22 აპრილი, ორშაბათი, 2024

ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება

spot_img

ახალგაზრდების ჩართულობისა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, შეხვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მედია წიგნიერება, გენდერული თანასწორობა და სხვა.

დისკუსიას უძღვებოდნენ იუნისეფის თანამშრომლები, რომლებმაც წაახალისეს სტუდენტების აქტიური მონაწილეობა. დიალოგი ორიენტირებული იყო ახალგაზრდებისთვის საკვანძო თემებზე – ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და ახალგაზრდობის როლი საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.

სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ პროექტში „ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება“. პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდები მზად არიან აქტიური წვლილი შეიტანონ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში, რაც ნამდვილად სასიხარულოა.

მე ვარ ლევან კაკულია, კახათის 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. მედია წიგნიერება ჩემთვის არის ინფორმაციის გაფილტვრის ყველაზე კარგი გზა, რაც საშუალებას მაძლევს, ვიყო დაცული დეზინფორმაციისგან და არც თავად გავავრცელო მცდარი ინფორმაცია.

ვაპირებ, რომ შევქმნა პატარა ჯგუფი და მათთან ერთად გავაკეთო საინფორმაციო ვებგვერდი, საიდანაც მივაწვდი ხალხს იმ ცოდნას, რაც მე ვისწავლე მედია წიგნიერების სემინარზე. აქ იქნება რჩევები, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაცია, როგორ ამოვიცნოთ პირველწყარო და როგორ გადაამოწმონ ინფორმაციის სინამდვილე, სანამ გადააზიარებენ ამ ინფორმაციას.“- ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

პროექტი “ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ხორციელდება ასოციაცია ათინათის მიერ, „პარტნიორობა მეტი გამძლეობისა და მედეგობისთვის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები