27 ივლისი, შაბათი, 2024

„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის” პროგრამის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების ცენტრში, „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა,  რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის მიღწევები შეაჯამა.

           

„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესისა და სახელმწიფო ენის გაძლიერების ხელშეწყობა; სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია სამიზნე სკოლებში სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებასა და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე.

2022 წლის მონაცემებით, პროგრამის კონსულტანტი და დამხმარე მასწავლებლები საქართველოს სამ რეგიონში – კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი –  არიან დასაქმებული. 152 საჯარო სკოლაში, საერთო ჯამში, მუშაობს 121 კონსულტანტი მასწავლებელი, 90 დამხმარე და 40 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ასევე, მომზადდა და გამოიცა პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის, რომელიც დაიგზავნა სკოლებში, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ იმ სკოლების მოსწავლეების ნამუშევრებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში არსებულ საკლუბო-საწრეო აქტივობებში არიან ჩართულნი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები