27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

არ­სე­ბო­ბის მა­რა­დი­სო­ბა აკა­კის „გამ­ზ­რ­დე­ლის“ მი­ხედ­ვით

spot_img

აკა­კი წე­რეთ­ლის ამ პო­ე­მას რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლა­ვენ კრი­ტი­კო­სე­ბი. აკა­კი ბაქ­რა­ძის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ექ­ცე­ვა ჰა­ჯი-უსუ­ბის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა, რაც სა­ფარ-ბე­გის და­ნა­შა­ულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მკვლე­ვა­რი თა­ვის სტა­ტი­ა­ში სა­გუ­ლის­ხ­მოდ ხსნის სა­ფარ-ბე­გის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვის მი­ზე­ზებ­სა და შე­დე­გებს. გუ­რამ ასა­თი­ა­ნი ბა­თუს მხატ­ვ­რულ სა­ხეს უბად­ლოდ წარ­მო­ა­ჩენს და „გამ­ზ­რ­დე­ლის“ „პე­და­გო­გი­ურ“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­საც დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს. ეს კრი­ტი­კო­სე­ბი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ბა­თუს პერ­სო­ნა­ჟი წმინ­და ქარ­თუ­ლი მოვ­ლე­ნა და ქარ­თუ­ლი რა­ინ­დუ­ლი ხა­სი­ა­თის მკა­ფიო გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ისი­ნი ყუ­რადღე­ბას არ აპყ­რო­ბენ და არა­ფერს მი­ა­ნიშ­ნე­ბენ გარ­კ­ვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის, კერ­ძოდ, ბა­თუს აფხა­ზო­ბის, ასე­ვე ნა­ზიბ­რო­ლას „სა­მეგ­რე­ლოს ასუ­ლო­ბის“, სა­ფარ-ბე­გის ყა­ბარ­დო­ე­ლი თა­ვა­დო­ბი­სა თუ ჰა­ჯი უსუ­ბის „მაჰ­მა­დის წმინ­და მცნე­ბის“ შე­სა­ხებ.

აკა­კის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის ამ კუთხით ანა­ლი­ზი მე­ტად არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნეა. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი 1898 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და და „ერთ-ერ­თი და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბე­ლი ქმნი­ლე­ბაა XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი რე­ა­ლიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში“ (ასა­თი­ა­ნი, 1982, 368). ნა­წარ­მო­ე­ბის ეპიგ­რაფ­ში ავ­ტო­რი მი­უ­თი­თებს, რომ „ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვია“ და თა­ვის პე­და­გო­გებს უძღ­ვ­ნის. ამით პო­ეტ­მა თით­ქოს უკ­ვე გან­საზღ­ვ­რა პო­ე­მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და მი­მარ­თუ­ლე­ბა; მაგ­რამ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ საქ­მე გვაქვს აკა­კი წე­რე­თელ­თან. რო­გორც ამი­რან გო­მარ­თე­ლი შე­ნიშ­ნავს, აკა­კის არ და­უ­ტო­ვე­ბია მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ველ გე­ნი­ოს­თა­გან თით­ქ­მის არა­ვინ, რომ „ფა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პო­ლე­მი­კა“ არ გა­ე­მარ­თა და თა­ვის­თა­ვა­დი, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვა არ ეთ­ქ­ვა მათ­თ­ვის!

გუ­რამ ასა­თი­ა­ნი აკა­კის „გამ­ზ­რ­დე­ლის“ ანა­ლი­ზი­სას სა­უბ­რობს ამ პო­ე­მი­სა და ილი­ას „გან­დე­გი­ლის“ და­საწყი­სის „საკ­ვირ­ვე­ლი დამ­თხ­ვე­ვის“ შე­სა­ხებ: „ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ად­გი­ლი სა­გან­გე­ბოდ მოწყ­ვე­ტი­ლია მი­წას — „ბარს და ვა­კეს“, „კაცთ ჟრი­ა­მულს“ და უშუ­ა­ლოდ „ცის მახ­ლობ­ლად“ მდე­ბა­რე­ობს“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 368). ავ­ტო­რი აქ­ვე შე­ნიშ­ნავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას „ამ უნი­ვერ­სა­ლურ ვნე­ბა­თა სა­უფ­ლო­ში“ — „თუ ილი­ას­თან გან­დე­გი­ლის სამ­ყო­ფე­ლი წარ­მო­სა­ხუ­ლია „დი­დე­ბუ­ლე­ბის“ დო­მი­ნან­ტუ­რი გან­ც­დით, რო­მე­ლიც პირ­ველ სტროფ­ში „ორ­ბ­თა“ და „არ­წივ­თა“ მე­ფუ­რი სა­ხე­ე­ბის შე­მო­ტა­ნი­თაა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი, აკა­კის­თან ასე­თი დო­მი­ნან­ტის როლს უბ­რა­ლო­ე­ბი­სა და სი­ლა­ღის გან­ც­და ას­რუ­ლებს. პე­ი­ზა­ჟის ცოცხალ მე­ტა­ფო­რულ კომ­პო­ნენ­ტად აქ მერ­ცხა­ლი გვევ­ლი­ნე­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 368):

„მთის მწვერ­ვალ­ზე, ცის მახ­ლობ­ლად,

მერ­ცხ­ლის ბუ­დედ რა­ღაც მო­ჩანს“.

მაგ­რამ კი­დევ ერ­თი ძი­რე­უ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ­სე­ბობს ამ ორ, ღმერ­თ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბულ თუ მი­სა­ახ­ლო­ვე­ბელ სამ­ყო­ფელს შო­რის. ეს მა­თი მკვიდ­რ­ნი გახ­ლავთ, ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში — გან­დე­გი­ლი ბე­რი, ხო­ლო მე­ო­რე­ში —

„ერ­თი ვინ­მე ახალ­გაზ­რ­და

აფხა­ზია, ამ მთის შვი­ლი,

რთულ ცხოვ­რე­ბის უარ­მ­ყო­ფი,

მცი­რე­დი­თაც კმა­ყო­ფი­ლი“   (წე­რე­თე­ლი 1956, 235)

ეს სტრო­ფი გე­ნი­ოს­თათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­სავ­სით და­ხუნ­ძ­ლა აკა­კიმ. ნაც­ვალ­სა­ხე­ლით „ვინ­მე“ უკ­ვე მიგ­ვა­ნიშ­ნებს გმი­რის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის გან­ზო­გა­დე­ბა­ზე; ხო­ლო ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის და­კონ­კ­რე­ტე­ბით („აფხა­ზია“), შემ­დეგ ამ კონ­კ­რე­ტი­კის კი­დევ უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი და­ზუს­ტე­ბით („ამ მთის შვი­ლი“), უმარ­ტი­ვე­სად გა­დაჭ­რა მეც­ნი­ერ­თათ­ვის დღემ­დე გა­და­უჭ­რე­ლი და „და­სამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი“ პრობ­ლე­მა — აფხა­ზე­ბი „ამ მთის“, ე.ი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს, შვი­ლე­ბი არი­ან ისე­ვე, რო­გორც ნა­ზიბ­რო­ლაა „სა­მეგ­რე­ლოს ასუ­ლი“. აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მი­ერ დას­მუ­ლი თა­ნა­ფარ­დო­ბის ნი­შა­ნი თა­მარ­სა და ძა­ბუ­ლის, აფხა­ზის ქალ­სა და მეგ­რელ ქალს შო­რის, მაგ­რამ ორი­ვე­ნი რო­გორც ერთ, ისე მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფელ მთლი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. ბა­თუ­სა და ნა­ზიბ­რო­ლას შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ამას ემა­ტე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის „ცა­ლო­ბა“, ნა­წი­ლო­ბა:

„გულ­ში გულს სდებს,

სულ­ში სულს სცვლის,

ხორცს ეწ­მახ­ვ­ნის

სუ­რო-ვა­ზი“   (წე­რე­თე­ლი 1956, 235).

წმინ­და მა­მა­თა აზ­რით, ყვე­ლა­ზე დი­დი სიმ­დიდ­რე მოთხოვ­ნი­ლე­ბა­თა სი­ღა­რი­ბეა. სწო­რედ ამ სიმ­დიდ­რის მფლო­ბე­ლია „რთულ ცხოვ­რე­ბის უარ­მ­ყო­ფე­ლი და მცი­რე­დი­თაც კმა­ყო­ფი­ლი“ ბა­თუ. „სი­ხარ­ბე მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბაა, ბუ­ნე­ბა ამ გრძნო­ბას არ იც­ნობს, მან იცის მხო­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნი კი ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს აუცი­ლე­ბელს მი­უ­მა­ტოს სი­ხარ­ბე და სწო­რედ აქ ჩნდე­ბა და­ნა­შა­უ­ლი“ (ბაქ­რა­ძე, 2013, 254), რო­მე­ლიც მარ­თალ­საც ით­რევს ბა­თუს სა­ხით და სიწ­მინ­დე­საც ბღა­ლავს ნა­ზიბ­რო­ლას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით. ბა­თუმ კარ­გად იცის, რომ სა­ფარ-ბე­გის გან­ზ­რახ­ვა „უკუღ­მარ­თია“, „მაგ­რამ საქ­მემ უკუღ­მარ­თ­მა შე­ა­წუ­ხა, და­ა­ღო­ნა“; მა­შინ რა­ტომ­ღა მი­დის ძუ­ძუმ­ტის სურ­ვი­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად? მის­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი „ლამ­პა­რი­ვით წმინ­დაა“ და ჰგო­ნია, რომ სა­ფარ-ბეგ­საც იგი­ვე გრძნო­ბა ამოძ­რა­ვებს: „მაგ­რამ რად­გან სიყ­ვა­რუ­ლის ტკბი­ლი სე­ნი შენც შეგ­ყ­რია…“, ჰგო­ნია არა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბის გა­მო, არა­მედ სხვა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან თა­ვად არაა ისე­თი, რო­გო­რიც სა­ფარ-ბე­გი: „ბა­თუს ხა­სი­ა­თი… მრთე­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ა­თია. ეს ის კრის­ტა­ლია, რო­მე­ლიც ამ „რთუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­გან“ მი­ღე­ბუ­ლი უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლე­სი დარ­ტყ­მის შე­დე­გა­დაც კი არ იბ­ზა­რე­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 369). ბა­თუს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ასე­თი სი­სუფ­თა­ვე, სი­სა­და­ვე და სიმ­ტ­კი­ცე გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ის „თა­ვი­სი ხალ­ხის ღვიძ­ლი შვი­ლია, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი ზნე­ობ­რი­ვი იდე­ა­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 370). ეს „ზნე­ობ­რი­ვი იდე­ა­ლი“ პო­ე­მის სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის არც ერთ სა­ფე­ხურ­ზე არ ტო­ვებს მას, კერ­ძოდ, დაწყე­ბუ­ლი სტუმ­რის მოს­ვ­ლი­დან, რო­ცა სიბ­ნე­ლი­სა და თავ­ს­ხ­მა წვი­მის გა­დამ­კი­დემ ჯერ კი­დევ არ იცის მი­სი ვი­ნა­ო­ბა. მაგ­რამ მთა­ვა­რი მის­თ­ვის ეს არაა, მთა­ვა­რი „ამ თავ­ს­ხ­მა­ში“ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და სამ­სა­ხუ­რია (გან­დე­გი­ლი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით), რა­საც გუ­რამ ასა­თი­ა­ნი „გუ­ლის­ხ­მი­ერ გო­ნი­ე­რე­ბას“ უწო­დებს. ამ გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მას­პინ­ძე­ლი ისე სთა­ვა­ზობს სტუ­მარს დახ­მა­რე­ბას, რომ „არ შე­უ­რაცხ­ყოს მი­სი მა­მა­კა­ცუ­რი ღირ­სე­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 372). აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ თუ რო­გორ გას­ცემს მოწყა­ლე­ბას ილი­ას ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი ისე, რომ არ ბღა­ლავს გლა­ხა­კის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას.

„ერ­თ­მა­ნე­თის მი­ნამ­ს­გავ­სი ში­ში სხვაა, სიფ­რ­თხი­ლე სხვა…“ (წე­რე­თე­ლი 1956, 240). ამი­ტო­მაც ბა­თუ, თით­ქოს ძა­ლი­ან იოლ საქ­მე­ზე მი­დი­ო­დეს, სა­უ­ბარს ხუმ­რო­ბით ამ­თავ­რებს: „და თუ დამ­რ­ჩა გა­მარ­ჯ­ვე­ბა, მა­შინ მოგ­თხოვ ფე­ხის ქი­რას…“; არა­და მშვე­ნივ­რად უწყის, რომ ამ „უკად­რის საქ­მეს“ შე­საძ­ლოა შე­ე­წი­როს კი­დეც — „ან მო­გიყ­ვან იმ ცხენს, ან თავს შევ­წი­რავ შენს მე­გობ­რო­ბას!“ ძუ­ძუმ­ტის ასე­თი თავ­გან­წირ­ვის სა­ნაც­ვ­ლოდ, სა­ფარ-ბე­გი ისეთ ცოდ­ვას ჩა­ი­დენს, რო­მელ­საც „არც შენ­დო­ბა უხერ­ხ­დე­ბა“.

სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ფარ-ბე­გი­სა და ზია-ხა­ნუ­მის ან­გა­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ვნე­ბის შე­და­რე­ბა ბა­თუ­სა და ნა­ზიბ­რო­ლას „ღრუბ­ლებ­ში ამაღ­ლე­ბულ“ სიყ­ვა­რულ­თან. ბა­თუ „რთუ­ლი ცხოვ­რე­ბის“ უარ­მ­ყო­ფე­ლი და „შო­რე­უ­ლი ფაცხა-მღვი­მის“ ბი­ნა­და­რია, რო­მე­ლიც „მთის მწვერ­ვალ­ზე, ცის მახ­ლობ­ლად“ მდე­ბა­რე­ობს. ბა­თუს საცხოვ­რი­სის აღ­წე­რი­სას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არე­ა­ლი და­ა­კავ­ში­რა პო­ეტ­მა ერ­თ­მა­ნეთ­თან. ეს გახ­ლავთ — მღვი­მე, მთა და ცა. ეს სა­მი სივ­რ­ცე ილი­ას „გან­დე­გილ­შიც“ ფი­გუ­რი­რებს. ასე­ვე ფი­გი­რი­რებს თავ­ს­ხ­მა წვი­მა, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი­ა­ნი ბნე­ლი ღა­მე, ცეცხ­ლი და უდ­რო­ოდ მო­სუ­ლი სტუ­მა­რი.

სა­გუ­ლის­ხ­მოა თუ რას უკავ­შირ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ეს სა­მი სა­ხე-სიმ­ბო­ლო: მღვი­მე­ში, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს სიმ­ბო­ლოა, იშ­ვა ჩვე­ნი მაცხო­ვა­რი — იესო ქრის­ტე. მთის სა­შუ­ა­ლე­ბით, წმინ­და წე­რი­ლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ანს ხე­ლე­წი­ფე­ბა შე­მოქ­მედ­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა: მთა­ზე მი­ი­ღო მო­სემ ათი მცნე­ბა, მთა­ზე იხი­ლა ცეცხ­ლ­წა­კი­დე­ბუ­ლი მაყ­ვ­ლის ბუჩ­ქი, რო­მე­ლიც ღვთის­მ­შობ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მაცხოვ­რის გან­კა­ცე­ბის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა გახ­ლ­დათ; მთა­ზე იც­ვა­ლა ფე­რი მაცხო­ვარ­მა; მთა­ზე აღეს­რუ­ლა კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­ს­ნა იესოს ჯვარ­ც­მით; მთი­დან ამაღ­ლ­და ზე­ცად უფა­ლი; მთა­ზე ადის და­ვით წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი — „ვინ აღ­ვი­დეს მთა­სა უფ­ლი­სა­სა, ანუ ვინ დად­გეს ად­გილ­სა წმი­და­სა მის­სა!?“ მთა­ზე ირ­წ­მუ­ნებს ქრის­ტეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მი­რი­ან მე­ფე; მთა­სა და უდაბ­ნო­ში იწყე­ბენ მოღ­ვა­წე­ო­ბას სი­რი­ე­ლი მა­მე­ბი; მთაწ­მინ­და­ზე უერ­თ­დე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლი გო­ნე­ბით შე­მოქ­მედს; მთა­ზე მყო­ფი ვა­ჟა ელა­პა­რა­კე­ბა ღმერთს, მთა­ზე დგო­მი­სას ჩა­ეს­მის გა­ლაკ­ტი­ონს „სი­ჩუ­მის იდუ­მა­ლი ხმა“; მთა­ზე ელის ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი „ქრის­ტეს გა­მოცხა­დე­ბას“; და ბო­ლოს ვი­საც სუ­ლი­ე­რი კა­თარ­ზი­სი სურს, მთა­ში მი­დის; არ­სენ დი­დი პირ­და­პირ ითხოვს მო­ნაზ­ვ­ნე­ბის­გან მთა­ში წას­ვ­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა ცას, ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის იგი „საყ­და­რია ღვთი­სა“.

ამ ღვთა­ებ­რი­ვი სივ­რ­ცის „პატ­რო­ნია“ ბა­თუ. ამი­ტო­მაც მი­აჩ­ნია იგი თა­ვის ცალს — „ცით მოწყ­ვე­ტილ ვარ­ს­კ­ვ­ლავს“, „ედე­მის ალ­ვად ასულ“ ნა­ზიბ­რო­ლას „ცა და ქვეყ­ნის შუ­ა­მავ­ლად“ და ამი­ტო­მაც „უხ­მო აღ­სა­რე­ბის“ წყა­ლო­ბით — „ერ­თად გრძნო­ბენ ამ ქვეყ­ნად­ვე სა­სუ­ფევ­ლის ნე­ტა­რე­ბას“. ნა­ზიბ­რო­ლას მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხეც საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლი­კით აღ­სავ­სე ეპი­თე­ტე­ბი­თა თუ მე­ტა­ფო­რე­ბით პო­ეტ­მა — ცის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი, ედე­მის ალ­ვის ხე, „ელ­ფე­რო­ბით — ვარ­დი“, „სი­ნა­ზით — ია“.

რას წარ­მო­ად­გენს სა­პი­რის­პი­რო წყვი­ლი; ვინ არის სა­ფარ-ბე­გის რჩე­უ­ლი ზია-ხა­ნუ­მი:

„ჯერ გაჰ­ღა­ლავს, მი­ი­ბი­რებს,

და­ი­მო­ნებს, იგ­დებს ხელ­ში,

მე­რე უნ­და გა­მოს­ცა­დოს:

აგ­დებს მის მსხვერპლს გან­საც­დელ­ში“

(წე­რე­თე­ლი 1956, 238).

რო­გორც ვხე­დავთ, ზია-ხა­ნუ­მის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად აკა­კი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ველ ზმნებს იყე­ნებს. სწო­რედ ასე აფა­სებს აკა­კი ბაქ­რა­ძე ნა­ზიბ­რო­ლას სა­პი­რის­პი­რო ან­ტიგ­მირს: „ზია-ხა­ნუმს ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე­ო­ბა აწა­მებს… მი­სი სი­ხარ­ბე ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბის იმ სა­ხე­ო­ბას ცნობს, რო­მელ­საც მორ­ჩი­ლე­ბა ეწო­დე­ბა“ (ბაქ­რა­ძე 2013, 251). ესაა ძი­რე­უ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­სა და მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბას შო­რის — ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში უმ­თავ­რე­სი გრძნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლია — „ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი არს“ (იოანე მა­ხა­რო­ბე­ლი), ხო­ლო მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბა­ში — მორ­ჩი­ლე­ბა. ზია-ხა­ნუმს „თავ­მომ­წო­ნე ინა­ლი­ფა მხო­ლოდ იმი­ტომ არ მოს­წონს, რომ იცის „სხვებ­სა­ვით ის მას ვერ იმ­სა­ხუ­რებს“. არ­სე­ბობს ნამ­დ­ვი­ლი, (ალექ­სან­დ­რე) ინა­ლი­ფას პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც გრი­გოლ შერ­ვა­ში­ძის ბა­ბუა გახ­ლ­დათ. ამ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი უბად­ლო ვაჟ­კა­ცის და­მო­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და არა­თუ ად­ვი­ლი, არა­მედ — შე­საძ­ლე­ბე­ლი. „ალ­მას­ხი­ტი არ გახ­დე­ბა ზია-ხა­ნუ­მის სი­ხარ­ბის მსა­ხუ­რი, ამი­ტომ ქა­ლი სხვებს აქე­ზებს მის წი­ნა­აღ­მ­დეგ“ (ბაქ­რა­ძე 2013, 251):

„და­მა­ჩე­მა: თუ გიყ­ვარ­ვარ

და ხარ ჩე­მი მოგ­ვა­რეო,

ინა­ლი­ფას ლურ­ჯი ცხე­ნი

ამ სამ დღე­ში მომ­გ­ვა­რეო!“   (წე­რე­თე­ლი 1956, 239).

აშ­კა­რად ჩანს, რომ სა­ფარ-ბე­გი მსხვერ­პ­ლია და თან ისეთ გან­საც­დელ­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი, რომ აუცი­ლებ­ლად სხვაც უნ­და იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლოს, მაგ­რამ ვი­ნაა იგი!? რო­გორც აკა­კი ბაქ­რა­ძე ბრძა­ნებს — „გაჩ­ნ­და და­ნა­შა­უ­ლი. ჯერ შე­და­რე­ბით უბ­რა­ლო, ცხე­ნის მო­პარ­ვა და შემ­დეგ უკ­ვე უპა­ტი­ე­ბე­ლი — ძუ­ძუმ­ტის ცო­ლის გა­ბა­ხე­ბა“ (ბაქ­რა­ძე 2013, 251). წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბით — „მინ­და არის ვნე­ბა“. და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­დან ან თუნ­დაც ინ­ტე­რე­სი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ნე­ბის­მი­ე­რი ცოდ­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ახალ, უფ­რო მძი­მე, „სათ­ქ­მე­ლად საძ­ნე­ლო“ ტრა­გე­დი­ამ­დე შე­საძ­ლოა მი­ვი­დეს. ასე გა­და­ე­ბა ჯაჭ­ვუ­რად ზია-ხა­ნუ­მის „მინ­და“ სა­ფარ-ბე­გის ვნე­ბას („და­მა­მარ­ცხა, და­მი­მო­ნა“). იმ დროს, რო­ცა „თვით ეშ­მა­კიც ეძებს ძრძო­ლით თავ­შე­სა­ფარს“, იგი ბა­თუ აფხა­ზის — „ღვთის კარს“ მი­ად­გა („სტუ­მა­რი ღვთის კარ­ზე ვდგა­ვარ. ცხენს და კაც­სა გვინ­და ბი­ნა“). ფაქ­ტია, რომ სა­ფარ ბე­გის ძი­ძის შვი­ლის „ფაცხა-მღვი­მე“ ღვთა­ებ­რივ სიწ­მინ­დეს­თა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ბა­თუ წა­მი­ე­რა­დაც კი არ უშ­ვებს მის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბას (მორ­დუ­ო­ბა ხომ ქვე­ყა­ნას რჯულ­ზე უფ­რო უმ­ტ­კი­ცე­სად მი­აჩ­ნია). რო­გორც აკა­კი ბაქ­რა­ძე ამ­ბობს — „ბა­თუმ ადა­მი­ა­ნის უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი გრძნო­ბა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა — ნდო­ბა“ (ბაქ­რა­ძე 2013, 256).

მაშ რა მოხ­და „მერ­ცხ­ლის ბუ­დე­სა­ვით“ წმინ­და ფაცხა­ში!? აკა­კი ილი­ა­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით შე­ცო­დე­ბის პრო­ცესს არ გად­მოგ­ვ­ცემს, არც გან­დე­გი­ლი­ვით გარ­ბის ცოდ­ვის ად­გი­ლი­სა და ობი­ექ­ტი­სა­გან სა­ფარ-ბე­გი; პი­რი­ქით, მარ­თა­ლია, ზე­ზე შემ­კ­რ­თა­ლი და დარ­ცხ­ვე­ნი­ლი წა­მო­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ ბა­თუს „მშვიდ სა­ხე­ზე“ ღი­მილს შე­ამ­ჩ­ნევს:

„გა­ი­ფიქ­რა: მად­ლო­ბა ღმერთს!

არა­ფე­რი შე­უტყ­ვია,

თვა­რა გულ-მკერდს გა­მიხ­ვ­რეტ­და

ხან­ჯ­ლის წვე­რი და ან ტყვია!“   (წე­რე­თე­ლი 1956, 243).

სა­ფარ-ბე­გის ამ სიტყ­ვე­ბი­დან — ე.ი. თუ ვერ გა­ი­გო ძი­ძიშ­ვილ­მა მი­სი შე­ცო­დე­ბა, თუ ქალ­მა „ნა­მუ­სი შე­ი­ნა­ხა“ („ჩემს საქ­ცი­ელს სა­მარ­ცხ­ვი­ნოს ვინ გა­ი­გებს, ვინ დამ­ძ­რა­ხავს?“) — ნათ­ლად ჩანს, რომ თუ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს, შე­გიძ­ლია ქვე­ყა­ნა და­აქ­ციო. ილია თა­ვის ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძეს ასე ათ­ქ­მე­ვი­ნებს: „გა­ნა უწინ კი არ იყო მა­გის­თა­ნა ამ­ბე­ბი,.. მაგ­რამ უწინ სულ და­ფა­რუ­ლი იყო“ (ჭავ­ჭა­ვა­ძე 1985, 298). სა­ფარ-ბე­გის­თ­ვის ნა­ზიბ­რო­ლას გა­ბა­ხე­ბა ისე­ვე არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, რო­გორც და­თი­კო­სათ­ვის თამ­როს და­უფ­ლე­ბა (არც სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა რჩე­ბა აკა­კის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა). ეს გა­ნას­ხ­ვა­ვებს მას გან­დე­გი­ლი­სა­გან. ამი­ტომ არ გარ­ბის არ­სად. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში მის საქ­ცი­ელს აგ­რე­სი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია ჰქვია, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და სა­კუ­თარ ქცე­ვას ვე­ღარ აკონ­ტ­რო­ლებს; ხო­ლო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, ეს შეპყ­რო­ბი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნის გა­მოს­ვ­ლა შე­საძ­ლოა ტრა­გე­დი­ი­თაც კი დამ­თავ­რ­დეს, რო­გორც გან­დე­გი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. სა­ფარ-ბე­გის ბუ­ნე­ბის ბო­ლომ­დე გა­შიშ­ვ­ლე­ბა ზია-ხა­ნუ­მის სი­ხარ­ბის ირი­ბი მსხვერ­პ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის წარ­მო­ჩე­ნით ხდე­ბა; რო­გორც კი „თმა­გაშ­ლილ“, „ჩუ­მად მტი­რალ“ ნა­ზიბ­რო­ლას იხი­ლავს ბა­თუ, რო­მე­ლიც „ტი­ნის კე­დელს თავს ახ­ლის და ხმას არ იღებს“, „მიხ­ვ­და ქმა­რი, რაც მომ­ხ­და­რა, ზარ­მა დაჰ­კ­რა ელ­და ეცა!… და რომ კრინ­ტიც არ და­უძ­რავს, იქ­ვე უხ­მოდ ჩა­ი­კე­ცა“ (წე­რე­თე­ლი 1956, 242).

ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი ლა­დო ასა­თი­ა­ნის შე­სა­ხებ წერს სა­ო­ცარ სიტყ­ვებს — „სუ­ლის კვამ­ლი უწ­ვავ­და თვა­ლებს“. ბა­თუს უხ­მო ჩა­კეც­ვა სწო­რედ ისე­თი „სუ­ლის წვაა“, რო­ცა წე­სით ადა­მი­ა­ნი ვე­ღარ უნ­და არ­ჩევ­დეს ვე­რა­ფერს, მაგ­რამ გონ­ზე მო­სუ­ლი, ვა­ჟას ჯო­ყო­ლას მსგავ­სად, გა­სა­ოც­რად ანუ­გე­შებს ცოლს — „გა­და­იგ­დე გუ­ლი­დან ეგ ცრუ ზღა­პა­რი და სიზ­მა­რი!… მე და შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი წმინ­და არის, ვით ლამ­პა­რი“. „ლამ­პა­რი­ვით წმინ­და სიყ­ვა­რულ­მა და სი­ხარ­ბი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და­ბა­და ბა­თუს დიდ­ბუ­ნე­ბო­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი, მი­სი სულ­დი­დო­ბა“, — წერს აკა­კი ბაქ­რა­ძე (ბაქ­რა­ძე 2013, 257). ხო­ლო გუ­რამ ასა­თი­ა­ნი­სათ­ვის ბა­თუს საქ­ცი­ე­ლი „ქარ­თუ­ლი სუ­ლის“ „რა­ინ­დუ­ლი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბის ნამ­დ­ვი­ლი აპო­თე­ო­ზია“ (ეს სიტყ­ვე­ბი კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რი გახ­ლავთ იმი­სა, რომ ბა­თუ აფხა­ზი ისე­თი­ვე ქარ­თ­ვე­ლია, რო­გო­რიც „სა­მეგ­რე­ლოს ასუ­ლი“ ნა­ზიბ­რო­ლა). „ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის ტან­ჯ­ვის ხილ­ვით და ამ ტან­ჯ­ვი­სად­მი თა­ნალ­მო­ბით ის თით­ქოს არის­ტო­ტე­ლე­სე­უ­ლი კა­თარ­ზი­სის მსგავს ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ეზი­ა­რე­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 373). ფაცხა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლეს და­უბ­რუ­ნა ბა­თუმ იმე­დი, შე­აძ­ლე­ბი­ნა სი­ცოცხ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა; მაგ­რამ რჩე­ბა მე­ო­რე — სტუ­მა­რი, ძუ­ძუმ­ტე და დამ­ნა­შა­ვე ერ­თად. ერ­თი გა­მოც­და, რო­მე­ლიც საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბო­და, მან წარ­მა­ტე­ბით „ჩა­ა­ბა­რა“, მე­ო­რე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, რად­გან საქ­მე ისეთ ცოდ­ვას ეხე­ბა, რო­მელ­საც შენ­დო­ბაც კი არ უხერ­ხ­დე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზი ბა­თუ მას­პინ­ძ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას ისე პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლებს („გა­მო­აწყო, არ და­აკ­ლო, რაც წე­სია, სამ­სა­ხუ­რი, რომ სტუ­მა­რი არ გა­უშ­ვას გულ­ნაკ­ლი და უმა­დუ­რი“), „რომ ერ­თი გამ­ყიდ­ვე­ლი ნერ­ვიც არ შე­უ­თა­მაშ­და სა­ხე­ზე“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 374). მაგ­რამ „სა­კუ­თა­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­სა­მუხ­ტა­ვად წა­მოწყე­ბუ­ლი ჭე­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მუხ­რუჭ­დე­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 371):

„სა­ფარ-ბე­გო პირ­შა­ვო­ბა

შე­ნი ვი­ცი, შე­მიტყ­ვია…“   (წე­რე­თე­ლი 1956, 239).

ის უკ­ვე აღარ მი­მარ­თავს რო­გორც ძუ­ძუმ­ტეს („არა სთქვა რა!… არც მე გკითხავ: არის ზო­გი შე­ცო­დე­ბა, რომ სათ­ქ­მე­ლად საძ­ნე­ლოა… არც შენ­დო­ბა უხერ­ხ­დე­ბა!“, 244). რო­გორც ნა­ზიბ­რო­ლას მდგო­მა­რე­ო­ბის ხილ­ვი­სას იყო სიტყ­ვა უძ­ლუ­რი („უხ­მოდ ჩა­ი­კე­ცა“), ასე­ვეა უძ­ლუ­რი სა­ფარ-ბე­გის შე­ცო­დე­ბის გად­მო­სა­ცე­მად. ბა­თუს ამ სიტყ­ვებს იგი ცნო­ბი­ერ გო­ნე­ბა­ზე მოჰ­ყავს და აღი­ა­რებს თა­ვის და­ნა­შა­ულს („შე­მაც­დი­ნა თვით ეშ­მაკ­მა და დამ­რია ცოდ­ვის ხე­ლი!…“ (წე­რე­თე­ლი 1956, 245). ისეთ უმ­ძი­მეს ცოდ­ვას, რო­გო­რიც მან ჩა­ი­დი­ნა, მხო­ლოდ ცრემ­ლი ვერ გან­წ­მენდს. ეს კარ­გად უწყის სა­ფარ-ბეგ­მაც („მომ­კალ… ტან­ჯულს რამ მიშ­ვე­ლე, მაზღ­ვე­ვი­ნე, რაც შეგ­ცო­დე, სი­ნი­დი­სი გა­მიმ­რ­თე­ლე“). ბა­თუ, მარ­თა­ლია, შე­უნ­დობს შე­ცო­დე­ბას („წა­დი ჩემ­გან შენ­დო­ბი­ლი“), მაგ­რამ დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი სინ­დი­სის გამ­რ­თე­ლე­ბა არ ხე­ლე­წი­ფე­ბა. ამი­ტო­მაც სხვა გა­მო­სა­ვალს სთა­ვა­ზობს:

„წა­დი, ნა­ხე ის მოძღ­ვა­რი, ვინც შვი­ლი­ვით გა­მოგ­ზარ­და“

(წე­რე­თე­ლი 1956, 246)

ამით თით­ქოს მან გა­და­ა­ბა­რა მოძღ­ვარს ის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი, რო­მელ­საც სა­ფარ-ბე­გის სუ­ლი წარ­მო­ად­გენს; თა­ვად კი ფაცხი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი „აღ­მარ­თი ძლივს ბარ­ბა­ცით“, მაგ­რამ მა­ინც „აიარა“. „ბა­თუს „ბარ­ბა­ცი“ მი­სი სუ­ლი­ე­რი დაღ­ლი­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ოღონდ ეს არაა დათ­რ­გუ­ნუ­ლი, არა­მედ მძი­მე სა­ხა­დი­სა­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი, სიმ­რ­თე­ლე­შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სუ­ლის დაღ­ლი­ლო­ბა“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 374). სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც იყო, რად­გან ავ­ტორს აუცი­ლებ­ლად უნ­და ეთ­ქ­ვა მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის თუ „რა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და­ძაბ­ვის ფა­სად და­უჯ­და მის გმირს იმ უფ­ს­კ­რუ­ლი­დან ამოღ­წე­ვა, რო­მელ­შიც მი­სი გმი­რი ჩა­ჩე­ხეს“ (ასა­თი­ა­ნი 1982, 374)

ეს უფ­ს­კ­რუ­ლი კი ძა­ლი­ან ღრმა გახ­ლ­დათ; ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკა­კი ბაქ­რა­ძეს ლევ ტოლ­ს­ტო­ის სიტყ­ვე­ბი მოჰ­ყავს მა­გა­ლი­თად: „ადა­მი­ა­ნი იტანს მი­წის­ძ­ვ­რებს, ეპი­დე­მი­ებს, ავად­მ­ყო­ფო­ბა­თა სა­ში­ნე­ლე­ბებს და ყო­ველ­გ­ვარ სუ­ლი­ერ წა­მე­ბათ, მაგ­რამ ყო­ველ ხა­ნა­ში მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე უმ­წ­ვა­ვე­სი ტრა­გე­დია იყო, არის და იქ­ნე­ბა — სა­წო­ლი ოთა­ხის ტრა­გე­დია“. ვი­საც ძა­ლუძს ამ ტრა­გე­დი­ას შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ხე­დოს, ემო­ცი­ას არ აჰ­ყ­ვეს და რუ­ა­სით გან­სა­ჯოს, მას აქვს პა­ტი­ე­ბის ღვთა­ებ­რი­ვი უნა­რი, ეს უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა ბა­თუმ ნა­ზიბ­რო­ლას მი­მართ. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ; „ამი­ტო­მაც ბა­თუს ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის სიღ­რ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ეს სიღ­რ­მე მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და ცრუ კი არ არის, არა­მედ ნამ­დ­ვი­ლი“ (ბაქ­რა­ძე 2013, 259). წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი ვერ შეძ­ლებ­და სა­ფარ-ბე­გის პა­ტი­ე­ბას; რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან — ჩვენ ცოდ­ვა უნ­და გვძულ­დეს და არა ცოდ­ვის ჩამ­დე­ნი. ბა­თუ­საც სძულს არა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ ცოდ­ვა. სწო­რედ ცოდ­ვის სი­ძულ­ვის გა­მო „ბა­თუ და­ნა­შა­ულს არ ურიგ­დე­ბა“ (ბაქ­რა­ძე 2013, 259). რო­გორც აკა­კი ბაქ­რა­ძე ბრძა­ნებს, „და­ნა­შა­უ­ლი შეგ­ნე­ბუ­ლია, შენ­დო­ბის აქ­ტიც აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ სა­ფარ-ბე­გის ბე­დი მა­ინც არ არის გა­დაწყ­ვე­ტი­ლი“ (ბაქ­რა­ძე 2013, 259). ბა­თუ აფხაზ­მა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა „ყა­ბარ­დო­ელ მოძღ­ვარს“ მი­ან­დო („რომ მიხ­ვი­დე ყა­ბარ­დო­ში, იცო­დე, რომ სულ პირ­ვე­ლად, წა­დი, ნა­ხე ის მოძღ­ვა­რი, ვინც შვი­ლი­ვით გა­მოგ­ზარ­და“). პო­ე­მის სა­თა­უ­რის ად­რე­სატს ნა­წარ­მო­ებ­ში მხო­ლოდ ბო­ლო თა­ვი ეთ­მო­ბა, მაგ­რამ სათ­ქ­მე­ლის ტე­ვა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით ბევრ დიდ­ტა­ნი­ან თხზუ­ლე­ბა­ზე მეტს გვამ­ც­ნობს გმი­რის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის გად­მო­ცე­მი­სა თუ მი­სი „ზნე­ობ­რი­ვი აქ­ტის“ დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით:

„არც გვა­რით, არც ვაჟ­კა­ცო­ბით,

არც სიმ­დიდ­რით, არც ქო­ნე­ბით,

ჰა­ჯი-უსუბ ცნო­ბი­ლია

მხო­ლოდ ჭკუ­ით და გო­ნე­ბით…“

პო­ეტ­მა უკ­ვე შექ­მ­ნა გარ­კ­ვე­ულ სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლე­ზე მყო­ფი პი­როვ­ნე­ბის ში­ნა­გა­ნი პორ­ტ­რე­ტი, რო­მე­ლიც „თვით მაჰ­მა­დის წმინ­და მცნე­ბით“ არის შემ­კო­ბი­ლი. ჰა­ჯი-უსუ­ბის ნა­წარ­მო­ებ­ში შე­მოს­ვ­ლას ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არე­ა­ლი შე­მო­აქვს პო­ე­მა­ში: ერ­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი — ყა­ბარ­დო, ხო­ლო მე­ო­რე რე­ლი­გი­უ­რი — მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი სამ­ყა­რო. სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ვის­თ­ვის არაა უცხო ის ფაქ­ტი, რომ აკა­კი რით­მის გუ­ლის­თ­ვის ამ ორ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტორს არ შე­მო­ი­ტან­და ნა­წარ­მო­ებ­ში. თა­ვის­თა­ვად ის­მის კითხ­ვა — რის­თ­ვის დას­ჭირ­და, რი­სი თქმა სურს პო­ეტს? ამავ­დ­რო­უ­ლად აფხაზ გლეხ ბა­თუ­სა და ყა­ბარ­დო­ელ თა­ვად სა­ფარს შო­რის მორ­დუ­ო­ბის ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რია დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თულ­მა მწერ­ლო­ბამ მორ­დუ­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა შემ­თხ­ვე­ვე­ბი და­ხა­ტა უკ­ვე ეთ­ნო­სის სა­ხელ-და­სა­კუთ­რე­ბულ აფხაზ­თა და ქარ­თ­ველ­თა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა; კერ­ძოდ, კო­მუ­ნისტ არ­ზა­ყან ზვამ­ბა­ი­ა­სა და თა­რაშ ემ­ხ­ვარს შო­რის და ჰა­კი აძ­ბა­სა და უჯუშ ემ­ხას შო­რის. ერ­თი ირი­ბად კლავს ძუ­ძუმ­ტეს, ხო­ლო მე­ო­რე სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს სწი­რავს მის­თ­ვის. ურ­თი­ერ­თო­ბის ამ ფორ­მამ რად­გან ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა ჰპო­ვა ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა გვა­ფიქ­რე­ბი­ნოს — ხომ არ მი­დის პო­ე­ტი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შორს, ვიდ­რე ჩვენ ეს წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია?! კერ­ძოდ, ის ხე­დავს, მორ­დუ­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით რო­გორ შე­მო­დი­ან იმი­ერ კავ­კა­სი­ი­დან უცხო ტო­მი­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მიგ­რან­ტე­ბი ამი­ერ კავ­კა­სი­ა­ში და რა ძვი­რად უჯ­დე­ბა ქარ­თ­ვე­ლურ ტო­მებს — აფხა­ზებ­სა და მეგ­რე­ლებს მა­თი თვით­გა­მორ­კ­ვე­ვა; ამის თქმა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მტკივ­ნე­უ­ლი ჩვენს მა­მულ­ში შე­მო­სუ­ლი ხიზ­ნე­ბი­სათ­ვის, აკა­კიმ „მაჰ­მა­დის მცნე­ბას“ გან­საზღ­ვ­რე­ბად „წმინ­და“ წა­რუმ­ძღ­ვა­რა; ამით იგი ქრის­ტი­ა­ნო­ბას გა­უ­ტო­ლა, ხო­ლო ჰა­ჯი-უსუ­ბი მოყ­ვა­სი­სად­მი დარ­ღ­ვე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­სამ­თ­ლი­ა­ნებ­ლად წი­რავს სა­კუ­თარ სი­ცოცხ­ლეს, „სა­ფარ-ბე­გის მო­ნა­ნი­ე­ბის დროს ჰა­ჯი-უსუბ­მა თა­ვის თა­ვი გაზ­რ­დი­ლის და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ მი­იჩ­ნია“ (ბაქ­რა­ძე 2013, 260) და, ერ­თი შე­ხედ­ვით, ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. მაგ­რამ მას „გა­მოჰ­ქონ­და არა იური­დი­უ­ლი, არა­მედ ზნე­ობ­რი­ვი“ გა­ნა­ჩე­ნი. სხვა­თა და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გან­ც­და მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს გა­აჩ­ნი­ათ. ჰა­ჯი-უსუ­ბის ეს გან­ც­და მკითხ­ველს აუცი­ლებ­ლად მო­ა­გო­ნებს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სი­ნა­ნულს და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სიტყ­ვებს: „ათა­სე­ბის ტკი­ვი­ლი ერ­თ­მა უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს, ათა­სე­ბის მა­გივ­რად ერ­თია მლოც­ვე­ლი და ჯვარ­ზე გამ­ს­ვ­ლე­ლი…“. „ამ­რი­გად, ჰა­ჯი-უსუ­ბის პა­ტი­ოს­ნე­ბა არის პა­ტი­ოს­ნე­ბა, რო­მელ­საც უნა­რი აქვს სხვი­სი და­ნა­შა­უ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი თა­ვის­თავ­ში იპო­ვოს და თა­ვად აგოს პა­სუ­ხი“ (ბაქ­რა­ძე 2013, 261) აი ამ სი­მაღ­ლემ­დე აიყ­ვა­ნა აკა­კიმ ყა­ბარ­დო­ე­ლი მაჰ­მა­დის მცნე­ბის მიმ­დე­ვა­რი მოძღ­ვა­რი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ილი­ას მოთხ­რო­ბას „სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ“, ვნა­ხავთ, რომ პეტ­რე ვე­რაფ­რით ხვდე­ბა, რა და­ნა­შა­უ­ლი მი­უძღ­ვის სარ­ჩო­ბე­ლა­ზედ და­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭი­სად­მი; არა­და „ბო­რო­ტის ქმე­დე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი ყო­ველ­თ­ვის არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, იგი ამ ტვირთს ჰა­ჯი-უსუ­ბი­ვით არ ღე­ბუ­ლობს. „აკა­კი წე­რეთ­ლის გამ­ზ­რ­დე­ლი სჯის და­ნა­შა­ულს, მაგ­რამ არ არ­ღ­ვევს არ­სე­ბო­ბის მა­რა­დი­სო­ბის კა­ნონს, წარ­სუ­ლის სა­ხე­ლით არ კლავს მო­მა­ვალს“ (ბაქ­რა­ძე 2013, 267). ასე უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ, ლა­მა­ზად და ფრთხი­ლად „შე­ე­ხო“ აკა­კი „აფხაზ­თა, (აფ­სუ­ა­თა) გუ­ლის სი­მებს“. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი დი­დი მწერ­ლე­ბი ეტყო­ბა ხე­დავ­დ­ნენ ეთ­ნო­სის სა­ხე­ლის მით­ვი­სე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას შე­მო­სუ­ლი ტო­მის მხრი­დან და ამი­ტო­მაც ასე დე­ლი­კა­ტუ­რად სვა­მენ ტო­ლო­ბის ნი­შანს აფხაზ­სა და მეგ­რელს შო­რის, ასე ოს­ტა­ტუ­რად გად­მოგ­ვ­ცე­მენ მორ­დუ­ო­ბის ტრა­დი­ცი­ას და ასე ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩე­ნენ სტუმ­რად მო­სულ გა­რე­ულს, რო­მელ­მაც „ში­ნა­უ­რი გა­აგ­დო“; მაგ­რამ ბო­რო­ტე­ბა ბო­რო­ტე­ბით არ იკურ­ნე­ბა, მას მა­ღა­ლი ზნე­ო­ბი­სა და გმი­რო­ბის მა­გა­ლი­თი აცამ­ტ­ვე­რებს ან აკე­თილ­შო­ბი­ლებს, რაც სა­გუ­ლის­ხ­მო და სა­სურ­ვე­ლია ჩვენს სამ­შობ­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ეთ­ნო­სის მი­მართ.

 

თა­მარ კო­ბე­რი­ძე

სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. აკა­კი წე­რე­თე­ლი, თხზუ­ლე­ბა­თა სრუ­ლი კრე­ბუ­ლი, ტ. V, თბი­ლი­სი-1956წ.
  1. გუ­რამ ასა­თი­ა­ნი, „სა­თა­ვე­ებ­თან“, გა­მომც. „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო“, თბი­ლი­სი-1982წ.
  1. აკა­კი ბაქ­რა­ძე — სკო­ლას, გა­მომც. „ინ­ტე­ლექ­ტი“, თბი­ლი­სი-2013წ.
  1. ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები