24 ნოემბერი, კვირა, 2024

„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლა ძლი­ერ­დე­ბა

spot_img
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის კურ­სებს აძ­ლი­ე­რებს. ენის შეს­წავ­ლა ერ­თ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა ხდე­ბა მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის/სექ­ტო­რის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სი 2023 წლამ­დე უნარ­ჩუნ­დე­ბათ, მა­ნამ­დე კი, მათ სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევთ, რომ­ლის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, წი­ნა­პი­რო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.
✔?რას სთა­ვა­ზობს ცენ­ტ­რი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, პრაქ­ტი­კო­სებს და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა, დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ნი­ნო ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

 

 

– მოკ­ლედ გვი­ამ­ბეთ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ცენ­ტ­რი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ახორ­ცი­ე­ლებს

– ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ამ თე­მით, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მაა. „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მა, და­ახ­ლო­ე­ბით 2009 წლი­დან, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და მი­სი მი­ზა­ნია ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით.

ჩვენს სა­გა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ახ­ლა, და­ახ­ლო­ებით, 285-მდე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლა და სექ­ტო­რია, პროგ­რა­მა კი, კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის – სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თ­ლის და ასე­ვე, კა­ხე­თის 165 სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. პროგ­რა­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი არი­ან კონ­სულ­ტან­ტი და დამ­ხმა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში.

– რა მი­სია აკის­რი­ათ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს, რა არის მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა?

– მა­თი მი­სია და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ პროგ­რა­მას ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი აქვს – ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ერ­თო კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. პროგ­რა­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბაც სწო­რედ ამ ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბას უწყო­ბენ ხელს, ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­ზე, შექ­მ­ნი­ლი აქვთ წრე­ე­ბი, კლუ­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ეს კი, თა­ვის­თა­ვად, ხელს უწყობს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ასე­ვე, პროგ­რა­მის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, სკო­ლებ­ში წარ­მარ­თონ ქარ­თუ­ლი ენის კურ­სი, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლებ­ლებს ეხე­ბა. ქარ­თუ­ლი ენის კურ­სი, რა თქმა უნ­და, სხვა­დას­ხ­ვა დროს და სხვა­დას­ხ­ვა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ან­თან ტარ­დე­ბო­და. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მზა­ო­ბა­სა და სურ­ვილ­ზე, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ სკო­ლებ­ში გვყავს და არ იცი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენა. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, აცხა­დებ­და რე­გის­ტ­რა­ცი­ას ენის შემ­ს­წავ­ლელ კურ­ს­ზე, ჩვე­ნი კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში­ვე ქმნიდ­ნენ შე­სა­ბა­მის ჯგუ­ფებს და ამე­ცა­დი­ნებ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლებს იმის­თ­ვის, რომ ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ, ცხა­დია, ვგუ­ლის­ხ­მობ ქარ­თულ ენას. აქ­ვე  იმა­საც და­ვა­მა­ტებ, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­გა­ლი­თი გვაქვს ისე­თი, რომ არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უჩ­ნ­დე­ბო­დათ ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი, ამ ადა­მი­ა­ნებს არც მათ­თ­ვის უთ­ქ­ვამთ არას­დ­როს უარი და ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას ამი­თაც უწყობ­დ­ნენ ხელს. წელს კი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს.

– რა არის ამის მი­ზე­ზი?

– მი­ზე­ზი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად კი, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წეს­ში, ბო­ლო რე­დაქ­ცი­ის გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბა­ში, გაჩ­ნ­და ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს შემ­დეგს – არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სი უნარ­ჩუნ­დე­ბათ 2023 წლამ­დე. ამა­ვე წე­სით რე­გუ­ლირ­დე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის/სექ­ტო­რე­ბის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პი­რო­ბე­ბი. პრინ­ციპ­ში, მათ აქამ­დეც, ნე­ბის­მი­ერ დროს, შე­ეძ­ლოთ სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბით და საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბით, ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბით, რო­გორც ეს და­ნარ­ჩე­ნი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბო­და. გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა ეს შეძ­ლო, ნა­წილ­მა ვე­რა. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც აქამ­დე სტა­ტუ­სი ვერ შე­იც­ვა­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით, 56 პრო­ცენ­ტია.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­სა და სექ­ტო­რებ­ში – აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი და რუ­სუ­ლი – სულ 6500-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი. აქამ­დე, წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-დან 300-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დი­ო­და ენის კურსს. ამ დრო­ის­თ­ვის კი, კურ­ს­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1200 მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი. მხო­ლოდ ეს არ არის, პა­რა­ლე­ლუ­რად, ენის კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლა­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ სკო­ლის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნია, გა­აძ­ლი­ე­როს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა რო­გორც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, ასე­ვე თემ­ში. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, დღეს არ­სე­ბუ­ლი 285 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლი­დან/სექ­ტო­რი­დან, ჩვენ ვფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 165 სკო­ლა­ში. და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე რომ არ დარ­ჩ­ნენ და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პი­რო­ბებ­ში არ ჩა­ვა­ყე­ნოთ, მათ­თან ჟვა­ნი­ას სკო­ლა მუ­შა­ობს და მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, ამ­ზა­დებს ქარ­თუ­ლი ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

– თქვენ ახ­სე­ნეთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სი და გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ვა­დად 2023 წე­ლი გა­ნუ­საზღ­ვ­რა. ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლის გარ­და, რა უნ­და გა­ა­კე­თოს პრა­ტი­კოს­მა, რომ შე­იც­ვა­ლოს სტა­ტუ­სი და გახ­დეს უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ენის ცოდ­ნა ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. იმ პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომე­ლ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხა სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა, უნდა გა­ი­ა­როს, ან შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის, ან ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის, ან უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის კურ­სი და წარ­მო­ად­გი­ნოს ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­ვუ­თი­თოთ რა დო­ნე­ზე უნ­და იცო­დეს ქარ­თუ­ლი ენა – ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ საკ­მა­რი­სია ქარ­თუ­ლი ენის ბ1 დო­ნე­ზე ცოდ­ნა, შემ­დეგ ეტაპ­ზე რომ გა­და­ვიდ­ნენ. რა არის შემ­დე­გი ეტა­პი – პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა, თა­ვის­თა­ვად, ესეც ქარ­თულ ენა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა წი­ნა­პი­რო­ბა, რად­გან მო­ნა­წი­ლეს ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლა ქარ­თულ ენა­ზე მო­უ­წევს. კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 48 სა­ა­თია, და­ყო­ფი­ლია სხვა­დას­ხ­ვა მო­დუ­ლე­ბად. მი­სი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­ბო­ლო­ოდ, რო­დესც მას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებს კურსს, ვი­ფიქ­როთ, რომ მან პე­და­გო­გი­უ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა.

– რე­ა­ლუ­რად, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს, გა­მოც­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად, გრძელ­ვა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინგს სთა­ვა­ზობთ?

– დი­ახ, ასეა, წე­სის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ იმა­ვე წე­სე­ბით ემოქ­მე­დათ, რაც სხვა პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბო­და. მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ნამ­დე ჰქონ­დათ, ვიდ­რე კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა არ­სე­ბობ­და. ახ­ლა ამ მას­წავ­ლებ­ლებს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის ახა­ლი – სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი გზა შევ­თა­ვა­ზეთ. ორი კომ­პო­ნენ­ტის შე­სა­ხებ უკ­ვე ვი­სა­უბ­რე, რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო კომ­პო­ნენტს, ეს არის საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც უნ­და ჰქონ­დეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია, რომ შეძ­ლოს ამ გზით სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ –

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს სა­მი კომ­პო­ნენ­ტი აქვს და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი – საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ (1, 4, 7, 10 კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე), ქარ­თუ­ლი ენის მი­ნი­მუმ ბ1 დო­ნე­ზე ფლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა.

სა­მი­ვე პი­რო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კო­სი გახ­დე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს წე­სი მხო­ლოდ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

– ენის კურსს ად­გილ­ზე, სკო­ლებ­ში გა­ივ­ლი­ან, რო­გორ იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ტრ­ენინ­გის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

– ენის კურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რა თქმა უნ­და, იმ სკო­ლებ­ში და­ვიწყეთ, სა­დაც ჩვე­ნი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მთლი­ა­ნად, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, 120 კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვად, თა­ვი­სი­ვე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, აყა­ლი­ბე­ბენ ჯგუ­ფებს და თვი­თონ წარ­მარ­თა­ვენ ენის სწავ­ლე­ბა­საც. პან­დე­მი­ის გა­მო, ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტიც შევ­თა­ვა­ზეთ, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილ­მა კურ­სის ონლაინ გავ­ლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვა, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა არ­ჩია. იმ მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­მაც კურ­სის გავ­ლა ონ­ლა­ინ გა­დაწყ­ვი­ტეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აღარ აქვს ვინ მარ­თავს კურსს – მი­სი­ვე სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ სხვა. ამი­ტომ ეს ჯგუ­ფე­ბი შე­რე­უ­ლია და სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, პი­რის­პირ გა­ი­ა­რონ ენის კურ­სი, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ მათ სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმუ­შა­ვებს, იმ წე­სე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, რაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გვაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ამით თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­რე­ვას ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სხვა სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტ­თან. ფორ­მა­ტის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაც ვე­ცა­დეთ, ხე­ლი შეგ­ვეწყო ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან კურსს, ფორ­მა­ტის შერ­ჩე­ვი­სას, ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აქაც მოგ­ვი­წევს, ტექ­ნი­კუ­რად სატ­რე­ნინ­გო ჯგუ­ფე­ბი იმა­ვე პრინ­ცი­პით და­ი­გეგ­მე­ბა, რო­გორც აქამ­დე გეგ­მავ­და და ატა­რებ­და მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი.

– რა დრო და­ეთ­მო­ბა ენის კურსს, ანუ რამ­დენ ხან­ში უნ­და შეძ­ლონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნის ბ1 დო­ნის და­ფარ­ვა?

– პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­ვუ­ტა­რეთ პრე­ტეს­ტი და და­ვად­გი­ნეთ რო­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი რა დო­ნე­ზე იმ­ყო­ფე­ბა ენობ­რი­ვად – ა1, ა2 თუ ბ1 და ამის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ ჯგუ­ფებ­ში. შემ­დეგ ვა­წარ­მო­ეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­კ­ვი­რი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა. პრე­ტესტს შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ცდო­მი­ლე­ბა ჰქონ­დეს, ამი­ტომ, ისევ რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, მოხ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფი­დან ჯგუფ­ში გა­დაყ­ვა­ნა, რომ მათ­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა უფ­რო სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს – არ შევ­თა­ვა­ზოთ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, არ და­ვა­კარ­გი­ნოთ დრო ან არ შევ­თა­ვა­ზოთ რთუ­ლი დო­ნე, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ და, სა­ბო­ლო­ოდ, კურ­სის გავ­ლა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ახ­ლა უკ­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 1200 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დის კურსს. ისი­ნი საკ­მა­ოდ დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მონ­დო­მე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში. აქ­ვე გეტყ­ვით, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ბ1 დო­ნეს და­ას­რუ­ლებს, მას კი­დევ ერთ სპე­ცი­ა­ლურ კურსს შევ­თა­ვა­ზებთ, რა დრო­საც იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პრფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ლექ­სი­კი­სა და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა­ზე, რაც კი­დევ უფ­რო და­ეხ­მა­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ში.

ენის კურ­სის თი­თო დო­ნის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მი თვეა, მა­გა­ლი­თად, თუ მო­ნა­წი­ლე, პრე­ტეს­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ბ1 დო­ნე­ზეა, ის სამ თვე­ში ამ­თავ­რებს კურსს და თუ სა­გა­ნიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს, გა­და­დის გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ-კურ­ს­ზე, ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ა1 დო­ნი­დან და­იწყებს, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 თვე დას­ჭირ­დე­ბა, რომ ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სი და­ას­რუ­ლოს.

– რო­გო­რია პრე­ტეს­ტის სუ­რა­თი – რო­მელ დო­ნე­ზე უფ­რო მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და?

– რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ამ ეტაპ­ზე, 1200-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლია ჩარ­თუ­ლი ენის კურ­სში და მა­თი გა­და­ნა­წი­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რია: ა1 დო­ნე­ზე – 269, ა2 – 453, ბ1 – 474 მას­წავ­ლე­ბე­ლი.

–  გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სი ჟვა­ნი­ას სკო­ლის ენის კურ­ს­გავ­ლილ მას­წავ­ლებ­ლებ­საც იმა­ვე პი­რო­ბე­ბით შე­ე­ხე­ბა?

– რა თქმა უნ­და. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ჩვენ მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გვაქვს ჟვა­ნი­ას სკო­ლას­თან – რო­დე­საც კურ­ს­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვიწყეთ და პრე­ტეს­ტი დავ­გეგ­მეთ, ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რეთ და ერთ ფორ­მატ­ზე შევ­ჯერ­დით, ვგუ­ლის­ხ­მობ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილს, თო­რემ ჩა­ტა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გვქონ­დეს. მთა­ვა­რია, სა­ბო­ლო­ოდ ერ­თი პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღოთ, რომ სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დო­ნე არ ჰქონ­დეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ტეს­ტიც და ენობ­რი­ვი კურ­სის ში­ნა­არ­სიც, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­ნა­ი­რია. რო­ცა ჟვა­ნი­ას სკო­ლა გა­და­ამ­ზა­დებს მას­წავ­ლებ­ლებს და ბ1 დო­ნის მფლო­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სია ექ­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვაწ­ვ­დის და ვი­საც საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, ჩვენ მათ გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ-კურ­ს­ში ჩავ­რ­თავთ.

– პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­თა 56 პრო­ცენტს პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე მო­ი­ცავთ სრუ­ლად თუ მე­ო­რე ნა­კა­დის­თ­ვის გა­და­ა­ნა­წი­ლებთ?

– ამ ეტაპ­ზე, ვი­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ყვე­ლას გა­ვუ­წი­ეთ მომ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, რა­ზეც არც ჩვენ ვეტყ­ვით უარს და, პე­რი­ო­დუ­ლად, ჟვა­ნი­ას სკო­ლაც გა­მო­აცხა­დებს რე­გის­ტ­რა­ცი­ას ენის კურ­ს­ზე. მთა­ვა­რია, მო­ნა­წი­ლე და­წე­სე­ბულ ვა­და­ში (2023 წე­ლი) ჩა­ე­ტი­ოს და, სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტი სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.

სის­ტე­მა­ში 6900 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით, 3800 პრაქ­ტი­კო­სია, რო­მელ­თა­გან 1440 მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია. ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, თუ 1440 მას­წავ­ლე­ბე­ლი ენობ­რი­ვა­დაც გაძ­ლი­ერ­დე­ბა და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინგ-კურ­ს­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ისი­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან.

ერთ ნი­უ­ან­ს­საც და­ვა­მა­ტებ, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­სა და სექ­ტო­რებ­ში გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. მათ აღარ მო­ეთხო­ვე­ბათ ენის კურ­სის გავ­ლა. თუ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ი­ღეს, ეს მათ ჩა­ეთ­ვ­ლე­ბათ, რო­გორც ენის ფლო­ბის დო­კუ­მენ­ტი.

წე­რი­ლო­ბით უკ­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, 150-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მოგ­ვ­მარ­თა, მათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი წარ­მო­ად­გი­ნეს. ისინი, ვი­საც გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს, პირ­და­პირ შემ­დეგ ეტაპ­ზე – გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ-კურ­ს­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან. რა თქმა უნ­და, ვა­და შეზღუ­დუ­ლი არ არის და ასეთ პე­და­გო­გებს შე­უძ­ლი­ათ კი­დევ მოგ­ვ­მარ­თონ.

– ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა თუ მე­ო­რე შან­სიც მი­ე­ცე­მათ იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ვერ შეძ­ლე­ბენ, პირ­ველ ჯერ­ზე, ბ1 დო­ნის ენის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბას ან წარ­მა­ტე­ბით ვერ გა­ივ­ლი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ-კურსს?

– რო­გორც გითხა­რით, ენის კურ­სი მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა კონ­სულ­ტანტს ჰყავს ჯგუ­ფე­ბი და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია. სა­სურ­ვე­ლი არ არის შუა პრო­ცეს­ში ახა­ლი მო­ნა­წი­ლის და­მა­ტე­ბა, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლეს, რო­მე­ლიც გა­მო­ე­თი­შე­ბა კურსს ან წარ­მა­ტე­ბით ვერ და­ას­რუ­ლებს რო­მე­ლი­მე დო­ნეს, რა თქმა­ უნ­და, პრე­ტეს­ტის გავ­ლის შემ­დეგ, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, თა­ვი­დან ჩა­ი­რიცხოს ენის კურ­ს­ზე, რო­მელ­საც გა­მო­ვაცხა­დებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან ტრე­ნინგ მო­დულს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რა ვა­და­ში და­ამ­თავ­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბას, თუ ეს იქ­ნე­ბა 2023 წელს, რა თქმა უნ­და, დრო­ში ვე­ღარ ჩა­ე­ტე­ვა, თა­ვი­დან რომ გა­ი­ა­როს ტრე­ნინ­გი.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან და რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი?

– მო­ტი­ვა­ცია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, პრო­ცე­სი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შუ­ა­ლე­დუ­რი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, პრე­ტეს­ტის შემ­დ­გომ, კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას იმ სუს­ტი მხა­რე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, რო­მე­ლიც შუ­ა­ლე­დუ­რი ტეს­ტი­რე­ბის შეს­წო­რე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა. კურ­სი აპ­რილ­ში და­იწყო და გა­მოკ­ვე­თილ შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია. თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, კურ­სის და­ტო­ვე­ბის სულ რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და.

– ბო­ლოს მინ­და გკითხოთ „არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის“ პროგ­რა­მის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე

– გვაქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, ისი­ნიც, ვის­თა­ნაც მე­მო­რან­დუ­მი გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი, რო­მელ­თა­ნაც ცენ­ტ­რ­მა გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი და იმე­დია, მათ­თან, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ, რო­გორც და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვებ­ში.

ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ვუ­ხა­დო დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს, კონ­ს­ტულ­ტანტს, დამ­ხ­მა­რე პე­და­გოგს, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ცე­სებ­ში, აძ­ლი­ე­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ად­გილ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, ამას დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და შე­მარ­თე­ბით აკე­თებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს ამ ადა­მი­ა­ნებს და იცო­დეს, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თე­ბენ.

პროგ­რა­მის უკან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რიაა, დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ თემ­ში ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ბევ­რ­მა მოს­წავ­ლემ, ჩვე­ნი კონ­სულ­ტანტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შეძ­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, შე­იყ­ვა­რა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, სა­კუ­თარ რე­გი­ონ­ში თა­ვად ემ­სა­ხუ­როს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები