27 ივლისი, შაბათი, 2024

აუტიზ­მი ბავ­შ­ვებ­ში

spot_img

„აუტიზ­მი“ ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვაა, რომ­ლის დრო­საც რთულ­დე­ბა თა­ვის ტვინ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტეგ­რა­ცია, რაც აისა­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და ქცე­ვა­ზე. ხში­რად აუტიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ანს „ნე­ი­რო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­საც“ უწო­დე­ბენ, ეს მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ­ლის დრო­საც ინ­დი­ვი­დი სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს, გა­და­ა­მუ­შა­ვებს სენ­სო­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას  და აბ­რუ­ნებს ადაპ­ტურ პა­სუხს.

1980 წლამ­დე აუტიზ­მის სიმ­პ­ტო­მე­ბი ში­ზოფ­რე­ნი­ის ნა­წი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ავ­ს­ტ­რი­ე­ლი ფსი­ქი­ატ­რის, ლეო კა­ნე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს აუტიზ­მის სიმ­პ­ტო­მე­ბის გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა და სა­ხელ­დე­ბა მოხ­და. 1943 წელს ლეო კა­ნერ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც აღ­წე­რა 11 ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თაც სა­ერ­თო სიმ­პ­ტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებ­დათ: სირ­თუ­ლე­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის დროს, უჭირ­დათ რუ­ტი­ნის ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცია, გარ­კ­ვე­ულ სენ­სო­რულ სტი­მუ­ლებ­ზე მე­ტის­მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ნი იყ­ვ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ხმებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა, უჭირ­დათ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა და ახა­სი­ა­თებ­დათ სა­უბ­რის დროს ექო­ლა­ლია. ხო­ლო 1944 წელს ჰანს ას­პერ­გერ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბას „აუტის­ტუ­რი ფსი­ქო­პა­თია“ უწო­და.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი სა­ერ­თო სიმ­პ­ტო­მი­სა, ლეო კა­ნე­რის მი­ერ აღ­წე­რი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ჰანს ას­პერ­გე­რის მი­ერ აღ­წე­რი­ლი სიმ­პ­ტო­მე­ბის­გან. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ჰანს ას­პერ­გე­რის მი­ერ აღ­წე­რილ პი­რებს არ ჰქონ­დათ ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი და მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ მათ­თ­ვის სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცია და კო­მუ­ნი­კა­ცია მა­ინც არ იყო სა­თა­ნა­დოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

გრძელ­დე­ბო­და და­ვა, თუ რა­ტომ იბა­დე­ბოდ­ნენ აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი. ერთ-ერ­თი ვერ­სია მშობ­ლის მი­ერ არა­სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა სა­ხელ­დე­ბო­და. ამ იდე­ის ავ­ტო­რი ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის სკო­ლის მიმ­დე­ვა­რი ბრუ­ნო ბე­ტელ­ჰა­ი­მი იყო, რო­მე­ლიც აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის დე­დებს, რო­გორც „ცივ დე­დებს“ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ამ იდე­ას არ ეთან­ხ­მე­ბო­და ბერ­ნარდ რიმ­ლენ­დი, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი იყო და ჰყავ­და შვი­ლი აუტიზ­მით. ის ფიქ­რობ­და, რომ მშობ­ლო­ბა და აღ­ზ­რ­დის სტი­ლი აუტიზ­მ­თან კავ­შირ­ში არ იყო.

აუტიზ­მის კლა­სი­ფი­კა­ცია და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით-IC 10 მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს­დღე­ო­ბით, კლა­სი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ცალ­კე დი­აგ­ნო­ზე­ბად არ გა­მო­ი­ყო­ფა: ას­პერ­გე­რის სინ­დ­რო­მი, ატი­პუ­რი აუტიზ­მი, ბავ­შ­ვ­თა აუტიზ­მი, კა­ნე­რის სინ­დ­რო­მი და ა.შ. ისი­ნი „აუტიზ­მის ქოლ­გის“ ქვეშ არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

აუტიზ­მი მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ვა­ზი­ულ აშ­ლი­ლო­ბა­თა ჯგუფს, რომ­ლის­თ­ვი­საც, რო­გორც ვთქვით, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: რე­ციპ­რო­კუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, გან­მე­ო­რე­ბა­დი/სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ქცე­ვა, შეზღუ­დუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, თა­მა­შის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი — ე.წ. „ფრაგ­მენ­ტუ­ლი აღ­ქ­მა“, რომ­ლის დრო­საც ბავ­შ­ვი ფუნ­ქ­ცი­უ­რად არ თა­მა­შობს, მხო­ლოდ სა­თა­მა­შოს რა­ი­მე დე­ტა­ლით/ნა­წი­ლით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. აუტიზ­მის მქო­ნე ბავშვს აღე­ნიშ­ნე­ბა კვე­ბის და ძი­ლის, ასე­ვე, სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი და ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი.

აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და ინ­ტერ­ვენ­ცია. სა­ჭი­როა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს ამ სა­კითხე­ბის მი­მართ და დრო­უ­ლად მი­მარ­თონ სპე­ცი­ა­ლისტს.

აუტიზ­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 თვის ასა­კის შემ­დეგ იწყე­ბა. იკარ­გე­ბა მზე­რი­თი კონ­ტაქ­ტი, არ რე­ა­გი­რებს სა­ხელ­ზე, ბავ­შ­ვი არ მი­უ­თი­თებს თი­თით საგ­ნებ­ზე, არ ცდი­ლობს სხვა­დას­ხ­ვა სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მას, უჭირს მარ­ტი­ვი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტავს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სურ­ვილს გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან, არ თა­მა­შობს სხვებ­თან, შე­საძ­ლოა ახა­სი­ა­თებ­დეს გან­მე­ო­რე­ბა­დი/სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ქცე­ვე­ბი.

🔎 რო­გორ იწყე­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მა?

უმე­ტე­სად, 2 წლის შემ­დეგ, რო­ცა ბავ­შ­ვი არ მეტყ­ვე­ლებს და მშო­ბელს უჩ­ნ­დე­ბა ეჭ­ვი, რომ ბავშვს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბა აქვს და მიჰ­ყავს იგი პე­დი­ატ­რ­თან. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა ფსი­ქი­ატ­რის მი­ერ, „ადო­სის“ ტეს­ტე­ბის, ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და მშო­ბელ­თან ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ზი­ტი ნე­ი­როფ­სი­ქო­ლოგ­თა­ნაც, რა­თა შე­ფას­დეს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე.

დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ ინიშ­ნე­ბა თე­რა­პი­ე­ბი. ეს კი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კითხია, თე­რა­პი­ე­ბი ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: ქცე­ვი­თი თე­რა­პია, სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თე­რა­პია, ფლორ­თა­ი­მი, ფი­ზი­კუ­რი თე­რა­პია, არ­ტ­თე­რა­პია და ა.შ.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 7 წლამ­დე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თა­მა­შის გა­რე­შე და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის სხვა ფორ­მა­ტი, გარ­და სპონ­ტა­ნუ­რი, სა­სი­ა­მოვ­ნო და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი თა­მა­ში­სა, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვებს თა­მა­შის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლიც ახა­სი­ა­თებთ. მა­თი თა­მა­შის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნაკ­ლე­ბი სპონ­ტა­ნუ­რო­ბა, ნაკ­ლე­ბი ინ­ტე­რე­სი გა­რე­მოს მი­მართ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის და წარ­მო­სახ­ვი­თი უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ჯგუ­ფუ­რი თა­მა­შე­ბის მი­მართ ინერ­ტუ­ლო­ბა.

🔎 რო­გორ და­ვიწყოთ მათ­თან მუ­შა­ო­ბა და რა მთა­ვარ სა­კითხებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა?

პირ­ველ რიგ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მშო­ბელ­მა შე­უქ­მ­ნას ბავშვს ყო­ველ­დღი­უ­რი, მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი რუ­ტი­ნა. რუ­ტი­ნა გუ­ლის­ხ­მობს ყო­ველ­დღი­ურ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც მე­ორ­დე­ბა და ბავშვს უჩ­ნ­დე­ბა წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა რა აქ­ტი­ვო­ბა მო­დის შემ­დ­გომ. ეს კი ამ­ცი­რებს რთუ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნის ალ­ბა­თო­ბას. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს არ უყ­ვართ სი­ახ­ლე­ე­ბი და უჭირთ ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა, მათ უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ კარ­გად და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა. მშო­ბელს შე­უძ­ლია შექ­მ­ნას ვი­ზუ­ა­ლუ­რი ცხრი­ლი, რო­მე­ლიც გა­ფორ­მე­ბუ­ლია ნა­ხა­ტე­ბით ან ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით და რაც მთა­ვა­რია, და­ყო­ფი­ლია დღის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლე­ბად: დი­ლას — თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა და სა­უზ­მე, შუ­ადღეს — ბა­ღი და თე­რა­პი­ე­ბი, სა­ღა­მოს — სე­ირ­ნო­ბა და თა­მა­ში. ყვე­ლა ოჯახს პი­რა­დი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რუ­ტი­ნა აქვს. ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რი ცხრი­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას უნ­და იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი.

აუცი­ლე­ბე­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მის­თ­ვის ფუნ­ქ­ცი­ურ ად­გი­ლას მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს და სახ­ლი და­ყო­ფი­ლი იყოს ზო­ნე­ბად სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის: კვე­ბა — სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ტუ­ა­ლე­ტის უნარ-ჩვე­ვე­ბი — ტუ­ა­ლეტ­ში, თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა — სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და ასე­ვე გა­მო­ყო­ფი­ლი იყოს ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­თა­მა­შო სივ­რ­ცე. გა­რე­მოს მო­წეს­რი­გე­ბა და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა ხელს უწყობს აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ში, და არა მარ­ტო, ემო­ცი­ურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­საც.

გარ­და გა­რე­მოს მორ­გე­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მთა­ვარ მიზ­ნად მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში შეს­ვ­ლა და ინ­ტე­რაქ­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა და­ვი­სა­ხოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­შით, ყო­ველ­დღი­ურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში დახ­მა­რე­ბით ან თუნ­დაც ემო­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბით.

არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ თუ გინ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოთ მათ სტე­რე­ო­ტი­პულ თა­მაშ­ში, გა­რე­მო­სა თუ ინ­ტე­რე­სებ­ში, ეს ეტა­პობ­რი­ვად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. სი­ახ­ლე ყო­ველ­თ­ვის უნ­და იყოს მცი­რე­დი და უკავ­შირ­დე­ბო­დეს ძველ ინ­ტე­რე­სებს — „ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე და­შე­ნე­ბუ­ლია ძველ­ზე“. აჰ­ყე­ვით, გა­ი­მე­ო­რეთ და ითა­მა­შეთ რო­გორც ბავ­შ­ვი თა­მა­შობს და რო­ცა კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­ყარ­დე­ბა და თა­მა­ში ორ­მ­ხ­რი­ვი გახ­დე­ბა, ნე­ლა შე­ი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბა თა­მა­შის დროს და და­ე­ლო­დეთ მის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ას.

ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ბა­რა­თე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის აღ­მ­წე­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. ყო­ვე­ლი მა­თი და­ვა­ლე­ბა პა­ტა­რა ბი­ჯე­ბად დაჰ­ყა­ვით და მო­დე­ლი­რე­ბით/შეხ­სე­ნე­ბით და­ეხ­მა­რეთ აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბა­ში.

მა­თი ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად კი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა „მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სწავ­ლე­ბა“, რო­ცა სწავ­ლის დროს ჩარ­თუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შეგ­რ­ძ­ნე­ბა: ვი­ზუ­ა­ლუ­რი, სმე­ნი­თი, ტაქ­ტი­ლუ­რი, პროპ­რი­ო­ცეპ­ტუ­ლი, ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი, ყნოს­ვი­თი თუ გუს­ტა­ტო­რუ­ლი. თუ ბავ­შ­ვი აქ­ტი­ვო­ბის დროს იღებს სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბებს, მი­სი ყუ­რადღე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

✔️ ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვა­სა­ხე­ლოთ თუ რა სა­ხის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობს აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა თე­რა­პი­უ­ლი ჩა­რე­ვის­თ­ვის.

🔘 თბი­ლი­სის მე­რი­ის „აუტიზ­მის სპექ­ტ­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ქვეპ­როგ­რა­მა“, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე 2-15 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და ადაპ­ტა­ცი­უ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას. ბავშვს მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ა­წო­დებს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გუნ­დი — ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქი­ატ­რი, ნევ­რო­ლო­გი, ლო­გო­პე­დი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი, ქცე­ვის თე­რა­პევ­ტი და ა.შ.

🔘  „ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ქვეპ­როგ­რა­მა“, რომ­ლის მი­ზა­ნია, ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის გზით, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ან ასე­თი რის­კის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს 0-7 წლამ­დე ბავ­შ­ვ­თა ასა­კობ­რივ ჯგუფს.

🔘  „ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია/აბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა“, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის ბავ­შ­ვ­თა სპე­ცი­ფი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, აბი­ლი­ტა­ცია, ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ადაპ­ტა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბა.

სო­ფო მე­ლა­ძე – ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები