25 ოქტომბერი, ორშაბათი, 2021

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბით ელის

spot_img

ინ­ტერ­ვიუ პრო­ფე­სორ ჯე­მალ ძა­გა­ნი­ას­თან,

სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან

 

⇔ რო­გორ შე­ა­ჯა­მებთ გა­სულ წელს, რა იყო 2020-2021 სას­წავ­ლო წლის მიღ­წე­ვე­ბი და რა შე­დე­გე­ბით ხვდე­ბით ახალ სას­წავ­ლო წელს?

⇔ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ პან­დე­მი­ის ურ­თუ­ლე­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბით, წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ ავ­ტო­რი­ზა­ცია და 6 წლის ვა­დით (2027 წლამ­დე) მი­ვი­ღეთ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სი. ამას მოჰ­ყ­ვა სა­მი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის (ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და და სპორ­ტი; სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტი და ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა; რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია) აკ­რე­დი­ტა­ცია.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის (მწვრთნე­ლის) სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე მსურ­ველ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მა­ტუ­ლობს და წელს რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს (350).

ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და   2021 წლის ბო­ლომ­დე ვა­პი­რებთ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის წარ­დ­გე­ნას გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სა­მი­ვე სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბას. კერ­ძოდ, თუ აქამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სი მხო­ლოდ პირ­ველ კურ­ს­ზე, ორი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის­წავ­ლე­ბო­და, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლას ორი კურ­სი, ანუ ოთხი სე­მეს­ტ­რი და­ეთ­მო­ბა.

ასე­ვე, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს შე­ე­მა­ტა თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ო­ნი მძლე­ოს­ნო­ბის ბი­ლი­კე­ბით და სექ­ტო­რე­ბით.

⇔ პან­დე­მი­ის გა­მო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა მო­გიხ­დათ, რო­გორ უპა­სუ­ხეთ გა­მოწ­ვე­ვას?

⇔ პან­დე­მი­ამ სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. შეზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე, მყი­სი­ე­რად უნ­და გვე­პა­სუ­ხა ამ გა­მოწ­ვე­ვი­სათ­ვის. მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­და­ტა­ნი­ლი იყო სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, სას­პორ­ტო სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მო­ვახ­დი­ნეთ რე­სურ­სე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა და ერთ კვი­რა­ში შე­ვი­ძი­ნეთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა.

შე­ვი­მუ­შა­ვეთ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი რო­გორც პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. დრო­ის მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში მათ­თან ჩა­ვა­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი და მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თეთ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ზე. სას­პორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი კო­რექ­ტი­რე­ბის შე­ტა­ნა გახ­და სა­ჭი­რო, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ სპორ­ტუ­ლი პრო­ფი­ლის პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიდ­გო­მე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვ­ნიშ­ნო რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის უაღ­რე­სად მა­ღა­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ერ­თ­ნენ ამ პრო­ცეს­ში. 2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი ილე­ვა და და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი სრუ­ლად გავ­ლენ სწავ­ლის შე­დე­გებ­ზე. ნელ-ნე­ლა ვუბ­რუნ­დე­ბით ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და ვფიქ­რობთ, ახა­ლი სე­მეს­ტ­რი­დან, სულ უფ­რო ნაკ­ლებ ლექ­ცი­ებს ჩა­ვა­ტა­რებთ დის­ტან­ცი­უ­რად.

⇔ რო­გორც ცნო­ბი­ლია, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცათ გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სტუ­დენ­ტ­თა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ, თქვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი რას სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს?

⇔ სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­ამ მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის მსხვი­ლი უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სულ 800-მდე აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი გვყავს, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გა­მო შექ­მ­ნილ­მა რთულ­მა რე­ა­ლო­ბამ უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი, ისე მა­თი მშობ­ლე­ბი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბამ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და­კარ­გეს და ბუ­ნებ­რი­ვია, ამან ასახ­ვა პო­ვა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე.

ვი­ნა­ი­დან სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვას დრო­უ­ლად ვერ ახერ­ხე­ბენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და. ვფიქ­რობთ, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კი და­ვა­წე­სეთ. აქ­ვე ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ მე­ო­რე წე­ლია (ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე), სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გა­მო, არც ერ­თი სტუ­დენ­ტის­თ­ვის არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ი­მუ­შა­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გრა­ფი­კი იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას. ვფიქ­რობთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მათ­თ­ვის, აღად­გი­ნონ სას­წავ­ლო კურ­სე­ბი და ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი.

უკ­ვე სამ წელ­ზე მე­ტია, უნი­ვერ­სი­ტე­ტი გას­ცემს სტი­პენ­დი­ებს წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებ­ზე.

⇔ პან­დე­მი­ის გარ­და, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი?

⇔ რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2007 წელს გა­უქ­მე­ბუ­ლი სპორ­ტის აკა­დე­მია, 2013 წლის 28 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, თა­ვი­დან და­ფუძ­ნ­და სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუ­სით.

ჩვე­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც კე­თილ­მოწყო­ბი­ლი აუდი­ტო­რია-ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სპორ­ტუ­ლი ბა­ზე­ბი და სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რი გვაქვს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ორ მათ­გან­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას.

ტ უპირ­ვე­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვა — ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო კორ­პუ­სი და სპორ­ტუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1955 წელს შე­ვი­და და 66 წლის მან­ძილ­ზე არც ერ­თხელ არ ჩა­ტა­რე­ბია რა­ი­მე სა­ხის სა­რე­მონ­ტო/გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჩვე­ნი სას­წავ­ლო კორ­პუ­სი ისეთ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რომ   უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა.

ამას ადას­ტუ­რებს გ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თ­ლო ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­როს 2018-2019 წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და დას­კ­ვ­ნა, რომ­ლის გა­მოც სა­ერ­თოდ აგ­ვეკ­რ­ძა­ლა მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ვრჩე­ბო­დით ღია ცის ქვეშ, რომ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (სეუ) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის კე­თი­ლი ნე­ბა (რექ­ტო­რი — გია კავ­თე­ლიშ­ვი­ლი) — დრო­ე­ბით (ერ­თი წლით) დაგ­ვით­მეს ახა­ლი შე­ნო­ბის ორი სარ­თუ­ლი (4500 კვ. მეტ­რი), რა­თა დაბ­რ­კო­ლე­ბა არ შეგ­ვ­ქ­მ­ნო­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის პრო­ცეს­ში. ამ შე­ნო­ბა­ში მხო­ლოდ 2020 წლის ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე დავ­რ­ჩით.

ამ­ჟა­მად, ისევ დრო­ე­ბით, გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ სარ­თულ­ზე (900კვ.მ.) ერ­თი წლით და თუ ამ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი სას­წავ­ლო კორ­პუ­სი კა­პი­ტა­ლუ­რად არ გა­რე­მონ­ტ­და, ქუ­ჩა­ში ვრჩე­ბით.

ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — სპორ­ტის სფე­როს ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც, თა­ვის დრო­ზე, 120 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბი ეკა­ვა, დღეს ჰა­ერ­შია გა­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გვიჩ­ნ­დე­ბა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვი, დღის წეს­რიგ­ში ხომ არ დგას ჩვენ მი­ერ, სი­ცოცხ­ლის რის­კის ფა­სად, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სპორ­ტის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი­სა და   მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხ­ვი­სე­ბა?

ტ მე­ო­რე ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა დოქ­ტო­რან­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო მი­მარ­თუ­ლე­ბაა სპორ­ტის დარ­გი­სათ­ვის. იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­თა­დერ­თი სას­წავ­ლე­ბე­ლია, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მოწყ­ვე­ტი­ლი არი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­აგ­რ­ძე­ლონ სწავ­ლა მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე, რაც სა­მო­მავ­ლოდ უთუ­ოდ უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა სპორ­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ზე.

იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს მი­ე­ცეს სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის უფ­ლე­ბა, ერ­თა­დერ­თი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არის ის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი. არა­და, 2013 წლის 28 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის №64 დად­გე­ნი­ლე­ბით, ის სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ჩვენ­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში და გავ­ხ­დით სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ფუძ­ველ­ზე, შე­უძ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მხო­ლოდ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი.

სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა რე­სურ­სია იმი­სათ­ვის, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში არ აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა, რამ­დე­ნი­მე ხან­ში თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტს შე­ექ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის კუთხით.

⇔ რო­გო­რია უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა?

⇔ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს, რა თქმა უნ­და, აქვს გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, რო­მელ­შიც მკა­ფი­ო­დაა გა­წე­რი­ლი ჩვე­ნი მი­სია, ხედ­ვა და მიზ­ნე­ბი. რო­გორც სპორ­ტის სფე­როს ერ­თა­დერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ, ხე­ლი შე­ვუწყოთ სა­მოყ­ვა­რუ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტუ­ლი წვრთნის, სპორ­ტის მე­ნეჯ­მენ­ტი­სა და ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სფე­რო­ში ღრმა კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის გზით. ამი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი რო­გორც ეროვ­ნულ, ისე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე, შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახორ­ცი­ე­ლებს აკა­დე­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს და გა­მო­ყე­ნე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბას, ხელს უწყობს სტუ­დენ­ტე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და მათ სწრაფ ადაპ­ტა­ცი­ას შრო­მით ბა­ზარ­ზე. სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და მიზ­ნად ისა­ხავს, ხე­ლი შე­უწყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სას­პორ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რი­სი თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გვაძ­ლევს ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ: უნი­ვერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას; უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპორ­ტის სფე­რო­ში წამ­ყ­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია; სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ნაშ­რო­მე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის მი­ერ; სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასო­ცირ­დე­ბა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და შემ­დ­გომ­ში და­დე­ბი­თი იმი­ჯის დამ­კ­ვიდ­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე; იზი­დავს და ეფექ­ტი­ა­ნად ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს, ხელს უწყობს მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბას; ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით ახა­ლი­სებს აკა­დე­მი­ურ და სტუ­დენ­ტურ მო­ბი­ლო­ბას.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები