოს მკვიდ­რი,

არ­მე­ნაკ ფო­ლორ­ჩი­ა­ნი

კუ­მურ­დოს სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები