„ახალი განათლება“ მორიგ შემოქმედებით კონკურსს სთავაზობს მოსწავლეებს. პირადი მოსაზრების გამომხატველი ესეების კონკურსის თემა განსაზღვრულია – „ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში“.
მონაწილეობის მსურველებმა გაითვალისწინეთ:
🟥 უმჯობესია, სკოლის ბაზაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ) შეირჩეს მოსწავლის/მოსწავლეების მიერ შექმნილი ესე (ერთი ავტორი – ერთი ესე, ქართული უნიკოდით, ზომა 11) და ესეს ავტორის ფოტოსურათთან ერთად გამოიგზავნოს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, მისამართზე: konkursiganatleba@gmail.com
შენიშვნა: საკონკურსო მასალის გამოგზავნა შესაძლებელია კათედრისა და სკოლის ჩართულობის გარეშეც.
📝 გამომგზავნს, 72 საათის განმავლობაში, ეცნობება საკონკურსო მასალის მიღების შესახებ, პასუხით „მიღებულია“. ასეთი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონკურსანტი მასალას განმეორებით აგზავნის;
📝 საკონკურსო მასალის შემცველი ფაილის სახელწოდებად ავტორის სახელი და გვარი უნდა დაფიქსირდეს;
📝 ესეს დასასრულს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა), სკოლის დასახელება, დამატებითი საკონტაქტო პირი, შემდეგი მონაცემებით: სახელი, გვარი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, სტატუსი (მასწავლებელი, მშობელი, მეურვე).
🟥 სპეციალური პირობა: სკოლა უნდა იყოს „ახალი განათლების“ ხელმომწერი.
ესეს შეფასების კრიტერიუმები:
📝 სამნაწილიანი სტრუქტურა (შესავალი თეზისით, ძირითადი ნაწილი არგუმენტებით და დასკვნა);
📝 თემის ზუსტად გადმოცემა;
📝 ესესთვის დამახასიათებელი ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება, მდიდარი ლექსიკა;
📝 ესესთვის შესაფერისი სტილი, ტონალობა.
🔘 ჟიურის გადაწყვეტილება საუკეთესო ათეულის გამოვლენის შესახებ ცნობილი გახდება 4 ნოემბერს (ფინალური ნაწარმოებების დასახელებამდე ჟიურის შემადგენლობა ცნობილი არ იქნება).
ათეულიდან გამოვლინდება სამი საპრიზო ადგილი: ჟიურის სიმპათია, ვებგვერდის რჩეული მოწონების რაოდენობის მიხედვით და „ახალი განათლების“ რჩეული.
🟥 კონკურსის გამარჯვებულების ვინაობას 14 დეკემბერს გამოვაცხადებთ.
🔘 გარდა ამ ნომინაციებისა, შესაძლოა, დაწესდეს სხვადასხვა სიმპატიის პრიზი (ჟიურისა და კონკურსის ორგანიზატორების აზრის გათვალისწინების გარეშე).
🔘 ფინალისტი მოსწავლეები მიიღებენ „ახალი განათლების“ ციფრულ სერტიფიკატს და მათი ნაშრომები გამოქვეყნდება გაზეთში.
წელს კონკურსის საპრიზო ფონდი გაიზარდა
ჟიურის სიმპათია მიიღებს 300 ლარს;
ვებგვერდის რჩეული - 200 ლარს;
„ახალი განათლების“ რჩეული - 150 ლარს.
საპრიზო ფონდს უზრუნველყოფს კონკურსის მხარდამჭერი, თბილისის №53 და №54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კახაბერ გაბუჩია.
ტრადიციულად, კონკურსს სპეციალური პრიზების მფლობელებიც ეყოლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 88 00 73