„ახალი განათლება“ იწყებს დირექტორებისა და დირექტორობის მსურველთა მხარდამჭერ ტრენინგ-კურსს, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ (ბრძანება №109/ნ, 2022 წლის 26 სექტემბერი).
🟧 ტრენინგ-კურსი სრულ შესაბამისობაშია დირექტორის ახალ სტანდარტთან და არ ემსახურება მხოლოდ დირექტორთა გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, არამედ მოქმედ დირექტორებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაშიც შეუწყობს ხელს.
🟧 შემოთავაზებული ტრენინგ-კურსი დაგეხმარებათ, გახდეთ ისეთი საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც აღჭურვილი იქნება დირექტორისთვის აუცილებელი ცოდნით, უნარებით, პროფესიული ღირებულებებით.
🟧 ტრენინგ-კურსი მოემსახურება საჯარო სკოლის დირექტორისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარებას. უფრო კონკრეტულად კი, მსმენელები გაეცნობიან დირექტორის სტანდარტის:
✔️ რეგულირების სფეროსა და მიზანს;
✔️ ძირითად პრინციპებს;
✔️ დირექტორის როლსა და ფუნქციას;
✔️ ლიდერობის ხუთ კომპონენტს;
✔️ დირექტორის საქმიანობის მიმართულებებს (სკოლის ფილოსოფია, სკოლის სასწავლო გეგმა – კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, მოსწავლეთა მხარდაჭერა).
📌ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება, მინიმუმ, 50 საათით.
📌 კურსს გაუძღვებიან ცნობილი ტრენერები და განათლების სპეციალისტები: ნინო ჩიხლაძე, კახაბერ ფარცვანია, როლანდ ხოჯანაშვილი.
📌 ტრენინგ-კურსი წარიმართება თიმსის პლატფორმით.
მსურველებს შევთავაზებთ დროის მოქნილ გრაფიკს (სკოლებში სასწავლო-საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ).
📌 სრული კურსის ღირებულება, 1 მონაწილეზე, შეადგენს 300 ლარს.
გადახდა შესაძლებელი იქნება ორ ნაწილად – კურსის დაწყებამდე და დასრულებამდე 2 კვირით ადრე.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: axaliganatleba@gmail.com ან ტელეფონზე: 593 36 42 40
⇑⇓ ტრენინგ-კურსის მსვლელობისას აპლიკანტები ყველა საკითხზე, თეორიული ნაწილის პარალელურად, მიიღებენ პრაქტიკულ მხარდაჭერას, ხოლო კურსის დასრულებისას – ხუთ სრულ საგამოცდო ვარიანტს.
საგამოცდო ვარიანტები მომზადებული იქნება ზუსტად იმ საგამოცდო ტესტების აკადემიური და ფსიქომეტრიული პარამეტრებით, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გთავაზობთ, მაგრამ ეს ტესტები არ იქნება საგამოცდო ვარიანტების ზუსტი ვერსიები!
დამატებით, ჩვენს მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა – დირექტორის ახალი სტანდარტის მიხედვით სხვადასხვა საკითხზე პუბლიკაციის მომზადება და გამოქვეყნება (მხარდამჭერი: როლანდ ხოჯანაშვილი).
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა