2 აპრილი, კვირა, 2023

აქ­ტი­ვო­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის  №4

spot_img
ეკა ღვინიაშვილი
სსიპ  თბი­ლი­სის №82 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, „კატოს სკო­ლის“
დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

 

დი­დი ხნის შემ­დეგ, ვაგ­რ­ძე­ლებ სტა­ტი­ე­ბის ციკლს აქ­ტი­ვო­ბებ­ზე.

აქ­ტი­ვო­ბა 1. ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა

„ფი­სო“ – ედუ­არდ უგუ­ლა­ვა

ფი­სო

სა­ვარ­ძელ­ში ფი­სო

არ­ხე­ი­ნად ზი­სო,

რა­ხა­ნია თაგ­ვებს

არ აკა­რებს პირ­სო.

აკ­რუ­ტუნ­და ფი­სო:

თაგ­ვი არა, ისო…

ჰო­და, კან­ფე­ტე­ბით

პი­რი გა­მო­ივ­სო.

  1. წა­ი­კითხე ტექ­ს­ტი და შე­მო­ხა­ზე უცხო სიტყ­ვე­ბი.
  2. რო­გორ ხმას გა­მოს­ცემს ფი­სო/კა­ტა?
  3. რა საჭ­მე­ლი უყ­ვარს ფი­სოს (ტრა­დი­ცუ­ლად)?
  4. რა­ტომ და­ი­წუ­ნა თაგ­ვი?
  5. რო­მე­ლი ტკბი­ლე­უ­ლი მი­ირ­თ­ვა ფი­სომ?
  6. შექ­მე­ნი პა­ტა­რა სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­რა­თი და გა­ა­კე­თე პრე­ზენ­ტა­ცია.

მას­წავ­ლე­ბე­ლი წი­ნას­წარ უმ­ზა­დებს მოს­წავ­ლეს ბა­რათს.

ზო­გი მოს­წავ­ლე თა­ვად ხა­ტავს, ზო­გი აფე­რა­დებს, ზო­გი აწე­ბებს კა­ტის ფო­ტოს.

ახ­ლა გა­და­ვი­დეთ ში­ნა­არ­ს­ზე. ში­ნა­არ­სი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შენ რა იცი ფი­სოს/კა­ტის შე­სა­ხებ – რო­გო­რია გა­რეგ­ნუ­ლად? რა ჰქვია კა­ტის შვილს? რა საჭ­მე­ლი უყ­ვარს? გი­ნა­ხავს ნამ­დ­ვი­ლი კა­ტა? და ა.შ.

მე გაჩ­ვე­ნებთ რო­გო­რი ბა­რა­თი და­ამ­ზა­დეს ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა.

აქ­ტი­ვო­ბა 2. მე­ოთხე ზედ­მე­ტი

წა­ი­კითხე და შე­მო­ხა­ზე/გა­და­ხა­ზე ზედ­მე­ტი სიტყ­ვა

  1. ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, კო­და­ლა, იხ­ვი.
  2. ფან­ქა­რი, კა­რა­და, წიგ­ნი, კა­ლა­მი.
  3. მა­ი­სუ­რი, შარ­ვა­ლი, შორ­ტი, ქვე­და­ბო­ლო.
  4. ლო­მი, ძრო­ხა, ირე­მი, სპი­ლო.
  5. კომ­ში, ვაშ­ლი, ლეღ­ვი, პო­მი­დო­რი.
  6. ბურ­თი, წიგ­ნი, თო­ჯი­ნა, პი­რა­მი­და.
  7. სა­წო­ლი, კო­მო­დი, უთო, დი­ვა­ნი.
  8. სკა­მი, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ტე­ლე­ფო­ნი, მა­ცი­ვა­რი.
  9. ქვა­ბი, ჩან­გა­ლი, კოვ­ზი, სამ­ზა­რე­უ­ლო.
  10. ­ბოტა­სი, ბო­ტი, ჩექ­მა, მა­ი­სუ­რი.

აქ­ტი­ვო­ბა 3.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ, მათ შო­რის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი. ამის შემ­დეგ შე­ვეც­დე­ბი, აუცი­ლებ­ლად შე­მოგ­თა­ვა­ზოთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დღეს ავირ­ჩიე „ბრა­ზის მარ­თ­ვა“ – ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მე პი­რა­დად, რე­სურ­სო­თახ­ში მაქვს გა­მოკ­რუ­ლი და ხან­და­ხან ვიჭყი­ტე­ბი ხოლ­მე.

აუხ­სე­ნით მოს­წავ­ლე­ებს რა არის ბრა­ზი. აუცი­ლებ­ლად უთხა­რით, რომ ხან­და­ხან ბრა­ზი ყვე­ლას გვსტუმ­რობს და ეს ნორ­მა­ლუ­რია. მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ, რო­გორ გა­მო­ვი­დეთ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ცხრილ­ში ბრა­ზის მარ­თ­ვის რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი სტრა­ტე­გიაა, გა­ა­ცა­ნით მოს­წავ­ლე­ებს და და­ეხ­მა­რეთ, აარ­ჩი­ონ რო­მე­ლია მათ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი (შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თის ან რამ­დე­ნი­მეს არ­ჩე­ვა).

აქ­ტი­ვო­ბა 4. „იდე­ე­ბი პინ­ტე­რეს­ტი­დან“ – ხატ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბი

მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ხატ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი უნა­რე­ბი ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა. გვაქვს თუ არა ეს უნა­რე­ბი, სულ არ გვა­მარ­თ­ლებს და თუ არ გვაქვს, უნ­და გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ!

მე მგო­ნი ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი ყვე­ლას დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­საც და მოს­წავ­ლე­საც.

აქ­ტი­ვო­ბა 5. შექ­მე­ნი თა­ვად – „სენ­სო­რუ­ლი ბუშ­ტე­ბი“

ეს სა­ვარ­ჯი­შო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, დი­დი ხნის წინ მქონ­და, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ყო­ველ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

მე სახ­ლ­ში გა­ვა­კე­თე, ჩე­მი „ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით“, თუმ­ცა, შე­გიძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად შექ­მ­ნათ. დაგ­ჭირ­დე­ბათ: ბუშ­ტე­ბი (რა­ო­დე­ნო­ბა თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი), სი­მინ­დის, ლო­ბი­ოს, წი­წი­ბუ­რას, ბრინ­ჯის მარ­ც­ვ­ლე­ბი, ფქვი­ლი, შა­ქა­რი, მა­რი­ლი. და­ნარ­ჩენს ფო­ტო­დან მიხ­ვ­დე­ბით.

 

⇑⇓ თუ თვლით, რომ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან, რა­თა მათ­თან მუ­შა­ო­ბა უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, მომ­წე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ბლოგ­ზე და გა­მო­გიგ­ზავ­ნით ამო­სა­ბეჭდ ვერ­სი­ას!

 

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები