5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ახალი კანონი და სისტემის მთავარი ფიგურა

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ დარ­გა­დაა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­მა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის წარ­მა­ტე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა ამ სფე­რო­ში ისევ არ გვაქვს. სწო­რედ ეს გახ­და გა­სულ წელს ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნ­და ჩვენს გა­ზეთ­ში.

ამ­ჯე­რად, სის­ტე­მის მთა­ვა­რი ფი­გუ­რის, პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის რო­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე.

ახა­ლი კა­ნო­ნით რა შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რი­თია ეს ცვლი­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და უკე­თე­სი?

— კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ 2018 წელს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და ის, თა­ვის მხრივ, ბევ­რი სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და სის­ტე­მა­ში. გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ი­სა, კა­ნო­ნი ასე­ვე მიზ­ნად ისა­ხავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბას გან­ვი­თა­რე­ბის გზით. ახალ­მა კა­ნონ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რო­გორც ცალ­კე დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კა­ნონს.

კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ­გ­ვა­რად გან­მარ­ტავს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას:

„პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი არის პი­რი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცესს წარ­მარ­თავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა, მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა ხდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის წე­სი და პი­რო­ბე­ბი გან­საზღ­ვ­რავს:

ა) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის წეს­სა და პი­რო­ბებს;

ბ) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ებს;

გ) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და წესს;

დ) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კითხებს.“

მოჰ­ყ­ვა თუ არა რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა ახალ კა­ნონს, რა გან­ხორ­ცი­ელ­და, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით?

— 2019 წელს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კარ­გი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით და მსოფ­ლიო ბან­კის მი­ერ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი „მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მზად­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი, ეთი­კის კო­დექ­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი და გვი­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თან­ხ­მ­დე­ბა იმ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­შე, რა­თა შე­მუ­შა­ვდეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნებ­ლ­თან, მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს. პრო­ფე­სი­ული მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბის ახა­ლი წე­სიც მუ­შავ­დე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

— პე­და­გო­გე­ბის რო­გო­რი კონ­ტინ­გენ­ტი გვყავს, დღე­ი­სათ­ვის, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში — აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს?

— თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბია თა­ვად დი­ნა­მი­უ­რი და სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბიც ერ­თ­გ­ვა­რად სუმ­ბუ­რუ­ლი და არც თუ ისე მკა­ფი­ოდ გა­სა­გე­ბი ცნე­ბაა. მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი ან ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ გა­ა­კე­თოს თვით­შე­ფა­სე­ბა და და­გეგ­მოს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გვყავს რო­გორც 21, ასე­ვე 70 წელს ზე­მოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა მხო­ლოდ ასაკ­ზე არა­ნა­ი­რად არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასა­კის აღ­ნიშ­ვ­ნა იმის გა­მოა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ პრო­ფე­სი­ა­ში ახა­ლი კად­რე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გვაქვს მწვა­ვედ.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში კი­დევ ერ­თი დი­დი სი­ახ­ლე გვაქვს — ეს არის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი აიღოს და სწავ­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რ­ძე­ლოს. ამ სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნას­თან ერ­თად, აუცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ახა­ლი ტი­პის შე­მოს­ვ­ლა — პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს ას­წავ­ლის.

პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, გაჩ­ნ­და ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ახა­ლი კა­ტე­გო­რია — კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი. კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტორს ცალ­სა­ხად ვერ და­ვარ­ქ­მევთ მას­წავ­ლე­ბელს, რად­გან ის არ არის სას­წავ­ლე­ბელ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თან მუ­შა­ობს კომ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში.

პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი პრო­ფე­სიაა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხომ არ არის სა­ჭი­რო მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით. ვინ უზ­რუნ­ველ­ყოფს ფი­ნან­სუ­რად და რა სის­ტე­მა გვაქვს მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის.

— პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 2011 წლი­დან იგეგ­მე­ბა სის­ტე­მუ­რად. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ორ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით იგეგ­მე­ბა: ერ­თი მხა­რე არის მას­წავ­ლე­ბელ­თა აკა­დე­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ხო­ლო მე­ო­რე — სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, 2016 წელს, ჩა­ტარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა აკა­დე­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა, მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. ამ კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მუ­შავ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი კურ­სი.

მას შემ­დეგ, რაც სის­ტე­მა­ში მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბა შე­მო­ვი­და, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მებ­ზე და კომ­პა­ნი­ის ინ­ს­ტ­რუქ­ტორ­თან თა­ნამ­შ­რო­მლო­ბა­ზე.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კი­დევ ერ­თი ფორ­მაა სა­წარ­მო­ში ტრე­ნინ­გე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეს ფორ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მას­წავ­ლებ­ლებ­ში და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტულ პრო­ფე­სი­ებ­ში.

რო­გო­რია პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ცვლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი?

— 2019 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა „პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­მუ­შა­ო­ზე აყ­ვა­ნის არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დად­გე­ნა“, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა არ­სე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რიგ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ვა­კან­სია ჩნდე­ბა, ზო­გან ეს მაჩ­ვე­ნებ­ელი უფ­რო მა­ღა­ლი ან უფ­რო და­ბა­ლია. მას­წავ­ლე­ბელ­თა ვა­კან­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ სად მდე­ბა­რო­ებს ესა თუ ის სას­წავ­ლე­ბე­ლი. რე­გი­ო­ნებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ცვლა შე­და­რე­ბით უფ­რო სტა­ტი­კუ­რია, ხო­ლო თბი­ლის­ში — უფ­რო დი­ნა­მი­უ­რი. ზო­გა­დად მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. და­არ­ს­და ახა­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ფი­ლი­ა­ლე­ბი, ასე­ვე, მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მამ გა­მო­იწ­ვია ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში, რა­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ბო­ლო ხუ­თი წლის მან­ძილ­ზე, გა­ა­ორ­მა­გა. ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, შემ­დე­გი მიგ­ნე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა:

⇒ კო­ლე­ჯებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 8-დან 112-მდე მერ­ყე­ობს, რა­ო­დე­ნო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­წავ­ლებ­ლის სი­დი­დე­სა და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პროგ­რა­მებ­ზე;

⇒ სა­შუ­ა­ლოდ ერთ სას­წავ­ლე­ბელს უჩ­ნ­დე­ბა, წლი­უ­რად, ათი ვა­კან­სია;

⇒ რე­გი­ო­ნის და მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სას­წავ­ლებ­ლებს უჭირთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა;

⇒ ისეთ პრო­ფი­ლურ კო­ლე­ჯებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­მუ­სი­კო, ტე­ლე­ხე­ლოვ­ნე­ბის, სას­პორ­ტო, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვთ მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ძი­ე­ბის სა­კუ­თა­რი მე­თო­დე­ბი;

⇒ უმე­ტე­სო­ბა ამ­ბობს, მას­წავ­ლე­ბელ­თა და­ქი­რა­ვე­ბა რომ იყოს გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, სა­ჭი­როა ერ­თი­ა­ნი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი;

⇒ სას­წავ­ლებ­ლე­ბი ვა­კან­სი­ას გა­ნა­თავ­სე­ბენ სას­წავ­ლებ­ლის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და/ან დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ ნაც­ნო­ბებ­სა და კო­ლე­გებს.

ანა ფირცხალაიშვილი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები