9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

არ იცო­დით,  რომ ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო?!

spot_img

სო­ფო მე­ლა­ძე
ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი, განათლების ფსიქოლოგი

პ. ლ. ტრე­ვერ­სი „მე­რი პო­პინ­სი“

 

 

რო­ცა მე­კითხე­ბი­ან, რო­გორ ავირ­ჩიო პრო­ფე­სია, კა­რი­ე­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ყო­ველ­თ­ვის აქეთ ვუს­ვამ კითხ­ვას, ვინ გინ­დო­დათ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით ბავ­შ­ვო­ბა­ში? რას თა­მა­შობ­დით? რი­სი გა­კე­თე­ბა გიყ­ვარ­დათ? მე, სწო­რედ რომ, სა­კუ­თარ­მა ბავ­შ­ვო­ბამ მი­მიყ­ვა­ნა საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბამ­დე.

ბავ­შ­ვო­ბა­ში ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ზღა­პა­რი პა­მე­ლა ტრე­ვერ­სის „მე­რი პო­პინ­სი“ იყო. წიგ­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მომ­ქონ­და და კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვკითხუ­ლობ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზუს­ტად ვი­ცო­დი რა მოხ­დე­ბო­და, კითხ­ვა არ მბეზ­რ­დე­ბო­და.

მომ­წონ­და შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ სადღაც არ­სე­ბობს კე­თი­ლი, ჯა­დო­ქა­რი ძი­ძა, რო­მე­ლიც გა­მოჩ­ნ­დე­ბა და ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბას სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლად აქ­ცევს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კი ყო­ველ­თ­ვის რა­ღა­ცით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ მე­რი პო­პინ­სი ქოლ­გით დაფ­რი­ნავს, აქვს ჩან­თა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს იტევს და მი­სი წამ­ლე­ბი გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლოა.

ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბათ ლა­მა­ზი, კე­თი­ლი ზღა­პა­რი, რო­მე­ლიც მათ ცხოვ­რე­ბას უდარ­დელს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის. გა­დის წლე­ბი და ვხდე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის „ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის“ სპე­ცი­ა­ლის­ტი. ჩვენს პროგ­რა­მა­ში 0-7 წლამ­დე გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფე­რე­ხე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ან ამ მხრივ რის­კის ქვეშ მყოფ­ნი ერ­თ­ვე­ბი­ან.

ჩვე­ნი პროგ­რა­მა იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი მსგავ­სი სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის­გან, რომ მთლი­ა­ნად ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი -— „ძლი­ე­რი ოჯა­ხი, ძლი­ე­რი ბავ­შ­ვი“.

და­საწყის­ში, მახ­სოვს, თი­თო­ე­უ­ლი ჩე­მი ქმე­დე­ბა ან რჩე­ვა სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლო მე­გო­ნა. სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ­დი, რომ დღე-დღე­ზე ამ პო­ზი­ცი­ას დავ­ტო­ვებ­დი და რა­ი­მე სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას მოვ­კი­დებ­დი ხელს, მაგ­რამ ბავ­შ­ვებ­მა და ოჯა­ხებ­მა ჩე­მი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა სი­ხა­ლი­სით და მე­ტის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლით ჩა­ა­ნაც­ვ­ლეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ის, რაც აქამ­დე სირ­თუ­ლედ მი­მაჩ­ნ­და, არა­ფე­რი ყო­ფი­ლა იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ბავ­შ­ვე­ბი და ოჯა­ხე­ბი აწყ­დე­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რად.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პროგ­რა­მა­ში გყავს 15 ბავ­შ­ვი და 15 ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე ხდე­ბი. მათ­თან ერ­თად იწყებ ოჯა­ხის პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას. თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რე­სი შენს ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აისა­ხე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი რეგ­რე­სი კი რამ­დე­ნი­მე დღეც კი გაგ­ყ­ვე­ბა სახ­ლ­ში წა­სულს.

ჩვენ ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვართ! ჩვენ „ყვე­ლა­ფერ­ჩი­კე­ბი“ ვართ! ასეც გვე­ძა­ხი­ან, კი. ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ოჯა­ხებ­თან ყვე­ლა იმ სა­კითხ­ზე, რაც ბავშვს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია? არა, მაგ­რამ ოჯა­ხებს ამის სჯე­რათ. ჩვენ კი, იმის გვჯე­რა, რომ მათ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­რე­შე სრუ­ლი­ად არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლია.

ხში­რად გვის­ვა­მენ კითხ­ვას: „რო­გორ გრძნობ თავს დღის ბო­ლოს?“ – ყვე­ლა­ზე დაღ­ლი­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ. მე ხომ სა­ო­ცარ საქ­მეს ვა­კე­თებ, მე ყო­ველ­დღე ბავ­შ­ვე­ბი მე­ლო­დე­ბი­ან, ჩე­მი იმე­დი ოჯა­ხებს აქვთ. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა არას­დ­რო­საა მო­საწყე­ნი რუ­ტი­ნა, არა­სო­დეს ვი­ცი ხვალ რას მე­თა­მა­შე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი…

ოჯა­ხებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, მხო­ლოდ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს არ აწყ­დე­ბი, ხე­დავ მათ სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ სირ­თუ­ლე­ებს. მუ­დამ გაქვს გან­ც­და, რომ კი­დევ მე­ტი შე­გიძ­ლია მის­ცე მათ, შე­უმ­სუ­ბუ­ქო ყო­ფა და თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ გა­მო­გი­ვი­და, სინ­დი­სის „ყრუ ტკი­ვი­ლი“ არ მო­გას­ვე­ნებს.

არ­სე­ბობს ასე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თე­რა­პევ­ტე­ბი არ ბრაზ­დე­ბი­ან, არ აქვთ დეპ­რე­სია, ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი და მუ­დამ იდე­ა­ლუ­რად მარ­თა­ვენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას. იმე­დე­ბი უნ­და გა­გიც­რუ­ოთ, ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის ასე, მაგ­რამ რაც მე­ტად ვეხ­მა­რე­ბი ემო­ცი­უ­რი თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში სხვას, მით მე­ტად ვეხ­მა­რე­ბი სა­კუ­თარ თავ­საც.

რო­ცა ბავ­შ­ვებ­ში ვზი­ვარ და ვხე­დავ, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი არ ერ­თ­ვე­ბა თა­მაშ­ში, ჩე­მი თა­ვი მახ­სენ­დე­ბა, პა­ტა­რა სო­ფო, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ცო­ტა მე­გო­ბა­რი ჰყავ­და და არ იცო­და, რო­გორ და­ემ­ყა­რე­ბი­ნა კო­მუ­ნი­კა­ცია ბავ­შ­ვებ­თან.

ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ­თ­ვი­საც თე­რა­პიაა.

„- მე­რი პო­პინს, ხომ არა­სო­დეს წახ­ვალ?
– მე დავ­რ­ჩე­ბი თქვენ­თან, სა­ნამ ქა­რი შე­იც­ვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბას…“
(პ. ტრე­ვერ­სი „მე­რი პო­პინ­სი“)

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები