27 ივლისი, შაბათი, 2024

აქტივობები ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის

spot_img

ნინო გიორგაძე
სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

 

ფონოლოგიური უნარ-ჩვევები კითხვის მთავარი საფუძველია. თუ ბავშვი ამოიცნობს ბგერებს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს ფლობს.

ადრეულ ასაკში ბავშვებს უჭირთ სიტყვების ერთმანეთისგან გამოცალკავება, სიტყვებში მარცვლებისა და ბგერების გამოყოფა. საჭირო და აუცილებელია მათ განუვითაროთ და ჩამოვუყალიბოთ წინადადებაში სიტყვების, სიტყვებში მარცვლებისა და მარცვლებში ბგერების გამოცალკავების უნარი, რადგან ფონოლოგიური უნარ-ჩვევის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კითხვის უნარის დაუფლებაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით კითხვის სირთულეების მქონე ბავშვების უმეტესობას ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაში აქვთ შეფერხება.

ფონოლოგიური უნარ-ჩვევების დაუფლება და ბგერების შესწავლა უნდა მოხდეს თანმიმდევრული აქტივობების განხორციელებით. სასურველია, რომ ჯერ ერთ ფონოლოგიურ უნარში გაიწაფონ ბავშვები, შემდეგ – მეორეში და ა.შ.

გთავაზობთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განმავითარებელ რამდენიმე აქტივობას.

აქტივობა 1. გამოაკელი პირველი მარცვალი და მიიღე სიტყვა.

მაგ.: საათი – ათი; დედალი – დალი;

აქტივობა 2. დაასახელე მოსმენილი სიტყვის პირველი ბგერა და მოიფიქრე სიტყვა, რომელიც დასახელებული ბგერით იწყება.

მაგ.: ქორი – ქარი, ქოთანი, ქვევრი, ქვეყანა და ა.შ.; დედა – დათვი, დაფა, დევი, დედოფალი და ა.შ.;

აქტივობა 3. შეცვალე პირველი ბგერა ისე, რომ მიიღო სიტყვა.

მაგ.: ქორი – ღორი; ნელი – ხელი;

აქტივობა 4. მოისმინე სიტყვა და დამარცვლე.

მაგ.: ჩიტი – ჩი-ტი; წიგნი – წიგ-ნი;

აქტივობა 5. მოისმინე სიტყვა და დაშალე ბგერებად.

მაგ.: კარადა – კ-ა-რ-ა-დ-ა; დაფა – დ-ა-ფ-ა;

აქტივობა 6. მოისმინე ბგერები და ამოიცანი სიტყვა.

მაგ.: ს-კ-ო-ლ-ა – სკოლა; ჩ-ა-ნ-თ-ა – ჩანთა;

აქტივობა 7. სიტყვას დაამატე მარცვალი და მიიღე ახალი სიტყვა.

მაგ.: ხე – სახე; მამა – მამალი;

აქტივობა 8. მოისმინე სიტყვები და დაასახელე სიტყვა, რომელიც განსხვავებულ ბგერაზე იწყება.

მაგ.: სკამი, მერხი, საათი; ფოთოლი, ექიმი, ფილმი;

აქტივობა 9. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად(3 მოსწავლე), მასწავლებელი კარნახობს მარცვალს, გამარჯვებულია (ქულას მიიღებს ) ის ჯგუფი, რომელიც უფრო მეტ სიტყვას შეადგენს დასახელებულ მარცვალზე.

აქტივობა 10. ვინ იქნება პირველი?

აქტივობა უნდა განხორციელდეს წყვილებში

მასწავლებელი ასახელებს ნებისმიერ სიტყვას, მოსწავლე შლის მას ბგერებად და ხმამაღლა ასახელებს სიტყვაში შემავალ ბგერებს. თუ მოსწავლე სიტყვას ბგერებად უშეცდომოდ დაშლის, ფინიშისკენ გადადგამს სამ ნაბიჯს. ამის შემდეგ, ანალოგიურად იქცევა მისი მეწყვილეც. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მივა ფინიშის ხაზთან.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები