3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ახალგაზრდობის აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ გურამ ფედოროვი

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

ესე ეყრდნობა პირად გამოცდილებას

თაობების მიერ ერთმანეთის აღიარება ყოველთვის პრობლემა იყო. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ ჩანს უფროსი თაობის პოზიციიდან. ახალგაზრდობის აღიარების პრობლემა საზოგადოებაში იმდენად თვალსაჩინოა, რომ ახალგაზრდები მარტივად უთმობენ ასპარეზს ფარულ თუ ღია აგრესიას.

ალბათ უფროსებისგან ყველას აქვს მოსმენილი ფრაზა „ჩემს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს აზრი, რომ უფროსებს არ მოსწონთ რაღაც ახალ თაობაში. ძირითადად, ეს „დაწუნება“ თემებსა და საკითხებზე მსჯელობისას წარმოჩინდება, ზოგჯერ კი ისეთი სუსტია კომუნიკაცია თაობებს შორის, რომ იფიქრებ, რეალურ სამყაროში ერთად არ ცხოვრობდნენ ახალგაზრდები და უფროსები. როცა ახალგაზრდებს არ აქვთ მოსაწონი საქციელი, ამ შემთხვევაში, აღზრდის გარდა, რა შეიძლება იყოს მიზეზი? ვიხსენებ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს: „ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს – უგემური მიშტერება, კარგ ჩაის – ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს – ცუდი მკითხველი.“

დიახ, მშობლები და უფროსი თაობები უშვებენ აღზრდისას შეცდომებს. მათ არ აქვთ შეცნობილი კარგად დღევანდელი ცხოვრება და იმის მაგიერ, რომ შეისწავლონ, გაეცნონ უკეთესად რეალობას, ისინი ბავშვებს ზრდიან მოძველებული მეთოდებით, რითაც უმახინჯებენ მოზარდებს ცხოვრებას, ან სულაც თავიანთ ნებაზე უშვებენ. მოზარდი არ ქმნის თავის ბავშვობას. მას ბავშვობას უქმნის გარემო, მშობელი და ყოველდღიურობა. ამიტომ ამბობენ, რომ სწავლა არასდროსაა გვიანი. იქნებ უფროსმა თაობამ ისწავლოს ის, რომ დამნაშავე ვერ იქნება ახალი თაობა „დამოუკიდებლად“, ნეგატივების თესვას პოზიტივი არ მოჰყვება.

ახალგაზრდების კრიტიკისა და დაწუნების ნაცვლად, მშობელმა და, ზოგადად, უფროსი თაობის ადამიანებმა უნდა იფიქრონ იმაზე, როდის და სად დაუშვეს შეცდომები შვილების წინაშე.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები