25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

„ახალი განათლება“, მოსწავლეთა მხარდასაჭერად, აცხადებს კონკურსს ილუსტრირებული ტექსტის შექმნაზე

spot_img
„ახალი განათლება“ ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებისთვის აცხადებს კონკურსს „შექმენი ილუსტრირებული ტექსტი“.

 

პროექტის ამოცანაა სკოლების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა არაფორმალური განათლების კუთხით.

☑️კონკურსის იდეური მხარდამჭერი: ეროვნული სასწავლო გეგმისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი

☑️ კონკურსის ფინანსური მხარდამჭერი: მარინე ჯღარკავა, სსიპ ხობის №1 სკოლისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

განხორციელების დრო: 2024 წლის მარტი-აპრილი

პროექტის მიზანი: მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება

🔎კონკურსს ეყოლება 5 პრიზიორი. პრიზი განისაზღვრება 50-50 ლარის ოდენობით. 

🔎 შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო და აიტვირთება ვებგვერდზე. გამარჯვებული ხუთეული გამოვლინდება ვებგვერდზე www.akhaliganatleba.ge მოწონების მიხედვით. პრიზიორების ნამუშევრები დაიბეჭდება გაზეთ „ახალ განათლებაში“. 

წარმოდგენილი საკონკურსო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს:

🔎 საყრდენი ტექსტი: სულხან-საბა ორბელიანის ერთი იგავ-არაკი

ჟანრი: ილუსტრირებული ტექსტი (ხელნაწერ ტექსტს ერთვის ნახატი)

ნაშრომის მოცულობა: 1 გვერდი

ნაშრომი არ ექვემდებარება ჟიურის შეფასებას. მაისის ბოლოს, ვებგვერდზე მოწონების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება გამარჯვებულებ.

აუცილებელი პირობა: ნაშრომს უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია (ეს უკანასკნელი არ აისახება ვებგვერდზე).

მონაწილეობის მსურველი მოსწავლე, 30 აპრილის ჩათვლით, საკონკურსო მასალას და ფოტოს აგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე: konkursiganatleba@gmail.com

მასალის მიღება დადასტურდება 72 საათის განმავლობაში, სიტყვით – მიღებულია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები