27 ივლისი, შაბათი, 2024

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

spot_img

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ნინო ლობჟანიძემ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ის მიერ შესრულებული სამუშაოს ექვსი თვის ანგარიში წარადგინა.

ნინო ლობჟანიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია ისეთ პრიორიტეტულ პროგრამებზე, როგორებიცაა: გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პერსონალის ფინანსური დახმარება, განათლების ხელშეწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა, ონლაინ საკვირაო სკოლა, აფხაზური ენის პედაგოგთა მხარდაჭერა, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სტიპენდია, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები და სხვა. ასევე, ისაუბრა იმ კულტურულ საღამოებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მოეწყო, მათ შორის, ფოტოგამოფენაზე „კადრები აფხაზეთიდან“, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლის „მარტორქები“ პრემიერაზე, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ წარმოდგენებსა და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადა“ მიერ გამართულ კონცერტებზე.

სამინისტროს საქმიანობის ანგარიშში ასევე, ხაზგასმით იყო აღნიშნული კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ განხორცილებული წარმატებული პროექტების: „კულტურული ინიციატივები“, „ევროპული არდადეგები“, „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე კლუბების, გუნდების ხელშეწყობა“ და სხვა პროგრამების მნიშვნელობა და საჭიროება.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები