27 ივლისი, შაბათი, 2024

ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში – ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გაიხსნა

spot_img

ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გაiხსნა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი,  მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით  სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება, მეცნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართული პროექტების განხორციელება ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში ობსერვატორია მხარს დაუჭერს უნივერსიტეტში დარგობრივი სადოქტორო პროგრამ(ებ)ის განხორციელებას; გარდა ამისა, ობსერვატორიაში დასაქმებულ მეცნიერებს საშუალება ექნებათ უხელმძღვანელონ უნივერსიტეტის სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ობსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო.

მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ასევე, ძალიან მახარებს, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო თანხები მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ეს არის ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში, რომელიც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს მისცემს დასაბამს.“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინიციატივით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფულადი ჯილდოები დაწესდება – ჯუმბერ ლომინაძის ჯილდო ასტროფიზიკაში, მიხეილ ვაშაკიძის ჯილდო – ასტრონომიაში, ევგენი ხარაძის ჯილდო კი – ასტროფიზიკასა და ასტრონომიაში.

აღსანიშნავია, რომ ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომია ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

თბილისის ოფისის შენობაში მოეწყო სამუშაო ოთახები ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, საკონფერენციო დარბაზი და სამეცნიერო საბჭოს სამუშაო კაბინეტი. ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა, 750 ათას ლარამდე ღირებულებისაა. ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 40 000 ლარი გამოყო. უახლოეს მომავალში ობსერვატორიის თბილისის ოფისში ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება, სადაც მეცნიერის მემორიალური ნივთები განთავსდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები