24 ნოემბერი, კვირა, 2024

აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად

spot_img

„ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მე­თო­დუ­რი სტა­ტი­ე­ბი დახ­მა­რე­ბა და გზის გაკ­ვალ­ვაა მათ­თ­ვის, ვინც მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. მეც მათ რიცხ­ვ­ში ვარ. ვეც­ნო­ბი პე­და­გოგ­თა წარ­მა­ტე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას, ასე­ვე, სა­ინ­ფორ­მა­ციო წე­რი­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ ერ­თ­გ­ვა­რი მე­თო­დუ­რი ორი­ენ­ტი­რია სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის მსურ­ველ­თათ­ვის. მრა­ვალ­თა­გან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და გავ­ბე­დე, სტა­ტია მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა.

ამ­გ­ვარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას წინ უძღო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტ­ში „უნი­ვერ­სი­ტე­ტი — სკო­ლას“, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ახორ­ცი­ე­ლებ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლემ, ორი მოხ­სე­ნე­ბა წარ­ვად­გი­ნე ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ბი­ო­ლო­გია-ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვერ­თე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კვლე­ვა­ში, სა­ი­და­ნაც მი­ვი­ღე რე­კო­მენ­და­ცია: თქვენ წარ­მა­ტე­ბა გე­ლით დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ამ გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნა სხვა არ­ჩე­ვა­ნი და, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩვილ­ბავ­შ­ვი­ა­ნო­ბის გა­მო (ორი შვი­ლი მყავს) აკა­დე­მი­უ­რი შვე­ბუ­ლე­ბა დამჭირ­და. შვე­ბუ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მი­მარ­თ­ლა და მოვ­ხ­ვ­დი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. გაც­დე­ნი­ლი დრო უქ­მად არ და­მი­კარ­გავს, ვკითხუ­ლობ­დი. პრო­ფე­სო­რე­ბი — მა­დო­ნა მი­ქე­ლა­ძე, ნა­ნა მა­კა­რა­ძე, ლე­ლა თავ­დ­გი­რი­ძე, ნი­ნო ცი­ნა­რი­ძე, ნა­ტო შე­რო­ზია, და­რე­ჯან გე­ლა­ძე, ნა­ნა მა­მუ­ლა­ძე, მა­რი­ე­ტა გურ­გე­ნი­ძე, თა­თია ნა­კა­ში­ძე, ქე­თე­ვან შო­თა­ძე, ქე­თე­ვან ბე­რი­ძე, ნა­ნა გვა­რიშ­ვი­ლი და სხვე­ბი — თე­ო­რი­ულ ცოდ­ნა­სა და უნა­რებ­თან ერ­თად, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს გვას­წავ­ლი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავ დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ ლე­ლა თურ­მა­ნი­ძის თა­ნად­გო­მას. დე­კა­ნა­ტი, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროსაც კი, ყვე­ლა პი­რო­ბას გვიქ­მ­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბის­თ­ვის.

პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თან, ნო­ნა ბოლ­ქ­ვა­ძეს­თან, გა­ვი­ა­რე, მეხ­მა­რე­ბო­და მე-20 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ანა და­ვი­თა­ძე.

ასე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მო­ვე­დი ამ პრობ­ლე­მას­თან, რო­მელ­საც ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა ჰქვია. ერ­თ­მა­ნეთს და­ვუ­კავ­ში­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რჩე­ვე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე ნი­მუ­ში შე­ვი­მუ­შა­ვე, რო­მე­ლიც შევ­თა­ვა­ზე სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, სა­დაც კლას­ში 15 მოს­წავ­ლე იყო და ქა­ლა­ქის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, სა­დაც კლას­ში 25 მოს­წავ­ლე­ზე მე­ტი იყო. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხარ­და­ჭე­რა მი­ვი­ღე და გან­ვიზ­რა­ხე, თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ.

 

აქ­ტი­ვო­ბა: კითხ­ვე­ბის დას­მა ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­დეგ

IV კლა­სი

ა) ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩა­წე­რე

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა მოქ­მედ პირ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ჩა­წე­რე

…………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………..

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი რო­მე­ლი­მე ფრა­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად (რო­გორ გეს­მით, რას ხე­დავთ და ა.შ.)

…………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………..

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

ბ) ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

შე­კითხ­ვე­ბი გა­და­ა­წო­დე რო­მე­ლი­მე თა­ნაკ­ლა­სელს შე­ნი არ­ჩე­ვა­ნით, გა­ნუ­საზღ­ვ­რე დრო, პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რე უკუ­კავ­ში­რი და მო­პა­სუ­ხეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით წარ­მო­ად­გი­ნე.

V კლა­სი

ა) ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა ტექ­ს­ტის ძი­რი­თა­დი იდე­ის გა­მოვ­ლე­ნი­სათ­ვის და ჩა­წერე

…………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………..

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლენს იდე­ის გამ­ზი­ა­რე­ბელ ან მა­პი­რის­პი­რე­ბელ შე­ხე­დუ­ლე­ბას

…………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………..

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ხა­ტავს ვა­რა­უდს ძი­რი­თა­დი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

⇒ მო­ი­ფიქ­რე კითხ­ვა, რო­მე­ლიც ეხე­ბა იდე­ის გა­მო­ხატ­ვის­თ­ვის ავ­ტო­რის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბულ მხატ­ვ­რულ ხერხს

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

ბ) ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

შე­კითხ­ვე­ბი გა­და­ა­წო­დე თა­ნაკ­ლა­სელს შე­ნი არ­ჩე­ვა­ნით, გა­ნუ­საზღ­ვ­რე დრო, შემ­დეგ ჩა­წე­რე უკუ­კავ­ში­რი და მო­პა­სუ­ხეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით წარ­მო­ად­გი­ნე. მოს­წავ­ლის მი­ერ პა­სუ­ხე­ბის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის, მას­წავ­ლე­ბე­ლი აანა­ლი­ზებს კითხ­ვა-პა­სუხს. ანა­ლი­ზი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს:

ა) დას­მუ­ლი იყო ერ­თი კითხ­ვა და იყო მკა­ფიო, რა­მაც პა­სუ­ხის პოვ­ნა გა­ა­ად­ვი­ლა;

ბ) პა­სუ­ხის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო იყო საკ­მა­რი­სი, მო­პა­სუ­ხე გა­გე­ბით შეხ­ვ­და შემ­კითხ­ვე­ლის კო­მენ­ტარს;

გ) შემ­კითხ­ველ­მა და მო­პა­სუ­ხემ გა­მო­ავ­ლი­ნეს ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, უკუ­კავ­ში­რის უნა­რე­ბი. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ………………………………….. (აქ ჩა­ი­წე­რე­ბა რჩე­ვე­ბი სუს­ტი მხა­რის და­საძ­ლე­ვად, სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად).

ემო­ცი­ე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი სათ­ქ­მე­ლი

IV კლა­სი

ინ­ს­ტ­რუქ­ცია: და­აკ­ვირ­დი შე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლის მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­სის ემო­ცი­ურ გავ­ლე­ნას მსმე­ნელ­ზე და შე­ა­ფა­სე შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით (შე­გიძ­ლია შეც­ვა­ლო ან და­ა­მა­ტო):

⇒ წა­კითხ­ვი­სას სიტყ­ვე­ბი მკა­ფი­ოდ ის­მო­და/არ ის­მო­და;

⇒ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნა/ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ინ­ტო­ნა­ცია, ხმის ტემ­ბ­რი, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია;

⇒ ახ­სე­ნი წამ­კითხ­ვე­ლის მი­ერ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვამ/ვერ გა­მო­ხატ­ვამ რი­თი შე­უწყო/ვერ შე­უწყო ხე­ლი ლექ­სის ძი­რი­თა­დი სათ­ქ­მე­ლის გა­გე­ბას.

⇒ კითხ­ვის პრო­ცეს­ში შეძ­ლო/ვერ შეძ­ლო ავ­ტო­რის სათ­ქ­მე­ლი გად­მო­ე­ცა ემო­ცი­უ­რად, რა­მაც გა­მო­იწ­ვია/ვერ გა­მო­იწ­ვია მსმე­ნე­ლის და­ფიქ­რე­ბა ან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა ან აპ­ლო­დის­მენ­ტი და ა.შ.

⇒ მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, შე­ა­ფა­სე და­დე­ბი­თი მხა­რე და შემ­დეგ მი­ე­ცი რჩე­ვა მე­გო­ბარს: რა უყოს ემო­ცი­ებს, ემო­ცი­ე­ბის რო­გო­რი გა­მო­ხატ­ვაა უმ­ჯო­ბე­სი და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში — ინ­ტო­ნა­ცი­ით, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით, ხმის ტემ­ბ­რით და ა.შ.

სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვას­წო­როთ ერ­თ­მა­ნე­თის შეც­დო­მე­ბი

V კლა­სი

ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

ა) შე­ა­ფა­სეთ: რამ­დე­ნად შეძ­ლო თა­ნაკ­ლა­სელ­მა, მის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის, უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა.

გა­მო­ი­ყე­ნეთ მო­ცე­მუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ შეც­ვა­ლოთ ან და­ა­მა­ტოთ:

⇒ პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის შექ­მ­ნა/ვერ შექ­მ­ნა შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო;

⇒ რე­სურ­სე­ბი ხელს უწყობ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლის უკეთ გა­გე­ბას, ან პი­რი­ქით;

⇒ სა­უბ­რობ­და და­მა­ჯე­რებ­ლად, სა­კითხის ცოდ­ნით, ან პი­რი­ქით;

⇒ შეძ­ლო/ვერ შეძ­ლო მსმე­ნელ­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბა, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა;

⇒ შეძ­ლო/ვერ შეძ­ლო სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის წარ­მო­ჩე­ნა;

⇒ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხობ­და თა­ვა­ზი­ა­ნად, იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, რო­ცა შე­კითხ­ვა არ მოს­წონ­და ან პი­რი­ქით;

⇒ პრე­ზენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში თა­ვი ეჭი­რა/ვერ ეჭი­რა სე­რი­ო­ზუ­ლად, ქმნი­და/ვერ ქმნი­და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას;

⇒ აქვს ან არ აქვს უნა­რი, წარ­მო­ად­გი­ნოს სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მი სხვე­ბის წი­ნა­შე.

ბ) რჩე­ვე­ბი მე­გო­ბარს: რა იყო მი­სი ძლი­ე­რი მხა­რე/სუს­ტი მხა­რე? რა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს, რა გა­აძ­ლი­ე­როს?

რჩე­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი. რჩე­ვე­ბი შე­გიძ­ლია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბო   და­მო­უ­კი­დებ­ლად ან   მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით.

გ) რა გა­ი­ზი­ა­რა მე­გო­ბარ­მა: ჩა­წე­რე, რო­გორ მი­ი­ღო მე­გო­ბარ­მა შე­ნი შე­ფა­სე­ბა და რჩე­ვე­ბი.

ვის­თან ვი­მუ­შაო წყვილ­ში

III-IV კლა­სი

ინ­ს­ტ­რუქ­ცია:

⇒ და­ფა­ზე წე­რია და­ვა­ლე­ბის სა­მი ვა­რი­ან­ტი. ერთ წყვილს, ერთ-ერ­თის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, შე­ფა­სე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წყვი­ლის შექ­მ­ნა, წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი.

⇒ მეწყ­ვი­ლეს არ­ჩე­ვა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ფორ­მა და მე­თო­დი წე­რია და­ფა­ზე. დრო — 10 წუ­თი.

მას­წავ­ლე­ბე­ლი აკე­თებს გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას კო­მენ­ტა­რით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს შემ­დეგ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს: რა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და — რო­ცა მეწყ­ვი­ლე აირ­ჩე­ვა და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის გაც­ნო­ბამ­დე თუ შემ­დეგ; წყვილ­ში და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­და­ი­ნა­წი­ლეს თუ ერ­თად გა­ა­კე­თეს? თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ თუ წარ­მო­იშ­ვა კონ­ფ­ლიქ­ტი, ერ­თ­მა წარ­მო­ად­გი­ნა თუ ორი­ვემ? წყვი­ლებ­ში რა იყო ძლი­ე­რი მხა­რე/სუს­ტი მხა­რე და რა ვის­წავ­ლეთ ერ­თ­მა­ნე­თის­გან სუს­ტი მხა­რის და­საძ­ლე­ვად?

მსჯე­ლო­ბა: გან­მე­ო­რე­ბით რომ შე­ას­რუ­ლოთ და­ვა­ლე­ბა, რას შეც­ვ­ლი­დით?

III-IV კლა­სი

რო­გორ და­ვეხ­მა­როთ:

ა) ვი­საც არ უნ­და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვა;

ბ) ვი­საც არ შე­უძ­ლია და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

ინ­ს­ტ­რუქ­ცია: და­ფა­ზე და­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბა არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, მი­სი შეს­რუ­ლე­ბა მო­ეთხო­ვე­ბა ყვე­ლას, მაგ­რამ გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ: „მოს­წავ­ლემ არ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა ან მოს­წავ­ლემ ვერ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა“. ორი­ვე მხა­რის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტოთ ემ­პა­თია (თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა) და და­ვეხ­მა­როთ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

ვიმ­ს­ჯე­ლოთ: ჯერ მო­ვუს­მი­ნოთ, ვინც არ შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა — რა იყო მი­ზე­ზი (არ მო­ე­წო­ნა და­ვა­ლე­ბა, გან­წყო­ბა არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ დას­ვე­ნე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა). გთხოვთ, მივ­ცეთ რჩე­ვე­ბი, და­ვიწყოთ და­დე­ბი­თით: გვჯე­რა, რომ იცის სა­კითხი; გა­მო­ი­ჩი­ნოს სიმ­ტ­კი­ცე, დაძ­ლი­ოს „არ მინ­და“ და თა­ვი კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნოს; იქ­ნებ ურ­ჩევ­ნია, და­ვა­ლე­ბა მერ­ხ­თან კი არა, ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე ან და­ფა­ზე შე­ას­რუ­ლოს, სცა­დოს, ოღონდ სხვებს ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოს.

♦რჩე­ვე­ბი მათ­თ­ვის, ვინც ვერ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას: მო­ვის­მი­ნოთ რა­ში სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა — და­ვა­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის გა­გე­ბა­ში, ვერ გა­არ­ჩია და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა; არ იცის რა მე­თო­დით შე­ას­რუ­ლოს; აქვს ში­ში, რომ დრო არ ეყო­ფა, ჩქა­რობს და სწო­რად ვერ ას­რუ­ლებს; არ წა­უ­კითხავს ის ტექ­ს­ტი, რა­საც და­ვა­ლე­ბა ეყ­რ­დ­ნო­ბა; მიჩ­ვე­უ­ლია სხვის დახ­მა­რე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის ში­ში აქვს; არ აქვს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის იმე­დი.

გთხოვთ, მივ­ცეთ რჩე­ვე­ბი. რჩე­ვე­ბის მი­წო­დე­ბი­სას, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია მის­და­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და სურ­ვი­ლი, მი­აღ­წი­ოს უკე­თეს შე­დეგს.

თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბა გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლია. მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა ქუ­ლებ­ზე, არა­მედ წარ­მა­ტე­ბა­ზე. მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით სი­ხა­რუ­ლის გან­ც­და.

მა­რი­ამ მა­ხა­რაშ­ვი­ლი

ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის   სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლებ­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის IV კურ­სის სტუ­დენ­ტი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2018-2024;

2. გა­ზე­თი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 2020-2021;

3. პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი, მ. ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, 2019;

4. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი, სა­უბ­რე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი, 2020-2021;

5. ნ. ლა­ბარ­ტყა­ვა, „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი“, კრე­ბუ­ლი „მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი“, II, 2015.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები