20 მაისი, ორშაბათი, 2024

აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“ ჩატარდა

spot_img

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სენაკსა და ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებს შორის სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადაზე  აფხაზეთის №5, №7, №10, №11 და №12 საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში, კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში ეჯიბრებოდნენ.

ოლიმპიადის მონაწილე გუნდები სიგელებითა და სპორტული ფორმებით დაჯილდოვდნენ.

აფხაზეთის რეგიონულ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ შეხვედრაში აფხაზეთის სახელით იასპარეზებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები