27 ივლისი, შაბათი, 2024

აფხაზეთის განათლებისა და კულტური მინისტრმა, ნანა გაბელიამ 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

spot_img

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, ნანა გაბელიას მოსმენა გაიმართა.

მინისტრის საათის ფორმატში, ნანა გაბელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობის 9 თვის ანგარიში წარადგინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმართულია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდასაჭერად და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: „საბჭომ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობას, იყო მთელი რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები. მე ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება – ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა გალის რაიონში, იქაურ სკოლებში არსებული ვითარება, რაც გვაიძულებს, ექსტრემალური ზომები იყოს მიღებული იმისათვის, რომ იქ არ გაგრძელდეს ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ყველაფერ ამას ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ, მხოლოდ და მხოლოდ, ალტერნატიული სწავლების, დისტანციური სწავლების შემოღებით. უკვე ყველა დონეზე მიღწეული არის შეთანხმება, რომ ეს არის აუცილებელი, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ჭიანურდება. არის საჭირო შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და დღემდე არ არის მომზადებული ცვლილებების პროექტი. აი, ეს არის დასაჩქარებელი. დრო, ამ შემთხვევაში, ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ ქალბატონ მინისტრს, განსაკუთრებით დაკავდეს ამ საკითხით და დავაჩქაროთ ამ პრობლემის მოგვარება“.

ნანა გაბელია: „მინისტრის საათის ფორმატში, დეტალურად გავიარეთ ის საქმიანობა, რომელიც განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 9 თვის განმავლობაში განახორციელა. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ ხელმძღვანელს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა როგორც განათლების, ასევე კულტურის სფეროში. აქვე აღვნიშნეთ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, გვაქვს სურვილი, უფრო მეტი გაკეთდეს, მეტი დაშენდეს იმ ყველაფერზე, რაც, ნამდვილად, დევნილ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს როგორც განათლების, ასევე კულტურის გაძლიერების მიმართულებით“.

ნანა გაბელიამ, ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის შემოქმედებითი ანსამბლებისა და თეატრების მიერ დადგმული სპექტაკლები, სასცენო კონცერტები და წარმოდგენები, წარმატებით ჩატარებული გასტროლები და საერთაშორისო მიღწევები.

სხდომას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები