27 ივლისი, შაბათი, 2024

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ჯემალ სურმანიძესთან ერთად, ბათუმის N15 და N9 საჯარო სკოლები მოინახულა, სადაც სწავლა განახლებულ სივრცეში დაიწყება.

N15 საჯარო სკოლაში აშენდა ახალი შენობა და განხორციელდა არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია; N9 სკოლაში მიმდინარეობს ლიფტის, დამატებითი კლასების, ეზოს და ღია მოედნის მოწყობა.

2023 წლის განმავლობაში, სულ, 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტებთან ერთად, აჭარის ბიუჯეტიდან, 2023 წელს, ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის:

♦ მიმდინარე წელს სასკოლო ინვენტარით – 3690 მერხისა და სკამის კომპლექტით უზრუნველყოფილი იქნება 26 საჯარო სკოლა;

♦ პროექტის „მომავლის განათლება” ფარგლებში, 8 საჯარო სკოლაში შეტანილია ტექნიკა – ლეპტოპები, პროექტორები, ეკრანისა და ხმის გამაძლიერებლის კომპლექტიები;

♦ 12 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია მხატვრული ლიტერატურით;

♦ 4 საჯარო სკოლაში ხორციელდება ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია/აღჭურვა;

♦ 3 სკოლა აღიჭურვა მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტით – ელექტრონული პიანინო, დრამის კომპლექტი, ელექტრო და კლასიკური გიტარები, ხმის გამაძლიერებელი და მარეგულირებელი აპარატურა;

♦ სპორტული ინვენტარი შეტანილ იქნა 14 საჯარო სკოლაში – ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ჭადრაკის, მხიარული სტარტებისა და სხვა სპორტული ინვენტარის კომპლექტი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები