25 ოქტომბერი, ორშაბათი, 2021

არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე

spot_img

ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი ბევ­რ­გ­ვა­რია. დღეს ვი­სა­უბ­რებთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ესე­ზე, რომ­ლის მი­მართ დი­დია ინ­ტე­რე­სი.

არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე არის ანა­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სა­მი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი­სა­გან (შე­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და დას­კ­ვ­ნა). მი­სი მი­ზა­ნია, დას­ვას სა­კითხი (პრობ­ლე­მა), გა­ნი­ხი­ლოს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს (და­ა­სა­ბუ­თოს არ­გუ­მენ­ტე­ბით, წარ­მო­ად­გი­ნოს ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია, პა­რა­ლე­ლე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი…), შე­ა­ჯა­მოს სათ­ქ­მე­ლი და გა­მოთ­ქ­ვას სა­თა­ნა­დო და­ს­კვ­ნა/დას­კ­ვ­ნე­ბი. სტრუქ­ტუ­რუ­ლად გა­მარ­თულ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ ესე­ში, ერ­თი მხრივ, ზე­მოთ გან­ხი­ლუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­თე­უ­ლე­ბია, რო­მელ­თა შო­რი­საც აუცი­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობ­დეს ლო­გი­კუ­რი და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი.

ზო­გა­დად, ესეს გან­ვი­ხი­ლავთ და ვა­ფა­სებთ სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ესაა:

  1. ესეს სტრუქ­ტუ­რა (შე­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და დას­კ­ვ­ნა);
  2. ესეს ში­ნა­არ­სი (ეს ში­ნა­არ­სი ერ­თი­ან­დე­ბა ერ­თი სა­თა­უ­რის — „მსა­ხუ­რე­ბის“ ქვეშ და უნ­და იყოს ლო­გი­კუ­რი, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვად სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი);
  3. ესეს „ენა“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვგუ­ლის­ხ­მობთ ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ესეს შე­საქ­მ­ნე­ლად. ესეს შექ­მ­ნი­სას არ ვი­ყე­ნებთ სენ­ტი­მენ­ტებს, არ ხდე­ბა სა­კითხის რო­მან­ტი­ზე­ბა და ტრო­პის სა­ხე­ე­ბი (ეპი­თე­ტი, შე­და­რე­ბა და ა.შ.), ან სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­ვურ­თავთ ტექ­ს­ტ­ში. ესეს და­წე­რის დროს უმ­ჯო­ბე­სია მკაც­რი, აკა­დე­მი­უ­რი სტი­ლის დაც­ვა.

იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლად შე­ვე­ხოთ სა­კითხს, მცი­რე რა­კურსს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: ძველ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში გა­სან­თ­ლულ და­ფა­ზე წერ­დ­ნენ წვე­რი­ა­ნი ჩხი­რით, რო­მელ­საც სტი­ლი ერ­ქ­ვა. მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სტი­ლით ნა­წე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ასე წარ­მო­იშ­ვა პირ­ვან­დე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სტი­ლის­ტი­კი­სა: ეს იყო ადა­მი­ან­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი „ხელ­წე­რა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უკ­ვე სტი­ლი ფარ­თო გა­გე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და დღე­საც სტი­ლის­ტი­კის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბა ასე­თია — სათ­ქ­მე­ლი­სა და თქმუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა.

სტი­ლის­ტი­კის გარ­და, რო­ცა ესეს შე­ვე­ხე­ბით, უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ რი­ტო­რი­კაც. მჭერ­მეტყ­ვე­ლე­ბის მა­მად წო­დე­ბუ­ლი კვინ­ტი­ლი­ა­ნე რი­ტო­რი­კას „კარ­გად თქმის ხე­ლოვ­ნე­ბას“ უწო­დებ­და. რი­ტო­რი­კა აერ­თი­ა­ნებ­და სა­მეც­ნი­ე­რო და მხატ­ვ­რულ შე­მეც­ნე­ბას, რო­მელ­საც ეთი­კაც და­ე­მა­ტა. რი­ტო­რი­კის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და შემ­დეგ ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სტი­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც ეყ­რ­დ­ნო­ბო­და ტრო­პებ­სა და პრაქ­ტი­კულ სტი­ლის­ტი­კას, ანუ სათ­ქ­მე­ლი­სა და თქმუ­ლის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბას (რა იყო სათ­ქ­მე­ლი და რა ით­ქ­ვა).

ფუნ­ქ­ცი­უ­რი სტი­ლის­ტი­კის შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტია ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის ში­ნა­არ­სი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მიზ­ნე­ბი, ტი­პე­ბი, სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, მათ შო­რის, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც. სტი­ლი სა­მეტყ­ვე­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მას გან­საზღ­ვ­რავს მეტყ­ვე­ლე­ბის მი­ზა­ნი და აუდი­ტო­რია (რის­თ­ვის ვსა­უბ­რობ? ვის ვე­სა­უბ­რე­ბი?). გა­მო­ი­ყო­ფა სა­სა­უბ­რო და მწიგ­ნობ­რუ­ლი სტი­ლი.

სა­სა­უბ­რო სტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ნაც­ნო­ბე­ბი­სა და სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში სა­უბ­რი­სას. შე­საძ­ლოა, ის იყოს ზე­პი­რი (ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა) და წე­რი­ლო­ბი­თი (წე­რი­თი მეტყ­ვე­ლე­ბა). ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი სტი­ლი ესეს შე­საქ­მ­ნე­ლად არ გა­მოგ­ვად­გე­ბა.

მწიგ­ნობ­რუ­ლი სტი­ლი, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს სა­მეც­ნი­ე­რო, მხატ­ვ­რულ, პუბ­ლი­ცის­ტურ და ოფი­ცი­ა­ლურ-საქ­მი­ან სა­ხე­ებს.

სტი­ლის­ტი­კის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ლექ­სი­კუ­რი (ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად და მარ­ჯ­ვედ გა­მო­ყე­ნე­ბას. სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და იყოს ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი­დან იმ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სათ­ქ­მელს ზუს­ტად გად­მოგ­ვა­ცე­მი­ნებს (აქ­ვე დავ­ძენ, რომ სტი­ლის­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბი­სა და ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო ესე თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც კარ­გავს. ამ სა­კითხ­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ).

ახ­ლა ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ ესეს, კერ­ძოდ ესეს სტრუქ­ტუ­რას.

შე­სა­ვალ­ში უნ­და დავ­ს­ვათ სა­კითხი (პრობ­ლე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, აქ­ტუ­ა­ლო­ბა, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ავ­ტორ­მა ამ სა­კითხის გან­ხილ­ვა და ა.შ.). ზოგ­ჯერ შე­სა­ვალ­ში დას­მუ­ლია შე­კითხ­ვაც, რომ­ლი­თაც კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა წე­რის მი­ზა­ნი.

ძი­რი­თად ნა­წილ­ში უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ სა­კითხის ანა­ლი­ზი, წარ­მო­ვად­გი­ნოთ არ­გუ­მენ­ტე­ბი გაშ­ლი­ლად (მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო სპექ­ტ­რით).

დას­კ­ვ­ნით ნა­წილ­ში უნ­და გა­მოჩ­ნ­დეს ავ­ტო­რის პო­ზი­ცია და შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შე­ჯამ­დეს სათ­ქ­მე­ლი.

ესეს შე­ფა­სე­ბის (ან თვით­შე­ფა­სე­ბის) რუბ­რი­კა

გა­ვეც­ნოთ ერთ-ერ­თი ესე­დან ამო­ნა­რიდს (წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე) და გან­ვი­ხი­ლოთ:

სა­თა­უ­რი: ჭარ­ბი წო­ნა – თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის სე­ნი – ასე­თი სა­თა­უ­რი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ესე შე­ე­ხე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას.

შე­სა­ვა­ლი ამა­ვე ესე­დან: „მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რ­ცე­ლა. დე­და­მი­წა­ზე ერ­თი მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი ზედ­მეტ წო­ნას უჩი­ვის, ხო­ლო ოთხა­სი მი­ლი­ო­ნი სიმ­სუქ­ნის­გან იტან­ჯე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ძველ­მო­დუ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ წო­ნის დაკ­ლე­ბის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად ექი­მე­ბი მა­ინც კვე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თ­ვას ასა­ხე­ლე­ბენ.“ შე­სა­ვალ­ში ნათ­ლად და რო­მან­ტი­ზე­ბის გა­რე­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კითხი, ეს კი ესეს­თ­ვის ღი­რე­ბუ­ლია. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ი­მე­დო წყა­როც, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბე­ლი.

გან­ვი­ხი­ლოთ შემ­დე­გი (ძი­რი­თა­დი) ნა­წი­ლის რამ­დე­ნი­მე სეგ­მენ­ტი: „თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­შუ­ა­ლო ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნებ­მა დღე­ში ერ­თი სა­ა­თი ფი­ზი­კუ­რად მხო­ლოდ იმი­ტომ უნ­და ივარ­ჯი­შონ, რომ სა­კუ­თა­რი წო­ნა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და არ გა­სუქ­დ­ნენ.“ ბევ­რად უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, გა­მოკ­ვე­თი­ლი სიტყ­ვის ნაც­ვ­ლად, ავ­ტორს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა „მო­ი­მა­ტონ წო­ნა­ში“, კონ­ტექ­ს­ტ­ში „მსუ­ქა­ნი“ არა­ა­სერ­ტუ­ლია.

„არა­და, ცხოვ­რე­ბა ხან­და­ხან მარ­თ­ლაც უსა­მარ­თ­ლოა… ქა­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მ­ში ბევ­რად უფ­რო მე­ტი ცხი­მი გროვ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი, მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლე­ბად კა­ლო­რი­ულ საკ­ვებს იღე­ბენ.“ გა­მოკ­ვე­თი­ლი ნა­წი­ლის კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბა, ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს: თით­ქოს ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ნაკ­ლებ­კა­ლო­რი­უ­ლად იკ­ვე­ბე­ბა, რაც ვერ იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი, რად­გან სქე­სი ვერ იქ­ნე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბის სა­კითხ­ში.

„თუ სა­შუ­ა­ლო ასა­კის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნი მსუ­ქა­ნია, მას ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში წო­ნის დაკ­ლე­ბა­ში ვერ და­ეხ­მა­რე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს დოქ­ტორ აიმინ ლი, რო­მე­ლიც ქალ­თა ცენ­ტ­რის ექი­მი გახ­ლავთ.“ — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მელ ცენ­ტ­რ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ სა­ი­მე­დო­ო­ბაც ნაკ­ლე­ბია.

ამა­ვე ნაშ­რომ­ში სწო­რა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი: „თუმ­ცა, ვი­საც ძალ­ზე დი­დი წო­ნა აწუ­ხებს, შე­უძ­ლია კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა შეკ­ვე­ცოს და ყო­ველ­გ­ვა­რი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის გა­რე­შე სა­სურ­ველ წო­ნამ­დე ისე­დაც და­იკ­ლებს.“

რო­გორ დავ­წე­როთ ესე?! გვახ­სოვ­დეს: ესე სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მაა და და­ვი­მახ­სოვ­როთ შემ­დე­გი:

  1. შე­არ­ჩიე თე­მა შე­ნი ესეს­თ­ვის ან მო­წო­დე­ბუ­ლი თე­მა გა­ი­აზ­რე კარ­გად.
  2. აირ­ჩიე თე­მის მთა­ვა­რი აზ­რი ან თე­ზი­სი მიზ­ნობ­რი­ვად – რა­ზე ვწერთ! ნუ ეც­დე­ბით, რომ დი­დი მას­შ­ტა­ბე­ბი მო­იც­ვათ. არ გას­ც­დე იდე­ას, თე­ზისს, თო­რემ სა­თა­ურ­სა და ესეს შო­რის უკ­ვე „კონ­ფ­ლიქ­ტი“ იწყე­ბა! ნუ შე­ეც­დე­ბით, „მე­ზო­ბე­ლი“ თე­მე­ბი­სა და იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბით „მო­ი­წო­ნოთ“ თა­ვი. ამით ას­ც­დე­ბით ძი­რი­თად სათ­ქ­მელს…
  3. გა­წე­რე ესე სამ ძი­რი­თად ნა­წი­ლად:

⇒ შე­სა­ვა­ლი

⇒ მთა­ვა­რი ნა­წი­ლი

⇒ დას­კ­ვ­ნა/შე­ჯა­მე­ბა

  1. შე­სა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბით და­იწყე. გახ­სოვ­დეთ, რომ პირ­ველ, სას­ტარ­ტო წი­ნა­და­დე­ბას „სა­სი­ცოცხ­ლო“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ესეს­თ­ვის. თუ პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ იქ­ნე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი, ესეც ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­გი­ვათ…
  2. პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის (ან პირ­ვე­ლი აბ­ზა­ცის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის) შემ­დეგ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბე ესეს მთა­ვა­რი აზ­რი. ამ წი­ნა­და­დე­ბამ უნ­და გან­საზღ­ვ­როს მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის დე­და­აზ­რი. ეს წი­ნა­და­დე­ბა აუცი­ლებ­ლად პირ­და­პირ კავ­შირ­ში უნ­და იყოს ესეს სა­თა­ურ­თან!
  3. ესეს სტრუქ­ტუ­რი­რე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნეთ აბ­ზა­ცე­ბი და ყო­ვე­ლი აბ­ზა­ცი უნ­და იყოს რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლის და­საწყი­სი. რო­გორც ესეს და­საწყის­ში, აბ­ზა­ცე­ბის და­საწყის­შიც, პირ­ველ­მა წი­ნა­და­დე­ბამ უნ­და გან­საზღ­ვ­როს აბ­ზა­ცის დი­ნა­მი­კა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა (ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, სტი­ლის­ტუ­რი და სხვა).
  4. აბ­ზა­ცე­ბი და­ას­რუ­ლე მთა­ვა­რი აზ­რის მოკ­ლე შე­ჯა­მე­ბით. თუ ეს არ ხერ­ხ­დე­ბა, მა­შინ შე­სა­ვალს მა­ინც უნ­და და­ურ­თოთ მკაც­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა (რო­მე­ლიც კონ­სენ­სუსს არ გა­მო­რიცხავს!), მა­გა­ლი­თად, ასე: ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიჩ­ქა­რე­თა კო­ლო­ფი ად­რე იყო მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მის, ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბის მე­რე გახ­და ავ­ტო­მა­ტუ­რი, თუმ­ცა ბევ­რი მძღო­ლის­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლია ორი­ვე­ნა­ი­რი სიჩ­ქა­რის კო­ლო­ფის სინ­თე­ზი.
  5. ესეს „შუა“ ნა­წი­ლი (ძირ­თა­დად, ორი ან სა­მი, იშ­ვი­ა­თად მე­ტი) სა­თა­ურ­ში ნა­გუ­ლის­ხ­მე­ვი სა­კითხის და შე­სა­ვალ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იდე­ის გან­ვ­რ­ცო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გახ­სოვ­დეს, რომ ესეს „მთა­ვა­რი“ ნა­წი­ლის საწყის პა­რაგ­რაფ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის მი­მო­ხილ­ვით ესეს სტრუქ­ტუ­რა იკ­ვ­რე­ბა.
  6. ესეს შუა პა­რაგ­რა­ფებ­ში მო­იყ­ვა­ნე მა­გა­ლი­თე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია თე­მა­ზე. მა­გა­ლი­თად: ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მის სიჩ­ქა­რის კო­ლო­ფი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი…
  7. ესეს შუა პა­რაგ­რა­ფებ­მა (ნა­წილ­მა) უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს ცენ­ტ­რა­ლუ­რი იდეა და ბო­ლოს შე­ა­ჯა­მოს იგი. თი­თო­ე­ულ­მა მსგავ­ს­მა პა­რაგ­რაფ­მა, მი­ნი­მუმ, ორი მა­გა­ლი­თი ან ფაქ­ტი უნ­და გა­ნი­ხი­ლოს მთა­ვა­რი იდე­ის და­სა­ცა­ვად.
  8. ბო­ლო, დას­კ­ვ­ნი­თი პა­რაგ­რა­ფი აჯა­მებს მთელ ესეს და შე­სა­ვა­ლის პე­რიფ­რა­ზი­რე­ბას ახ­დენს.
  9. დას­კ­ვ­ნა და­იწყე წი­ნა­და­დე­ბით, რო­მე­ლიც გა­ი­მე­ო­რებს წი­ნა პა­რაგ­რა­ფე­ბის პრინ­ცი­პულ იდე­ას. მა­გა­ლი­თად: სა­მი სა­ხის სიჩ­ქა­რე­თა კო­ლო­ფი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აკ­მა­ყო­ფი­ლებს მძღო­ლე­ბის ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ას…
  10. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბო­ლოს­წი­ნა წი­ნა­და­დე­ბით გა­ვი­მე­ო­რებთ მთა­ვარ თე­ზისს, სხვაგ­ვა­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის ინ­დუს­ტ­რი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მძღო­ლე­ბის (ავ­ტო­მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის) სურ­ვი­ლე­ბი…
  11. ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბა მთა­ვა­რი თე­ზი­სის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვებს შე­ე­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად: შე­საძ­ლოა, ოდეს­მე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი იმ­დე­ნად „მგრძნო­ბი­ა­რე“ გახ­დეს, რომ იმ­პულ­სუ­რად გა­და­ე­ცეს მძღო­ლის სურ­ვი­ლი სიჩ­ქა­რე­თა კო­ლოფს, გახ­დეს მე­ქა­ნი­კუ­რი ან ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ჟი­მის…
რჩე­ვე­ბი:

♦ აზ­რის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლექ­სი­კა. ეცა­დეთ, არ გა­ი­მე­ო­როთ ხში­რად ერ­თი და იგი­ვე სიტყ­ვა, ნაკ­ლე­ბად გა­ხა­დოთ ტექ­ს­ტი პა­თე­ტი­კუ­რი, მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნის, მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბით ნუ და­ხუნ­ძ­ლავთ… ასე­ვე, არ მო­ი­ხა­დოთ ბო­დი­ში, იმის გა­მო, რა­საც ამ­ბობთ, რად­გან ესე სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მაა და თქვენ ამის უფ­ლე­ბა გაქვთ.

♦ თუ ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მო­საზ­რე­ბებს გა­მო­ი­ყე­ნებთ, არ „და­მა­ლოთ“ და მი­უ­თი­თეთ, ამით პლა­გი­ატს აიცი­ლებთ თა­ვი­დან.

♦ ესეს წე­რის დროს გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ ხართ უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა თა­მა­მად.

♦ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი ხში­რად სვა­მენ კითხ­ვებს, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხებ­საც აქ­ვე გაწ­ვ­დით:

  1. შე­საძ­ლოა თუ არა, რომ სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტი ან კი­დევ თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ნა­ხი ფაქ­ტი წარ­მო­ად­გი­ნოს ესეს ავ­ტორ­მა ნაშ­რომ­ში? – ბუ­ნებ­რი­ვია, თუ არ­გუ­მენ­ტი და ფაქ­ტი არ­სე­ბობს, მას ავ­ტო­რი ასა­ხე­ლებს. ესე­ში მი­სი წარ­მოდ­გე­ნა სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რია.
  2. რამ­დე­ნი აბ­ზა­ცის­გან უნ­და შედ­გე­ბო­დეს ესე? – ესე, სტრუქ­ტუ­რუ­ლად, სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, შე­სა­ვა­ლი და დას­კ­ვ­ნი­თი ნა­წი­ლი თი­თო აბ­ზა­ცით შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს, ხო­ლო ძი­რი­თად ნა­წილ­ში ერ­თ­ზე მე­ტი აბ­ზა­ციც შე­საძ­ლე­ბე­ლია (რამდენი არ­გუ­მენ­ტიც გა­ნი­ხი­ლე­ბა ნაშ­რომ­ში, იმ­დე­ნი აბ­ზა­ცი მა­ინც).
  3. არ­გუ­მენ­ტის ცი­ტი­რე­ბას თუ ვერ ვა­ხერ­ხებთ ან არ ვი­ცით ზუს­ტად მო­საზ­რე­ბის ავ­ტო­რი, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? – თუ არ­გუ­მენ­ტის ავ­ტო­რი არ არის ცნო­ბი­ლი პი­რი ან არ გვახ­სოვს მი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი, ვერ ვა­ხერ­ხებთ ნათ­ქ­ვა­მის ცი­ტი­რე­ბას, სჯობს ირი­ბი ნათ­ქ­ვა­მის ფორ­მა­ტით გა­მო­ვი­ყე­ნოთ სხვი­სი მო­საზ­რე­ბა და და­ვიწყოთ არ­გუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნა ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბით „ამ­ბო­ბენ…“
  4. და­საშ­ვე­ბია თუ არა ტრო­პის სა­ხე­ე­ბი ესე­ში? – ესე­ში ტრო­პის სა­ხე­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ესემ არ უნ­და მი­ი­ღოს მხატ­ვ­რუ­ლი ჟან­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

როლანდ ხოჯანაშვილი 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები