27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი და გრა­მა­ტი­კა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში

spot_img

მეტყ­ვე­ლე­ბის ნა­წილ­თა შო­რის არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი (სე­მან­ტი­კუ­რი) ჯგუ­ფე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, ფორ­მაც­ვა­ლე­ბა­დო­ბის ნი­უ­ან­სე­ბი­თა და სინ­ტაქ­სუ­რი ფუნ­ქ­ცი­ის ნა­ირ­გ­ვა­რო­ბით. ამ სა­კითხე­ბის სწავ­ლე­ბა აქ­ტი­ვო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იოლია. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის, ისე­ვე რო­გორც სხვა გრა­მა­ტი­კუ­ლი მა­სა­ლის სწავ­ლე­ბა, ხში­რად შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა ხოლ­მე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი (ფაქ­ტობ­რი­ვი) ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით, რაც არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია. არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი ერთ აქ­ტი­ვო­ბად ჩა­ით­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამით მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­სია ამო­წუ­რა.

გი­ზი­ა­რებთ არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის ანა­ლი­ზის­თ­ვის სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კას.

არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის­თ­ვის:
  1. გა­მო­ვარ­ჩევთ წი­ნა­და­დე­ბი­დან, კონ­ტექ­ს­ტი­დან არ­სე­ბით სა­ხელს;
  2. ვიწყებთ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი (სე­მან­ტი­კუ­რი) ჯგუ­ფე­ბის გა­მო­ყო­ფას:

ვინ თუ რა ჯგუ­ფი­სა (იგი­ვე ადა­მი­ან­თა და არა­ა­და­მი­ან­თა);

♦ სუ­ლი­ერ­თა და უსუ­ლო­თა;

♦ სა­ზო­გა­დო და სა­კუ­თა­რი;

♦ კონ­კ­რე­ტუ­ლი და აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი;

♦ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა;

♦ კრე­ბი­თი;

♦ მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლე­ბი;

♦ კნი­ნო­ბი­თი, ალერ­სო­ბი­თი.

  1. ფუ­ძის გა­მოკ­ვე­თა;
  2. ფუ­ძის რაგ­ვა­რო­ბა (უკუმ­შ­ვე­ლი, კუმ­შ­ვა­დი, კვე­ცა­დი, უკ­ვე­ცე­ლი, კუმ­შ­ვად-კვე­ცა­დი), ვა­დას­ტუ­რებთ ნა­თე­სა­ო­ბი­თი ბრუნ­ვის ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით;
  3. ბრუნ­ვის ამოც­ნო­ბა;
  4. ბრუნ­ვის ნიშ­ნის გა­მოკ­ვე­თა;
  5. გრა­მა­ტი­კუ­ლი რიცხ­ვი. მრავ­ლო­ბი­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მრავ­ლო­ბი­თის სა­ხის და­სა­ხე­ლე­ბა;
  6. თან­დე­ბუ­ლი­ა­ნო­ბა;
  7. ნა­წი­ლა­კი­ა­ნო­ბა;
  8. სინ­ტაქ­სის შეს­წავ­ლის მე­რე — სა­ხე­ლის სინ­ტაქ­სუ­რი ფუნ­ქ­ცია (ქვემ­დე­ბა­რე, და­მა­ტე­ბა­ნი ან, იშ­ვი­ა­თად, გან­საზღ­ვ­რე­ბა).
კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი:

ქარ­მა ხეს ტო­ტი მოს­ტე­ხა.

ქარ­მა — არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი; რა ჯგუ­ფი­სა; უსუ­ლო; სა­ზო­გა­დო; კონ­კ­რე­ტუ­ლი; ფუ­ძე — ქარ, ბო­ლო­თან­ხ­მოვ­ნი­ა­ნი, უკუმ­შ­ვე­ლი (ქარ-ის); დგას მოთხ­რო­ბით ბრუნ­ვა­ში, ნი­შა­ნი — მა; მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი; უთან­დე­ბუ­ლო; უნა­წი­ლა­კო.

ხეს — არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი; რა ჯგუ­ფი­სა; უსუ­ლო; სა­ზო­გა­დო; კონ­კ­რე­ტუ­ლი; ფუ­ძე — ხე, ბო­ლოხ­მოვ­ნი­ა­ნი, კვე­ცა­დი (ხ-ის); დგას მი­ცე­მით ბრუნ­ვა­ში, ნი­შა­ნი — ს; მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი; უთან­დე­ბუ­ლო; უნა­წი­ლა­კო.

ტო­ტი — არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი; რა ჯგუ­ფი­სა; უსუ­ლო; სა­ზო­გა­დო; კონ­კ­რე­ტუ­ლი; ფუ­ძე — ტოტ, ბო­ლო­თან­ხ­მოვ­ნი­ა­ნი, უკუმ­შ­ვე­ლი (ტოტ-ის); დგას სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში, ნი­შა­ნი — ი; მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი; უთან­დე­ბუ­ლო; უნა­წი­ლა­კო.

ეს წიგ­ნა­კიც ახალ­გაზ­რ­დო­ბის მე­რე აღარ გა­და­მიშ­ლია.

წიგ­ნა­კი — არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი; რა ჯგუ­ფი­სა; უსუ­ლო; სა­ზო­გა­დო; კონ­კ­რე­ტუ­ლი; კნი­ნო­ბი­თი; ფუ­ძე — წიგ­ნაკ (-აკ ბო­ლო­სარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბით), ბო­ლო­თან­ხ­მოვ­ნი­ა­ნი, უკუმ­შ­ვე­ლი (წიგ­ნაკ-ის); დგას სა­ხე­ლო­ბით ბრუნ­ვა­ში, ნი­შა­ნი — ი; მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი; უთან­დე­ბუ­ლო; ც-ნა­წი­ლა­კი­ა­ნი.

ახალ­გაზ­რ­დო­ბის (მე­რე) — არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი; რა ჯგუ­ფი­სა; უსუ­ლო; სა­ზო­გა­დო; აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი (-ობა ბო­ლო­სარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბით); ფუ­ძე — ახალ­გაზ­რ­დო­ბა, ბო­ლოხ­მოვ­ნი­ა­ნი, კვე­ცა­დი (ახალ­გაზ­რ­დობ-ის); დგას ნა­თე­სა­ო­ბით ბრუნ­ვა­ში, ნი­შა­ნი — ის; მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვი; თან­დე­ბუ­ლი­ა­ნი (მე­რე ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თან­დე­ბუ­ლის ფუნ­ქ­ცი­ი­თაა); უნა­წი­ლა­კო.

ამ­გ­ვა­რი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელ­მა კლასს შეს­თა­ვა­ზოს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ასე­თი პი­რო­ბა:

და­წე­რეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­ს­ტი არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლის შე­სა­ხებ სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის რო­მე­ლი­მე იგავ-არაკ­ზე (უმ­ჯო­ბე­სია, თუ მი­ვუ­თი­თებთ კონ­კ­რე­ტუ­ლად, მა­გა­ლი­თად, „მთი­უ­ლი და კაკ­ლის ხე“ ან „უკან მი­დევ­ნე­ბუ­ლი ლამ­პა­რი“…) დაყ­რ­დ­ნო­ბით. წე­რი­სას გა­მოკ­ვე­თეთ აბ­ზა­ცე­ბი, და­ი­ცა­ვით ენობ­რი­ვი ნორ­მე­ბი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცია.

ნა­მუ­შე­ვარ­ში წარ­მო­ა­ჩი­ნეთ:

♦ სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­ს­ტის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი;

♦ რო­მე­ლი ჯგუ­ფის არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ან­მა იშ­ვი­ა­თად/ხში­რად სა­თა­უ­რებ­ში, ტექ­ს­ტ­ში და რა ფუნ­ქ­ცი­ით;

♦ არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი, სიტყ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბის (ძი­რი, ფუ­ძე, აფიქ­სე­ბი), რიცხ­ვის ფორ­მე­ბის, მხლებ­ლე­ბის ნაირ­გ­ვა­რო­ბა­ნი.

ნა­მუ­შევ­რის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ისა­უბ­რეთ:

♦ რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია სა­თა­უ­რებ­სა და ტექ­ს­ტის ძი­რი­თად ნა­წილ­ში არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;

♦ რა სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ/რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გით და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე.

შე­ნიშ­ვ­ნა: სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგავ-არა­კის ნაც­ვ­ლად, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ე­რი მხატ­ვ­რუ­ლი ან არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა რე­ა­ლიზ­დე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნი­სას. ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო­ცაა და შე­მეც­ნე­ბი­თი ეფექ­ტიც აქვს. ამა­ვე დროს, აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა ტექ­ს­ტი­დან მოწყ­ვე­ტი­ლად აღარ მოხ­დე­ბა, რაც კი­დევ ერ­თხელ და­არ­წ­მუ­ნებს მოს­წავ­ლე­ებს, რომ გრა­მა­ტი­კა არ არის იზო­ლი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა და ის ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ორ­გა­ნუ­ლად არ­სე­ბობს.

მა­დო­ნა სურ­მა­ნი­ძე
ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვერ­ნე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები