9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

აქ­ტი­ვო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის­თ­ვის

spot_img
ლეილა ხონელიძე
სსიპ ილ.ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი რომ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს, ამა­ში ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა  სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სი. ჩემ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რე­სურ­სი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ერ­თ­გ­ვარ შე­ჯა­მე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ოღონდ სა­ხა­ლი­სოდ და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად – თა­მა­შის ფორ­მი­თაც (თუმ­ცა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად) ამოგ­ზა­უ­რებს ბავ­შ­ვებს ვა­ჟას სამ­ყა­რო­ში.

იგი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა­გან მო­ითხოვს ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­ის, ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, ვა­ჟა­სე­უ­ლი ლექ­სი­კის ცოდ­ნას. ლო­ტო ამ­გ­ვა­რი პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი – ბა­რა­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს ურიგ­დე­ბათ, წე­რია  ესა თუ ის თა­რი­ღი, სიტყ­ვა, ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ცი­ტა­ტა, ტო­პო­ნი­მი, გვარ-სა­ხე­ლი, ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა და ა.შ.

№1 ფურ­ცე­ლი: ლუ­კა რა­ზი­კაშ­ვი­ლი; აფორ­თ­ქ­ლე­ბუ­ლი; 1915 წე­ლი; ჯო­ყო­ლა ალ­ხას­ტა­ის­ძე; ეთერ თა­თა­რა­ი­ძე; წიწ­კა­რი.

№2 ფურ­ცე­ლი: 1861 წე­ლი; ბარ­ბა­რე ფხიკ­ლეშ­ვი­ლი; გო­რის სა­ოს­ტა­ტო სე­მი­ნა­რია; ბრძა­მი; ჩქა­მი; ვა­ჟას მწე­რა­ლი ძმა.

№3 ფურ­ცე­ლი: ლუ­კას მშობ­ლი­უ­რი სო­ფე­ლი; პავ­ლე; დავ­ლა­თი­ა­ნი; კუ­ლა გლდა­ნე­ლი; ხალ­ბა­თობს; მთაწ­მინ­და.

№4 ფურ­ცე­ლი: პე­ტერ­ბურ­გი; და­გე­ლა­ობს; დი­მიტ­რი სე­მი­ო­ნო­ვი; ჩიჩ­ქი; რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რია მუ­სა; ვა­ჟას მოთხ­რო­ბა.

№5 ფურ­ცე­ლი: ბა­ჩა­ნა; კენ­ჩხო; „სუ­ლა და კურ­დღე­ლა“; ზვი­ა­და­უ­რის სო­ფე­ლი; მაც­ნე ანუ…; „კაი ყმა“.

№6 ფურ­ცე­ლი: თა­მარ დი­დე­ბაშ­ვი­ლი; „ია“; ჩი­ქი­ლა; სა­პი­რის­წამ­ლე; დი­დუ­ბე; აღა­ზა.

№7 ფურ­ცე­ლი: კე­კე; მო­ყუ­რი­ა­დე; გულ­წყ­ნა­რად; ვა­ჟას ლექ­სი; „სიკ­ვ­დილ­სა გლო­ვა უხ­დე­ბა, მკვდარ ძმას — ტი­რი­ლი დი­საო“; ალუ­დას სო­ფე­ლი.

№8 ფურ­ცე­ლი: გულ­ქა­ნი; ღველ­ფი; თე­ლა­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი; ბა­წა­რე­უ­ლი; სა­და­უ­რია მუ­ცა­ლი; თეო.

№9 ფურ­ცე­ლი: სა­ფიხ­ვ­ნო; ად­გი­ლი ერ­წო­ში, სა­დაც ვა­ჟა მას­წავ­ლებ­ლად მსა­ხუ­რობ­და; სა­ი­დან არის: „რა შე­უბ­რა­ლე­ბე­ლია კა­ცი, რა­საც კი და­ი­ნა­ხავს, უნ­და, რომ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მო­იხ­მა­როს“; შურ­თხი; ჭერ­ხო; ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი.

№10 ფურ­ცე­ლი: ვა­ჟას პირ­ვე­ლი პო­ე­მა; ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა „მა­მა­ჩე­მი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა“; და­ა­თი­რებს;  გო­დერ­ძი; „ვედ­რე­ბა“; ვა­ჟას პო­ე­მა.

№11 ფურ­ცე­ლი: წნე­ლი­სა­გან დაწ­ნუ­ლი სა­წო­ლი; ვა­ჟას გმი­რი, რო­მელ­მაც თა­ვად და­ხო­ცა ცოლ-შვი­ლი, მტერს რომ ხელთ არ ჩა­ვარ­დ­ნო­და; ძა­ლუ­მი; „გუ­ლი დ გო­ნე­ბა ძმა­ნია“; ქვის მა­ღა­ლი გა­ლა­ვა­ნი, სა­დაც მტრის მარ­ჯ­ვე­ნას აკ­რა­ვენ; ოთარ ამი­ლახ­ვა­რი.

№12 ფურ­ცე­ლი: ძეგ­ლი­გი; ავად­მ­ყო­ფო­ბა, რო­მელ­მაც თვა­ლი და­უ­ზი­ა­ნა ვა­ჟას; სა­ი­დან არის: „ათას ცოცხალ­სა ბევ­რ­ჯე­რა ას­ჯერ სჯობს ერ­თი მკვდა­რია“; და­უ­კუ­ნეთ­და;  ქურ­დ­კან­ტა­ლა; მქი­სე…

 

 

 

იმ ფურ­ც­ლებ­ზე კი, რომ­ლებ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი უკითხავს ბავ­შ­ვებს ლო­ტოს თა­მა­ში­სას, წე­რია:

ვა­ჟას ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი

დაღ­ლი­ლი, აქო­ში­ნე­ბუ­ლი ანუ…

ვა­ჟას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წე­ლი

„სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ გმი­რი

ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა „მა­მა­მა ღმერთს ჩა­მაჰ­ყა­რა სა­ხე­ლი“

ხმე­ლი, წვრი­ლი ტო­ტი ხი­სა ანუ…

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბის წე­ლი

ვა­ჟას დე­და

სად სწავ­ლობ­და ვა­ჟა თე­ლა­ვის შემ­დეგ

მთის ბა­ლა­ხი

ხმა­უ­რო­ბა ანუ…

თე­დო რა­ზი­კაშ­ვი­ლი

ჩარ­გა­ლი

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მა­მა

იღ­ბ­ლის მქო­ნე, სვე­ბედ­ნი­ე­რი ანუ

მო­ჭი­და­ვე, რო­მე­ლიც ვა­ჟას პე­ტერ­ბურ­გ­ში წას­ვ­ლა­ში და­ეხ­მა­რა

თა­ვი­სუფ­ლად, მხი­ა­რუ­ლად იქ­ცე­ვა ანუ

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას დაკ­რ­ძალ­ვის ად­გი­ლი

ად­გი­ლი, სა­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ვი­სუ­ფა­ლი მსმე­ნე­ლი იყო ვა­ჟა

დაქ­რის, და­ნა­ვარ­დობს ანუ…

გო­რის სა­ოს­ტა­ტო სე­მი­ნა­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვა­ჟას მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას

ერ­თი ციც­ქ­ნა ანუ…

„სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“

„მთის წყა­რო“

ვა­ჟას ძმა

თა­ვის ქა­ლა ანუ…

ვა­ჟას პო­ე­მა

ბი­სო

შიკ­რი­კი ანუ…

ვა­ჟას ლექ­სი

ვა­ჟას მე­ო­რე ცო­ლი

კე­კე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ლექ­სი

აბ­რე­შუ­მის თავ­შა­ლი, ლე­ჩა­ქი ანუ

პი­რის­წამ­ლის ჭურ­ჭე­ლი ანუ

სად დაკ­რ­ძა­ლეს პირ­ვე­ლად ვა­ჟა

ალუ­დას ცო­ლი

ვა­ჟას პირ­ვე­ლი ცო­ლი

მოთ­ვალ­თ­ვა­ლე, ენის მიმ­ტა­ნი, მა­ბეზღა­რი ანუ

მშვი­დად ანუ

„კაი ყმა“

ნაწყ­ვე­ტი პო­ე­მი­დან „სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი“

შა­ტი­ლი

ვა­ჟას ქა­ლიშ­ვი­ლი

ნაც­რი­ა­ნი ნაკ­ვერ­ჩხა­ლი ანუ

ად­გი­ლი, სა­დაც 1871 წლი­დან 1877 წლამ­დე სწავ­ლობ­და ვა­ჟა

ხმლის ეპი­თე­ტი ხევ­სუ­რეთ­ში

ღილ­ღო

ად­გი­ლი ცხვრის გარ­შე­მო, სა­დაც ძაღ­ლე­ბი და­რა­ჯო­ბენ

ად­გი­ლი სო­ფელ­ში, სა­დაც თავს იყ­რი­ან, ბა­ა­სო­ბენ

ტო­ლათ­სო­ფე­ლი

„ია“

ფრინ­ვე­ლი ქათ­მი­სებ­რ­თა ოჯა­ხი­დან

ხევ­სუ­რუ­ლი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლი

თენ­გიზ აბუ­ლა­ძე

ვახ­ტანგ რა­ზი­კაშ­ვი­ლი

და­აწყ­ნა­რებს, და­ამ­შ­ვი­დებს ანუ…

ვა­ჟას პო­ე­მის გმი­რი

ძლი­ე­რი ანუ

ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი

„გო­გო­თურ და აფ­ში­ნა“

ლა­ჭა­ნი

ბა­კუ­რი

ცი­ტა­ტა „ალუ­და ქეთ­ელა­უ­რი­დან“

ვი­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი იყო ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ტო­ლათ­სო­ფელ­ში

ქა­ვი

ძვე­ლე­ბუ­რი კა­ჟი­ა­ნი თო­ფი

„ბედ­ნი­ე­რი“ ანუ ჯი­ლე­ხი

„ხმე­ლი წი­ფე­ლი“

დაბ­ნელ­და

ქურ­დ­ბა­ცა­ცა

მე­ტის­მე­ტად უსი­ა­მოვ­ნო

რო­გორც ხე­დავთ, აქ არაა პრინ­ცი­პი – კითხ­ვას სვამს მას­წავ­ლე­ბე­ლი და პა­სუ­ხი უნ­და მო­ძებ­ნოს მოს­წავ­ლემ ბა­რათ­ზე… აქ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­ი­კითხოს პა­სუ­ხი, ხო­ლო მოს­წავ­ლემ იპო­ვოს, რო­მე­ლი კითხ­ვის პა­სუ­ხია ეს და პი­რი­ქით.

ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის (და არამ­ხო­ლოდ) პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მა­სა­ლა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ასა­კის მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ლო­ტო­ში შე­ტა­ნი­ლია სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის კითხ­ვე­ბი, ამ­დე­ნად, ყვე­ლა მოს­წავ­ლე შეძ­ლებს მეტ-ნაკ­ლე­ბად მის დაძ­ლე­ვას. ის და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, უფ­რო მე­ტად კონ­ცენ­ტ­რირ­დ­ნენ მწერ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­კითხე­ბი­სა და მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ან ცოდ­ნა­ზე, გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლა­ზე.

რე­სურ­სის მი­ზა­ნია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გა­ხა­დოს სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო; გა­ზარ­დოს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

ჩე­მი აზ­რით, ამა თუ იმ რე­სურ­ს­მა უნ­და წა­ა­ხა­ლი­სოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, ჩა­უღ­რ­მავ­დ­ნენ სა­კითხს. ეს ლო­ტო ამ მი­ზან­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვა თუ არა­ფე­რი, მოს­წავ­ლე­ებს უტო­ვებს გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ვა­ჟას პო­ე­მებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტო­პო­ნი­მე­ბის, ვა­ჟას მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი  ლექ­სი­კის შე­სა­ხებ.

ეს რე­სურ­სი არაა ერ­თ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ვი­ნა­ი­დან ის ემ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას.

იგი შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა ფი­ლო­ლოგ­მა მე-11 კლას­ში (რა­კი­ღა აქ არა მხო­ლოდ V-IX კლა­სებ­ში შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლაა შე­სუ­ლი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლას კი მე-11 კლას­ში ვას­რუ­ლებთ).

რე­სურ­სის შექ­მ­ნა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ მინ­დო­და, რა­ღაც ახა­ლი შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც ხა­ლი­სი­თაც შე­ას­რუ­ლებ­დ­ნენ და და­ეხ­მა­რე­ბო­დათ კი­დეც მწერ­ლის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა თუ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ში.

ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბამ და­მა­ნა­ხა, რომ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ო­დუ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის მე­ტად ეფექ­ტუ­რია, ვი­ნა­ი­დან სა­ხა­ლი­სოა და ამა­ვე დროს, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

რე­სურ­სი სრუ­ლი­ად უსაფ­რ­თხოა, არ­სე­ბობს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხი­თაც და ციფ­რუ­ლა­დაც (ციფ­რუ­ლი სა­ხით მი­სი არ­სე­ბო­ბა აად­ვი­ლებს მის შე­ნახ­ვას, გა­ზი­ა­რე­ბა­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­საც). მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სრუ­ლა­დაა და­ცუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეთი­კუ­რი და სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ნორ­მე­ბი.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები