16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

აქტიურად განიხილება 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრის საკითხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით აქტიურად განიხილება 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრის საკითხი და გადაწყვეტილება მალე გამოაცხადებენ ამის თაობაზე.

მისივე თქმით, აქტიურად განიხილება ორი ვერსია: „ორი მიდგომაა – ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა – ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება