27 ივლისი, შაბათი, 2024

ახალი პროექტის „ჯარის ბანაკის“ გახსნის ცერემონია გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში

spot_img

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, გამართული ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საუბრისას, მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით, „ჯარის ბანაკის“ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა და სხვა.

მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ ადამიანებს თავდაუზოგავი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა, ბავშვებთან ერთად, მათთვის განკუთვნილი საველე კლასების სივრცეები და სავარჯიშოებისთვის საჭირო აღჭურვილობაც დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ „ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელსაც წელს პირველად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია უმასპინძლებს.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 800 მოსწავლე, რომელმაც წელს სკოლაში საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე“ გაიარა.

პროექტი, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებითი პროგრამას შესთავაზებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

წელს „ჯარის ბანაკი“ მოსწავლეების რვა ნაკადს უმასპინძლებს. ბავშვები, სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის, ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები