27 ივლისი, შაბათი, 2024

აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

ღონისძიებას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” გამოცემის მხარდაჭერისთვის. ზაზა აბაშიძის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის დაბეჭდვა სწორედ მიხეილ ჩხენკელის დამსახურებაა.

1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

აღნიშნული გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.

წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.

პრეზენტაციას ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები