24 ნოემბერი, კვირა, 2024

ახალი პროექტი სკოლებში — გა­ვი­ღი­მოთ

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის ხელ­შე­საწყო­ბად, ბალ­ტი­ის და შა­ვი ზღვის ალი­ან­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჩე­ხე­თის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნულ ინ­ს­ტი­ტუტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, იწყებს ახალ პრო­ექტს — „გა­ვი­ღი­მოთ“. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის 50% საწყისს იღებს მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში. სკო­ლა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი წამ­ყ­ვან როლს თა­მა­შო­ბენ მო­ზარ­დ­თა ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი ამ ამო­ცა­ნას თავს სა­თა­ნა­დოდ ვერ არ­თ­მე­ვენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სას­კო­ლო პროგ­რა­მებ­ში მოქ­მე­დი, სა­სარ­გებ­ლო პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლია.

სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ექ­ტის „გა­ვი­ღი­მოთ“ ფარ­გ­ლებ­ში იგეგ­მე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა, რო­მელ­შიც, სა­პი­ლო­ტე ეტაპ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 15-მდე სკო­ლა, 20-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და 900-მდე მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თ­ვე­ბა.

პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში დარ­გის ქარ­თ­ვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ი, მათ შო­რის სი­მონ სურ­გუ­ლა­ძე, პრო­ექ­ტის „გა­ვი­ღი­მოთ“ ინი­ცი­ა­ტო­რი და ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის კრი­ზი­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ექი­მი ფსი­ქი­ატ­რი; პეტრ ვინ­კ­ლე­რი — ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რის (პრა­ღა) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; პრო­ფე­სო­რი თი­კო ცო­მაია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი (GIPA), Baltic to Black Sea Alliance Georgia თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, „ღი­ას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია — გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რი; თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი  — სსიპ ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლის №2 და №5 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის/მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი; ელე­ნე ლო­მა­ძე — ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მკვლე­ვა­რი; რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, Kings College London ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მა­გის­ტ­რი, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი.

პრო­ექ­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან — თი­ბი­სი ბან­კი და რე-ბან­კი.

ელე­ნე ლო­მა­ძე: „კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ 11-13 წლის ასაკ­ში, ბავ­შ­ვე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის იმ ეტა­პებს გა­დი­ან, რო­დე­საც აუცი­ლე­ბე­ლია ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, მით უფ­რო მა­შინ, რო­ცა პან­დე­მი­ამ ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო გა­მო­ავ­ლი­ნა. პან­დე­მი­ის ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე დას­ტურ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვი­თაც, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი მსოფ­ლიო გა­ნათ­ლე­ბის კვლე­ვი­თი ასო­ცი­ა­ცია (WERA) იყო, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი — BBSA-Georgia-ს მკვლე­ვარ­თა გუნ­დი.

ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში უკ­ვე არ­სე­ბობს ისე­თი სას­კო­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვა­ვენ მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი და ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც ისი­ნი ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა­სა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას სწავ­ლო­ბენ. მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი აძ­ლი­ე­რე­ბენ მო­ზარ­დებ­ში სტრე­სის დაძ­ლე­ვის მე­ქა­ნიზ­მებს, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მათ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე, პრო­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვა­ზე, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რებ­ზე, ჯან­საღ თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, მე­დე­გო­ბა­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ც­და­ზე, ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხ­ზე და სხვა. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში პრო­ექ­ტის „გა­ვი­ღი­მოთ“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, რად­გან იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ რიგ სკო­ლებს ჰყავთ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, მსგავ­სი ტი­პის სტრუქ­ტუ­რუ­ლი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა პირ­ვე­ლად ინერ­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ჩე­ხე­თის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მი­ერ და ეფუძ­ნე­ბა მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნურ ეფექ­ტი­ან ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

„გა­ვი­ღი­მოთ“-ის ფარ­გ­ლებ­ში და­ნერ­გი­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი 11-13 წლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის შე­სა­ბა­მი­სია და სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ორი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი: 1. მოს­წავ­ლე­ე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის (MHL) ხელ­შეწყო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს იმ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს, რაც ინ­დი­ვი­დე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად, ასე­ვე იმის­თ­ვის, რომ სტრე­სო­რე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბის დრო­საც კი კარ­გად ვიგ­რ­ძ­ნოთ თა­ვი და ვი­ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­როთ, სა­კუ­თარ თავ­ში სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შევ­ძ­ლოთ და სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა ვე­ძი­ოთ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, ასე­ვე სხვე­ბის­თ­ვის; 2. სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა (სეს) არის პრო­ცე­სი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვსწავ­ლობთ ემო­ცი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­სა და მარ­თ­ვას, სხვებ­ზე ზრუნ­ვას, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, ეთი­კურ და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­ან ქცე­ვას, პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­ყა­რე­ბა­სა და ნე­გა­ტი­უ­რი ქცე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას. ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის (სეს) პროგ­რა­მებს გა­აჩ­ნი­ათ შორ­ს ­მი­მა­ვა­ლი სარ­გე­ბე­ლი და ავი­თა­რე­ბენ ხუთ კომ­პე­ტენ­ცი­ას: თვით­შე­მეც­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა, თვით­მარ­თ­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი თან­და­თან ვი­თარ­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და შემ­დ­გომ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პრო­ექ­ტი გა­ვი­ღი­მოთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­თაც, რომ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­ე­ბი, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის 40%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა მწვა­ვე ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრე­სის ნიშ­ნე­ბი და სიმ­პ­ტო­მე­ბი. პრო­ექ­ტი „გა­ვი­ღი­მოთ“ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­საც შე­უწყობს ხელს და და­ეხ­მა­რე­ბა მათ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა­ში, რო­გორც გა­დაწ­ვის პრე­ვენ­ცი­ის, ისე, ზო­გა­დად, კეთ­ლ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­კო­ლო საგ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, „გა­ვი­ღი­მოთ“-ის ფარ­გ­ლებ­ში და­ნერ­გი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იქ­მ­ნე­ბა იმ­გ­ვა­რად, რომ და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის თე­მე­ბის ღია გა­მოკ­ვ­ლე­ვა­ში, რაც ხელს შე­უწყობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და ჯგუ­ფურ გა­მოც­დი­ლე­ბებ­სა და აღ­მო­ჩე­ნებს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მათ კე­თილ­დღე­ო­ბას. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ტრე­ნინ­გის გავ­ლის შემ­დეგ, მი­ი­ღე­ბენ ისეთ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა მათ დრო­უ­ლად ამო­იც­ნონ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი და შეძ­ლონ მა­თი პრო­ფე­სი­ულ დახ­მა­რე­ბა­ზე რე­ფე­რი­რე­ბა. ამ პრო­ცეს­ში „გა­ვი­ღი­მოთ“-ის გუნ­დის წევ­რე­ბი მუდ­მივ მხარ­და­ჭე­რას გა­უ­წე­ვენ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თ­ვა­ში.“

თე­მო სუ­ყაშ­ვი­ლი: „კუ­რი­კუ­ლუ­მი შედ­გე­ბა 20 სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­გან, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ემ­პი­რი­უ­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მით, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლე­ე­ბის ორი­ენ­ტირ­სა და მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს.

ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო, პრო­ექ­ტ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლა ჩაგ­ვერ­თო, რაც შე­დე­გობ­რი­ვა­დაც უფ­რო სწორ ეფექტს გვაჩ­ვე­ნებ­და, რო­დე­საც პროგ­რა­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე მიდ­გე­ბო­და საქ­მე. ასეც მოხ­და, ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქე­ბი­დან — თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, მარ­ნე­უ­ლი, ახალ­ქა­ლა­ქი, ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, ჩხო­როწყუ, ლან­ჩხუ­თი, ფო­თი, თე­ლა­ვი. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ჩა­უ­ტარ­დე­ბათ მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, სა­გნის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში.

უშუ­ა­ლოდ პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე ფა­ზას მო­ი­ცავს. პირ­ველ ეტაპ­ზე, ჩე­ხმა კო­ლე­გე­ბმა ტრე­ნე­რე­ბი გა­დაამ­ზა­დე­ს. დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის და­გეგ­მი­ლია სამ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი, უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე მი­ტა­ნას/კლა­სებ­ში შე­ტა­ნას 2021-2022 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან ვგეგ­მავთ.

სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მი 5 თე­მის­გან შედ­გე­ბა: ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ემო­ცი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცია და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­რო­ში. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ისეთ თე­მებს ის­წავ­ლი­ან, რო­გო­რი­ცა: ტვი­ნი და ქცე­ვა; ემო­ცი­ე­ბი და სტრე­სის ეფექ­ტე­ბი; ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბის უნა­რე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ე­ბი; სტრეს­თან და კონ­ფ­ლიქ­ტებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა; ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი და სიმ­პ­ტო­მე­ბი და მიიღებენ ინ­ფორ­მა­ციას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ და სად არის სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა. გაკ­ვე­თი­ლის სტრუქ­ტუ­რა სამ ნა­წი­ლად იყო­ფა: შე­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და შე­ჯა­მე­ბა.

ჩე­მი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით, პირ­ველ რიგ­ში, მის­მა აქ­ტუ­ა­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კრი­ზი­სი უკ­ვე შე­სამ­ჩ­ნევ პრობ­ლე­მად იქ­ცა. მუდ­მი­ვი სტრე­სი, გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი მოს­წავ­ლე­თა ემო­ცი­ურ გან­წყო­ბაზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. კვლე­ვე­ბი მოწ­მო­ბს, რომ ყო­ვე­ლი ხუ­თი ახალ­გაზ­რ­დი­დან ერთს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს, ამას­თან, ზრდას­რულ ასაკ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბი­სას ან მო­ზარ­დო­ბამ­დე იწყე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­თა მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, დაც­ლი­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის­გან. პრო­ექ­ტი „გა­ვი­ღი­მოთ“ შექ­მ­ნის მოს­წავ­ლის მხარ­და­ჭე­რი­სა და პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რის სივ­რ­ცეს.“

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები