26 თებერვალი, ორშაბათი, 2024

არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება განხორციელდა. საქართველოს მთავრობის №97 დადგენილებით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლის გარდა), 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე, ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.

2023 წლის განმავლობაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებს.

ცვლილების თანახმად, 2023 წლამდე, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა) უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე დაადასტურებს ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია და პროფესიული კომპეტენცია 10-10 კრედიტქულაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ ორივე გამოცდის (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული კომპეტენციის) ნაწილობრივი დადასტურების (1, 4, 7 კრედიტქულა) და სხვა აქტივობების საფუძველზე დაგროვებული აქვს 14 კრედიტქულა, უფლება ექნება, დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს ტრენინგით/ტრენინგებით და დააგროვოს 19 კრედიტქულა;

ბ) გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

რაც შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების – აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლისა), რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომე ვერ შეიცვლიან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.“ – წერია დადგენილებაში.

არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პირობები კი, ცვლილების თანახმად, ასე ჩამოყალიბდა:

41-მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

  1. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი, 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს.
  2. 2026 წლამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს, ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და ნაწილობრივ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას (1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე). მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
  3. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ 1 კრედიტქულაზე (დააგროვა მინიმალური ქულა), მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
  4. არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების ეთნიკური უმცირესობის ენების (აზერბაიჯანული და სომხური ენების) პრაქტიკოსი მასწავლებელი, 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აღარ ასწავლის ეთნიკური უმცირესობის ენებს (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებს), აღნიშნული ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მოცემული განცხადების საფუძველზე კი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წერილობით აცნობებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

⏩⏩⏩ცვლილების თანახმად, ახლებურად განისაზღვრა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის გზა, იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები