26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ახალგაზრდობის სააგენტოს კურატორობას მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გაუწევს

spot_img

2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა. გიორგი ამილახვარმა სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს სამინისტროში კურატორობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი გაუწევს.

მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და მის განხორციელებაში სააგენტოს როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით კონკრეტულ ხედვებზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები