3 დეკემბერი, შაბათი, 2022

აქ­ტი­ვო­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის

spot_img

ვაგ­რ­ძე­ლებ თქვენ­თ­ვის ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. მაშ, ასე.

აქ­ტი­ვო­ბა 1. ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა

ჟუ­ჟუ და კო­კა

    ჟი­რა­ფი ჟუ­ჟუ ჟურ­ნა­ლის­ტია. მი­სი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი კო­ა­ლა კო­კა კი – ოპე­რა­ტო­რი.

    ჩა­მო­იც­ვამს ჟუ­ჟუ ყურ­სას­მე­ნებს, და­ი­მაგ­რებს მიკ­რო­ფონს, გა­და­ი­კი­დებს ჩან­თას და გარ­ბის. კო­ა­ლა კო­კა ცა­ლი ხე­ლით ჟი­რაფ ჟუ­ჟუს კი­სერ­ზე შე­მო­ეხ­ვე­ვა, მე­ო­რე­ში კა­მე­რას მო­ი­მარ­ჯ­ვებს და ასე ჩა­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი იღებს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს.

    დღეს მე­გობ­რებს ბევ­რი საქ­მე აქვთ: სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს უნ­და ჩა­მო­არ­თ­ვან ინ­ტერ­ვიუ, მთე­ლი ქა­ლა­ქი უნ­და შე­მო­ირ­ბი­ნონ. სა­ღა­მოს კი მომ­ღე­რალ კენ­გუ­რუ­სა და ბა­ლე­რი­ნა ყან­ჩას­თან ოპე­რა­ში შეხ­ვედ­რა აქვთ დათ­ქ­მუ­ლი. შო­რი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი კუ ორ­კესტრს დი­რი­ჟო­რობს და მშვე­ნი­ერ ჩა­ნა­წე­რებს გა­ა­კე­თე­ბენ.

    – უჰ, რა და­ვი­ღა­ლე! – კი­ნა­ღამ ჟუ­ჟუს კი­სერ­ზე ჩა­მო­ე­ძი­ნა სა­ღა­მოს კო­ა­ლა კო­კას, — მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ე­ბი მა­ინც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა.

    – ყვე­ლა პრო­ფე­სია კარ­გია, თუ­კი გიყ­ვარს! – კმა­ყო­ფილ­მა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ჟი­რაფ­მა ჟუ­ჟუმ და კუ­დი სამ­ჯერ და­აბ­ზ­რი­ა­ლა.      

მა­კა მი­ქე­ლა­ძე

 

  1. წა­ი­კითხე ტექ­ს­ტი და შე­მო­ხა­ზე უცხო სიტყ­ვე­ბი.
  2. შე­ას­რუ­ლე და­ვა­ლე­ბა.

  1. და­ა­კავ­ში­რე ნი­მუ­შის მი­ხედ­ვით.

აქ­ტი­ვო­ბა 2. ტყუ­ი­ლი თუ მარ­თა­ლი

წა­უ­კითხეთ მოს­წავ­ლე­ებს და სთხო­ვეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გი­პა­სუ­ხონ ტყუ­ი­ლია თუ მარ­თა­ლი?

  1. ბრო­წე­უ­ლი ხი­ლია.
  2. თევ­ზი წყალ­ში და­ცუ­რავს.
  3. კო­და­ლა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლია.
  4. მზე ღა­მე ანა­თებს.
  5. ძრო­ხა ბო­სელ­ში აბია.
  6. ზამ­თა­რი წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე თბი­ლი დროა.
  7. მაკ­რატ­ლით თმას ვიჭ­რით.
  8. ძაღ­ლის შვილს კნუ­ტი ჰქვია.
  9. შა­ქა­რი მწა­რეა.
  10. წიგ­ნებს ვა­ლა­გებთ ჩან­თა­ში.
  11. შე­მოდ­გო­მით ხე­ებს ფოთ­ლე­ბი სცვი­ვა.
  12. ლო­მი ცხო­ველ­თა მე­ფეა.
  13. ტე­ლე­ფონს სა­პუ­რე­ში ვი­ნა­ხავთ.
  14. გე­მი სა­ჰა­ე­რო ტრან­ს­პორ­ტია.
  15. ფეხ­საც­მე­ლი ფეხ­ზე გვაც­ვია.
აქ­ტი­ვო­ბა 3.

მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს.

მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­გიძ­ლი­ათ თა­ვა­დაც შექ­მ­ნათ.

აქ­ტი­ვო­ბა 4.

ეს სა­ვარ­ჯი­შო ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს გა­ავა­რ­ჯი­შებს  ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა­ში.

ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ იმუ­შა­ოთ ლექ­სი­კურ მა­რაგ­ზე და ამ   სიტყ­ვე­ბის მარ­თ­ლ­წე­რა­ზე.

აქ­ტი­ვო­ბა 5. „იდე­ე­ბი პინ­ტე­რეს­ტი­დან“

ნო­ემ­ბ­რის ბო­ლო­დან სა­ა­ხალ­წ­ლო გან­წყო­ბაც შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ტა­ნოთ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში.

აი შემ­დეგ სტა­ტი­ა­ში კი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ა­ხალ­წ­ლო თე­მა­ზე.

∴ ∴ ∴

თუ თვლით, რომ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­გად­გე­ბათ თქვე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან, რა­თა მათ­თან მუ­შა­ო­ბა უფ­რო ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, მომ­წე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ბლოგ­ზე და გა­მო­გიგ­ზავ­ნით ამო­სა­ბეჭდ ვერ­სი­ას!

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი
სსიპ ქ. თბი­ლი­სის №82 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, „კა­ტოს სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები