16 მაისი, ორშაბათი, 2022

არ მიყ­ვარს შე­უ­სა­ბა­მო ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რად მი­უღ­წე­ვე­ლია

spot_img

 

რუბ­რი­კის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუ­მა­რია, გერმანიის ქალაქ ჰაიდენჰაიმის DHBW უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუდენტი ანა­ნო ჩო­მა­ხი­ძე

— ანა­ნო, საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის მი­სა­ღე­ბად მე­ა­თე კლა­სი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე, რო­გორ გა­იხ­სე­ნებ მშობ­ლი­ურ მე-6 გიმ­ნა­ზი­ას და ჰა­ნო­ვე­რის გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს?
— პირ­ველ რიგ­ში, მი­ვე­სალ­მე­ბი თქვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ველს და მად­ლო­ბას გიხ­დით ამ რუბ­რი­კა­ში მოწ­ვე­ვის­თ­ვის.
და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, და­ვამ­თავ­რე მე­ექ­ვ­სე გიმ­ნა­ზია, ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა ვე­რა­ზე, პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. მეც, ისე­ვე რო­გორც ალ­ბათ ყვე­ლას, ვინც ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს მის მი­მართ, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, მიდ­გო­მით სწავ­ლი­სად­მი და, რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, რო­მელ­თა დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვი­თაც მე­ექ­ვ­სე გიმ­ნა­ზი­ამ და­იმ­კ­ვიდ­რა სა­ხე­ლი და დღემ­დე ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლად ით­ვ­ლე­ბა ქა­ლაქ­ში. გარ­და ამი­სა, ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბის მონ­დო­მე­ბა და თავ­და­დე­ბა, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც მე­ექ­ვ­სე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქებ­ში ახერ­ხე­ბენ სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის გავ­ლას, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რის­თ­ვის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაა. გერ­მა­ნუ­ლი ენა ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი. ამი­ტომ, მე­ა­თე კლას­ში მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­მ­გ­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი ქა­ლაქ ჰა­ნო­ვერ­ში და უფა­სოდ მეს­წავ­ლა ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქა­ურ გიმ­ნა­ზი­ა­ში. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მახ­სენ­დე­ბა, დღემ­დე მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს მიმ­ღებ ოჯახ­თან და გერ­მა­ნელ კლა­სე­ლებ­თან. გარ­და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ი­სა, ეს იყო უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის რო­გორც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი, ასე­ვე ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბის მხრივ. ჰა­ნო­ვერ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სე­მეს­ტ­რი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს ტარ­დე­ბა მე­ექ­ვ­სე სკო­ლე­ლე­ბის­თ­ვის გერ­მა­ნულ ენა­ში. ამ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის შემ­დ­გომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად და სწო­რედ ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — ალ­მა მა­ტერ­ში, რო­გორც მას ხში­რად ვუ­წო­დებთ ხოლ­მე.

— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?
— დღეს, უკ­ვე, ალ­მა მა­ტე­რის ბიზ­ნე­სის სკო­ლის გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ფა­კულ­ტე­ტის მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. სწო­რედ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი აძ­ლევს თა­ვის სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უცხო­ეთ­ში გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის, სტა­ჟი­რე­ბის და და­საქ­მე­ბის მხრივ. ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტს, შე­მეძ­ლე­ბო­და სტა­ჟი­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გა­მევ­ლო, თუმ­ცა გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, 2012 წელს, გა­ვემ­გ­ზავ­რე გერ­მა­ნი­ა­ში სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით და ქა­ლაქ კი­ოლ­ნ­ში გა­ვა­ტა­რე თვე­ნა­ხე­ვა­რი, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ვმუ­შა­ობ­დი კომ­პა­ნია ვა­ი­ნორ­ში (Weinor GmbH & Co KG). ვა­ი­ნო­რი ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნიაა, რო­მე­ლიც ტე­რა­სე­ბის, აივ­ნე­ბის, ზამ­თ­რის ბა­ღე­ბის ინო­ვა­ცი­ურ გა­და­ხურ­ვას, გათ­ბო­ბას და სხვა მრა­ვალ­გ­ვარ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს სა­კუ­თარ კლი­ენ­ტებს. მე, რა თქმა უნ­და, ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმუ­შა­ობ­დი, ვა­წარ­მო­ებ­დი პრო­ცე­სე­ბის ხარ­ჯ­თაღ­რიცხ­ვას და ფი­ნან­სურ ანა­ლიზს. ანაზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან დი­დი ცოდ­ნა მი­ვი­ღე. მე­სა­მე კურ­ს­ზე გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კვლავ მო­მე­ცა, ამ­ჯე­რად ბა­დენ-ვი­ურ­ტემ­ბერ­გის მი­წა­ზე, შტუტ­გარ­ტის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ ჰა­ი­დენ­ჰა­იმ­ში, სა­დაც ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვსწავ­ლობ­დი გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ველ, დუ­ა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — Duale Hochschule Baden-Wű­r­ttemberg.

— რა შე­გიძ­ლია მი­ამ­ბო DHBW უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ?
— უნი­ვერ­სი­ტე­ტი DHBW ულ­ტ­რა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის პრინ­ციპ­ზე, რაც გუ­ლის­ხ­მობს თე­ო­რი­ას პლუს პრაქ­ტი­კას, ანუ სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის სამ თვეს თე­ო­რი­უ­ლად შეს­წავ­ლი­ლის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას უთ­მო­ბენ. ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პარ­ტ­ნი­ო­რი ფირ­მე­ბის მი­ერ მა­თი და­საქ­მე­ბით. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ჰა­ი­დენ­ჰა­იმ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სე­მეს­ტ­რი. ლექ­ცი­ებს ვეს­წ­რე­ბო­დი სის­ტე­მა­ტუ­რად, რად­გან გა­რე­მო ისე კომ­ფორ­ტუ­ლა­დაა შექ­მ­ნი­ლი, რომ სწავ­ლა სა­სი­ა­მოვ­ნოა. გარ­და ამი­სა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სო­რე­ბი მორ­გე­ბუ­ლი არი­ან სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბას გა­დას­ცენ. არ შე­მიძ­ლია არ გა­მოვ­ყო ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი ჯგუ­ფე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, არ შემ­ქ­მ­ნია არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან ძა­ლი­ან სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რედ და თბი­ლად მი­მი­ღეს. ეს ნამ­დ­ვი­ლად ბევრს ნიშ­ნავს, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ ეტაპ­ზე ადაპ­ტა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად უცხო გა­რე­მო­ში.

— რო­გო­რი ქა­ლა­ქია ჰა­ი­დენ­ჰა­ი­მი?
— ჰა­ი­დენ­ჰა­ი­მი პა­ტა­რა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქია. აქ არ არის ბევ­რი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, ძი­რი­თა­დად კამ­პუ­სე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, რამ­დე­ნი­მე პარ­კი, კი­ნო­თე­ატ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი და თე­ატ­რია, თუმ­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა აქვს და ძა­ლი­ან მცი­რე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა გა­დას­ვ­ლა მი­უნ­ხენ­ში, შტუტ­გარ­ტ­ში, აუგ­ს­ბურ­გ­ში, კარ­ლ­ს­რუ­ე­ში თუ სხვა ახ­ლომ­დე­ბა­რე დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც გა­სარ­თო­ბი და სა­ნა­ხა­ვი ბევ­რია, ასა­კის და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. შა­ბათ-კვი­რის აქ­ცი­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მუდ­მი­ვად მოქ­მე­დებს თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, კვი­რის ბო­ლოს გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია ისიც, რომ და­მა­ტე­ბი­თი ვი­ზის და რა­ი­მე სა­ხის ნე­ბარ­თ­ვის აღე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ის ფარ­გ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა შენ­გე­ნის სივ­რ­ცე­ში. ჰა­ი­დენ­ჰა­ი­მი სამ­ხ­რეთ გერ­მა­ნი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, ბა­დენ-ვი­ურ­ტემ­ბერ­გის მი­წა­ზე, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ას ესაზღ­ვ­რე­ბა და ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, შე­გიძ­ლი­ათ კომ­ფორ­ტუ­ლი მა­ტა­რებ­ლით ეს­ტუმ­როთ ამ მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნას.

— სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად გქონ­და თუ არა მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა?
— თქვენ იცით, რომ სტუ­დენტს ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა შეზღუ­დუ­ლი დრო­ით (თუ არ ვცდე­ბი, კვი­რა­ში 20 სა­ა­თი) იმუ­შა­ოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე არ მი­მუ­შა­ვია იმი­ტომ, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი სტი­პენ­დია და­მი­ნიშ­ნა ბა­დენ-ვი­ურ­ტემ­ბერ­გის მხა­რემ, რაც თა­ვი­სუფ­ლად მყოფ­ნი­და.

— ზო­გა­დად, რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, რა არის მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?
— ზო­გა­დად, გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის არის, რომ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­პა­ში იმ მცი­რე­რიცხო­ვან ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, სა­დაც სწავ­ლა უფა­სოა და გერ­მა­ნი­აც, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ჩარ­თუ­ლია ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ში. ეს გუ­ლის­ხ­მობს წე­ლი­წად­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბას, სა­ბო­ლო­ოდ კი, 240 კრე­დი­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ნი­ჭე­ბას. ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი აღი­ა­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც აღი­ა­რე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, იქ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ შე­მი­ნარ­ჩუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც.

— ანა­ნო, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?
— თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თ­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში ვა­ტა­რებ. ხში­რად ვსტუმ­რობ მათ­თან ერ­თად სხვა­დას­ხ­ვა გა­სარ­თობ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და წვე­უ­ლე­ბებს. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქა­ლაქ­გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში დას­ვე­ნე­ბა. და­ძა­ბუ­ლი კვი­რის ბო­ლოს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო გან­ტ­ვირ­თ­ვაა. დაღ­ლი­ლო­ბის დაძ­ლე­ვა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა მუ­სი­კის მოს­მე­ნა და წიგ­ნის კითხ­ვა. საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი არ მყავს, არც რო­მე­ლი­მე ერთ ნა­წარ­მო­ებს გა­მო­ვარ­ჩევ, რად­გან ამ მხრივ ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რია აზ­რი იყოს ღრმა, სი­კე­თის­კენ და თა­ვის შეც­ნო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი. ამ­ჟა­მად, ვკითხუ­ლობ ჯონ სტე­ინ­ბე­კის ნო­ვე­ლას „ზამ­თა­რი ჩვე­ნი მღელ­ვა­რე­ბი­სა“ და ჯერ­ჯე­რო­ბით მომ­წონს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა. ვფიქ­რობ, კი­ნო სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში. ბო­ლო დროს ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა ევ­რო­პულ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ამ და, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ერ­თოდ აღარ ვინ­ტე­რეს­დე­ბი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბით. უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ პო­ლო­ნურ, იტა­ლი­ურ და რუ­სულ ფილ­მებს 60-70-იანი წლე­ბი­დან. ვფიქ­რობ, ხე­ლოვ­ნე­ბამ ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლურ მხა­რე­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებ­ზე უნ­და და­ა­ფიქ­როს და მი­სი მი­ზა­ნი არ უნ­და იყოს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის მო­გე­ბის მი­ღე­ბა­ზე გათ­ვ­ლა, ზე­და­პი­რუ­ლი სი­უ­ჟე­ტით, რო­გორც დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია ჰო­ლი­ვუ­დურ და ბო­ლი­ვუ­დურ პრაქ­ტი­კა­ში. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სპორ­ტი და კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღეს ვუთ­მობ ფიტ­ნესს, ბევრს ვმოძ­რა­ობ ფე­ხით და ვცდი­ლობ ჯან­მ­რ­თე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მივ­ს­დიო.

— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, რო­გო­რია შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?
— მო­მა­ვალ­ში ჩემს თავს უამ­რავ ად­გი­ლას ვხე­დავ, თუმ­ცა არ მიყ­ვარს შე­უ­სა­ბა­მო ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რად მი­უღ­წე­ვე­ლია. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თ­ვის რე­ა­ლუ­რად შევ­ხე­დო მოვ­ლე­ნებს და ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სო. მო­მა­ვალ­ში, ვფიქ­რობ, კერ­ძო სექ­ტორ­ში დავ­საქ­მ­დე­ბი ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ით, თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ, რომ დრო და­ვუთ­მო ახალ­გაზ­რ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მე­ლი­მე კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მას შემ­დეგ, რაც სრულ სამ­სა­ფე­ხუ­რი­ან გა­ნათ­ლე­ბას მი­ვი­ღებ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი, ვა­პი­რებ კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მა­ინც მქონ­დეს უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა სტუ­დენ­ტებ­თან. ახალ­გაზ­რ­დო­ბა ეს არის ყვე­ლა­ზე ცოცხა­ლი ძა­ლა, კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და შე­უზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს სწავ­ლობს, მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბა და არ ჩერ­დე­ბა ერთ დო­ნე­ზე. რაც მთა­ვა­რია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია და ვფიქ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ზა­ნი უნ­და იყოს სწო­რედ ის, რომ თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლა­ში.

— რო­გორ ფიქ­რობ, იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, აუცი­ლე­ბე­ლია საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში, რამ­დე­ნად და­გეხ­მა­რე­ბა უცხო­ე­თის დიპ­ლო­მი?
— ვფიქ­რობ, გერ­მა­ნი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლის პოვ­ნა­ში, რად­გან ქარ­თულ ბა­ზარ­ზე დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი მრა­ვალ­წ­ლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კა­ში, ჩვე­ნი სის­ტე­მა კი ჯერ კი­დევ რე­ფორ­მა­ცი­ის ეტაპ­ზეა და გეზს სწო­რედ ახ­ლა იღებს. თუმ­ცა ვფიქ­რობ, იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა. მონ­დო­მე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე სტუ­დენ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შეძ­ლებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები