26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ მო­რიგ შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­კურსს სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს

spot_img

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ მო­რიგ შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­კურსს სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს. პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ესე­ე­ბის კონ­კურ­სის თე­მა გან­საზღ­ვ­რუ­ლია – „ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღი­ა­რე­ბის პრობ­ლე­მა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში“.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

🟥 უმ­ჯო­ბე­სია, სკო­ლის ბა­ზა­ზე (ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რის მი­ერ) შე­ირ­ჩეს მოს­წავ­ლის/მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ესე (ერ­თი ავ­ტო­რი — ერ­თი ესე, ქარ­თუ­ლი უნი­კო­დით, ზო­მა 11) და ნო­ვე­ლის ავ­ტო­რის ფო­ტო­სუ­რათ­თან ერ­თად გა­მო­იგ­ზავ­ნოს მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ნო­ემ­ბ­რამ­დე, მი­სა­მარ­თ­ზე: konkursiganatleba@gmail.com

შე­ნიშ­ვ­ნა: სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლის გა­მოგ­ზავ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­თედ­რი­სა და სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შეც.

📝 გა­მომ­გ­ზავნს, 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეც­ნო­ბე­ბა სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, პა­სუ­ხით  „მიღე­ბუ­ლია“. ასე­თი პა­სუ­ხის მი­უ­ღებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­კურ­სან­ტი მა­სა­ლას გან­მე­ო­რე­ბით აგ­ზავ­ნის;

📝 სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლის შემ­ც­ვე­ლი ფა­ი­ლის სა­ხელ­წო­დე­ბად ავ­ტო­რის სა­ხე­ლი და გვა­რი უნ­და და­ფიქ­სირ­დეს;

📝 ესეს და­სას­რულს მი­თი­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს ავ­ტო­რის სა­ხე­ლი, გვა­რი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია (ტე­ლე­ფო­ნი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტა), სკო­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­კონ­ტაქ­ტო პი­რი, შემ­დე­გი მო­ნა­ცე­მე­ბით: სა­ხე­ლი, გვა­რი, ტე­ლე­ფო­ნი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტა, სტა­ტუ­სი (მას­წავ­ლე­ბე­ლი, მშო­ბე­ლი, მე­ურ­ვე).

🟥 სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბა: სკო­ლა უნ­და იყოს „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ ხელ­მომ­წე­რი.

ესეს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

📝 სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რა (შე­სა­ვა­ლი თე­ზი­სით, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბით და დას­კ­ვ­ნა);

📝 თე­მის ზუს­ტად გად­მო­ცე­მა;

📝 ესეს­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მდი­და­რი ლექ­სი­კა;

📝 ესეს­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სტი­ლი, ტო­ნა­ლო­ბა.

🔘 ჟი­უ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის გა­მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 15 ნო­ემ­ბერს (ფი­ნა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბამ­დე ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა ცნო­ბი­ლი არ იქ­ნე­ბა).

ათე­უ­ლი­დან გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­მი საპ­რი­ზო ად­გი­ლი: ჟი­უ­რის სიმ­პა­ტია, ვებ­გ­ვერ­დის რჩე­უ­ლი მო­წო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ რჩე­უ­ლი.

🟥  კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას 14 დე­კემ­ბერს გა­მო­ვაცხა­დებთ.

🔘 გარ­და ამ ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი­სა, შე­საძ­ლოა, და­წეს­დეს სხვა­დას­ხ­ვა სიმ­პა­ტი­ის პრი­ზი (ჟი­უ­რი­სა და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე).

🔘 ფი­ნა­ლის­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ ციფ­რულ სერ­ტი­ფი­კატს და მა­თი ნაშ­რო­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა გა­ზეთ­ში.

პრი­ზე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­მა­ტე­ბით მო­გა­წო­დებთ.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები