27 ივლისი, შაბათი, 2024

აღნიშნეთ Π-ის დაბადების დღე

spot_img

ბავშვებო, ვაგრძელებთ საუბარს საინტერესო რიცხვებზე. გაგაცნობთ π (პი)-ს. ეს ჩემთვის ცნობილი ერთადერთი რიცხვია, რომელსაც ძეგლი დაუდგეს. მის მონუმენტს ნახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმის წინ.

ჯერ კარგად გავარკვიოთ, რა არის π? მათემატიკური კონსტანტა, რომელიც გამოსახავს წრეწირის თანაფარდობას საკუთარ დიამეტრთან და ის არის ირაციონალური რიცხვი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და მის ათწილადურ წარმოდგენაში რიცხვები არასდროს მეორდება. ფიზიკოსმა ფაბრის ბელარდმა კონსტანტის ზუსტი მაჩვენებელი დაითვალა და 2,7 ტრილიონი ნიშნით მძიმის შემდეგ, თუმცა ეს მონაცემი გააუმჯობესეს ალექსანდრე იიმ და შიგერუ კონდომ _ მძიმის მერე 5 ტრილიონი ნიშნით. ინჟნრები და მათემატიკოსები იშვიათად იყენებენ π-ის, რომლის მძიმის მერე მაჩვენებელი ათას ნიშანს აჭარბებს.

Π-ის „დაბადების დღეა“ მარტის 14 (3.14). 2009 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით 14 მარტი ეროვნული დღესასწაულია. იდეა ეკუთვნის ლარი შაუს, რომლის ინიციატივითაც 1988 წელს სან-ფრანცისკოში აღინიშნა π-ის პირველი „დაბადების დღე“.

14 მარტი შორს არაა და იქნებ 3,14-ს თქვენც აღუნიშნოთ სკოლაში  დაბადების დღე. გაესაუბრეთ ამ საინტერესო რიცხვზე თქვენს მასწავლებლებს და დაგეგმეთ საინტერესო ღონისძიება პის შესახებ და ზოგადად, საინტერესო მათემატიკურ ამბებზე. 40-45 წუთიანი ღონისძიებისთვის საინტერესო მასალებს ინტერნეტიდან ამოკრებთ და წარუდგინეთ მსმენელებს.

ხათუნა სვანაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები