19 მაისი, კვირა, 2024

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონკურსს აცხადებს.

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
♦ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);
♦ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – STEM მიმართულებით:
05 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
06 – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
07 – ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
08 – სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.
♦ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3598…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები