30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

„ახალი განათლება“ მასწავლებელთა მხარდასაჭერად

spot_img

„ახალი განათლება“ მასწავლებლების მხარდასაჭერად ქმნის, Teams-ის პლატფორმაზე, დახურულ ჯგუფს – „ახალი განათლება“ მასწავლებლებისთვის“, რომელიც იმუშავებს პედაგოგთა საჭიროებების მიხედვით. ჯგუფის წევრი იქნება ყველა ის პირი, რომელიც მოიწონებს ჩვენს ფეისბუქგვერდს – ახალი განათლება Akhali Ganatleba და ჯგუფის წევრობისთვის გამოაგზავნის თავისი თიმსის ანგარიშის (ე.წ. ექაუნთის) მისამართს,  რომელიც სრულდება @teachers.gov.ge-ზე ან სტუმრის სტატუსით შემოუერთდება ნებისმიერი ელექტრონული ფოსტის მისამართით.

„ახალი განათლება“ სოციალურ ქსელში რეგულარულად დასვამს შეკითხვას მასწავლებელთა საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის და შემდეგ ამის მიხედვით დაიგეგმება ონლაინ შეხვედრები განათლების სპეციალისტებთან. სასწავლო წლის განმავლობაში, მინიმუმ, 12 ვებინარი ჩატარდება საგნობრივი და მეთოდიკური მიმართულებებით.

ფეისბუქგვერდის „ახალი განათლება Akhali Ganatleba“ „მოწონება“ ემსახურება მიზანს: მასწავლებლებმა დროულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები