25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

არ მისცეთ უფლება გითხრან, „მას არ შეუძლია!“

spot_img

? ერთ დროს ითვლებოდა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების (შემდგომში – ასა) 90%-ს ინტელექტუალური განვითარების დარღვევა აქვთ. წლების განმავლობაში გავაცნობიერეთ, რომ ინტელექტის სტანდარტიზებული ტესტირება ზუსტად ვერ ასახავს ასა-ს სიმპტომების მიღმა არსებულ გონებრივ შესაძლებლობებს. ბევრმა ადამიანმა, რომლებიც შეაფასეს როგორც „დაბალ ფუნქციური“, გააოცა სამყარო უნიკალური შესაძლებლობებით, რომელიც ბევრად აღემატებოდა მოლოდინს. როგორც ჩანს, მეტყველების უნარის შეზღუდვას, ჯერ კიდევ, ვაიგივებთ დაბალ ინტელექტთან და მინიმალურ შესაძლებლობებთან. რაც, სამწუხაროდ, უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ განვითარებაზე.

? ჩვენ არ ვიცით, რამდენად მოაზროვნეა აუტიზმის მქონე ბავშვი. თუ ჩვენ დავაკვირდებით ბავშვის საჭიროებებს, მის ამჟამინდელ კომუნიკაციის მეთოდს და გამოვიყენებთ მის ძლიერ მხარეებს,დავინახავთ, რომ მას შეუძლია შეზღუდვების გადალახვა, გაზრდა და განვითარება. გაიგეთ მათი სწავლის სტილი, როგორ ამყარებენ ურთიერთობას და გამოიყენეთ მათი ინტერესები მოტივაციის ასამაღლებლად. და რაც მთავარია, დაისახეთ მაღალი მიზნები რეალისტური მოკლევადიანი მიზნებით. არ თქვათ: „მას არ შეუძლია და ის ვერასდროს გააკეთებს ამას“, თქვით: „მან არ იცის, მაგრამ შეუძლია ისწავლოს მხარდაჭერით“.

? არ დაუშვათ, რომ პროფესიონალურმა ტესტირებამ შეამციროს თქვენი მოლოდინები. თუ ბავშვი ვერ სწავლობს, შეცვალეთ სწავლების მეთოდები. ნუ ირწმუნებთ, რომ ბავშვი ვერ სწავლობს, იფიქრეთ, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ განსხვავებულად. იმის გამო, რომ ბავშვს არ აქვს განვითარებული გარკვეული უნარები, ნუ გამორიცხავთ მას განსაზღვრული აქტივობებიდან. მიეცით მონაწილეობის შესაძლებლობა და გაუწიეთ საჭირო მხარდაჭერა წარმატების მისაღწევად. მიეცით მათ იგივე შესაძლებლობები, როგორც ნებისმიერ ბავშვს. აუტიზმის მქონე ბავშვებს ჩვენი დაბალი მოლოდინები იმაზე მეტად ხევენ უკან, ვიდრე მათი შეზღუდული შესაძლებლობები. დაეხმარეთ მათ შესაძლებლობების განვითარებაში. გაუწიეთ ფასილიტირება და ნუ მოახდენთ იზოლირებას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათგან იმდენი, რამდენიც საჭიროა მათი სწავლებისთვის.

ნინო კაპერსკი, სსსმ მოსწავლეების ინგლისური ენის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები