18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

რუსუდან ნუცუბიძე

სსიპ თბი­ლი­სის №103 სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა რთუ­ლი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი პრო­ცე­სია, რომ­ლის ცენ­ტ­რ­შიც მოს­წავ­ლე დგას, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი მის­თ­ვის სამ­ყა­როს შე­სა­მეც­ნებ­ლად, მი­სი ბუ­ნე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სუ­რა­თის შე­საქ­მ­ნე­ლად — მთა­ვა­რი მე­ის­რე. ამ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო გზა­ზე, მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, პე­და­გო­გე­ბი სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტრა­ტე­გი­ებ­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს ვი­ყე­ნებთ. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სულ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის, გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ამ მხრივ, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში (მათ შო­რის: 1998 წე­ლი, მინ­ს­კი, ასა­კობ­რივი ჯგუ­ფე­ბის პროგ­რა­მე­ბი; 1998 წე­ლი, თბი­ლი­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გი, სწავ­ლე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი; 1998, კი­ე­ვი, ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ტრე­ნერ­თა ფო­რუ­მი). არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ელე­მენ­ტე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით, მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა ძვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა და გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი: 2019 წელს ჩა­ვერ­თე, თბი­ლის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ინ­გ­ლი­სის გო­გო­ნა სკა­უ­ტე­ბის ერ­თობ­ლივ ტრე­ნინ­გ­ში ტრე­ნერ­თათ­ვის, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ლი­დე­რო­ბის, გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და სხვა უნა­რე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა; 2022 წელს, ასე­ვე, გა­ვი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო ტრე­ნინ­გ­პ­როგ­რა­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ტრე­ნე­რე­ბის­თ­ვის; 2024 წე­ლი, ქი ქონ­სალ­თინ­გის ტრე­ნინ­გი — არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა სკო­ლა­ში. ამ და ბევრ სხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბის ისე­თი­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი ფორ­მაა, რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკე­თეს ეფექტს გვაძ­ლევს, ვიდ­რე ფორ­მა­ლუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ფორ­მა­ლუ­რი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ელ­დეს: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, სკო­ლებ­ში საგ­ნობ­რი­ვი კლუ­ბე­ბი და ა.შ. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს: ვი­ზი­ტი მუ­ზე­უმ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, მიზ­ნობ­რი­ვი გას­ვ­ლი­თი ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, ვი­ზი­ტე­ბი და ა.შ. დად­გე­ნი­ლია, რომ მოს­წავ­ლე უკეთ სწავ­ლობს, რო­დე­საც მის­თ­ვის კომ­ფორ­ტულ და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც კი ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში მოხ­ვ­დე­ბა მოს­წავ­ლე, უკეთ ით­ვი­სებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად ხდე­ბა იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სწავ­ლის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა, მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნე­ბი და შე­დე­გე­ბი:

არა­ფორ­მა­ლუ­რი გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლი კომ­პა­ნია GWP-ის ღრმა­ღე­ლის სა­ფილტრ სად­გურ­ში

წყლის, რო­გორც სა­სა­ქონ­ლო პრო­დუქ­ტის, მი­მართ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის (მი­ზა­ნი 6 — სუფ­თა წყა­ლი და სა­ნი­ტა­რია; მი­ზა­ნი 12 — მდგრა­დი მოხ­მა­რე­ბა და წარ­მო­ე­ბა) ფარ­გ­ლებ­ში, მიზ­ნობ­რი­ვი, პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ­და­ვამ­ყა­რე  გა­რე ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას­თან, კერ­ძოდ, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლე კომ­პა­ნია GWP-ის­თან, დავ­გეგ­მე და წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის X კლა­სის მოს­წავ­ლე­თა ვი­ზი­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ღრმა­ღე­ლის სა­ფილტრ სად­გურ­ზე.

კომ­პა­ნი­ა­ში ვი­ზი­ტის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და:

√ სა­წარ­მოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის გაც­ნო­ბა;

√ სას­მე­ლი წყლის წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბის გაც­ნო­ბა;

√ სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაც­ნო­ბა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლი უაღ­რე­სად ნა­ყო­ფი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. წყლის სა­ფილტრ სად­გურ­ში ისი­ნი გა­ეც­ნენ:

√ წყლის სა­ფილ­ტ­რი სად­გუ­რის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას;

√ სას­მე­ლი წყლის წარ­მო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ცე­სებს;

√ სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მებს;

√ კომ­პა­ნი­ის სას­წავ­ლო ტრე­ნინგ-ცენ­ტ­რ­ში გა­ეც­ნენ წყლის ქი­მი­უ­რი და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დებ­სა და იმ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რომ­ლებ­საც სას­მე­ლად ვარ­გი­სი წყა­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

აღ­ნიშ­ნულ სა­წარ­მო­ში ვი­ზი­ტით, მოს­წავ­ლე­ებ­მა აიმაღ­ლეს ცნო­ბი­ე­რე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის – სუფ­თა წყა­ლი და სა­ნი­ტა­რია, ასე­ვე მდგრა­დი, გო­ნივ­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის  შე­სა­ხებ. დას­ვეს სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვე­ბი წყლის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­ზეც სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღეს კომ­პე­ტენ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სა­გან.

 

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქალ­თა მი­მართ და ოჯა­ხუ­რი  ძა­ლა­დო­ბის გახ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩემ­თ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რის­თ­ვი­საც გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გი „გენ­დე­რუ­ლი მე­ინ­ს­ტ­რი­მინ­გი გა­ნათ­ლე­ბა­ში: ძა­ლა­დო­ბა გენ­დე­რუ­ლი ნიშ­ნით და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა“, შემ­დეგ კი ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლე და გა­რე პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­ყა­რე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან „კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა“. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რის­თ­ვის, სკო­ლა­ში მო­ვიწ­ვიე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გუნ­დი, ქალ­ბა­ტო­ნი იზი კას­რე­ლიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, რი­თაც შე­ვუ­ერ­თ­დით გენ­დე­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს იმარ­თე­ბა და, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და აღ­მოფხ­ვ­რას ისა­ხავს მიზ­ნად.

მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 5 – გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა;

მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 10 — შემ­ცი­რე­ბუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია მო­ზარ­დებ­ში, მათ იმ­ს­ჯე­ლეს ქალ­თა მი­მართ და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში, უკეთ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს ძა­ლა­დო­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და გენ­დე­რუ­ლი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბი

https://www.facebook.com/photo?fbid=8823125731038359&set=pcb.8823140234370242

ამა­ვე მიზ­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან „კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ცენ­ტ­რი“. 2024 წლის 5 მარტს, მო­ვაწყ­ვეთ შეხ­ვედ­რა თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის აკ­რ­ძალ­ვის შე­სა­ხებ. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია

https://www.facebook.com/photo?fbid=365030546429272&set=pcb.365030649762595

ვი­დე­ო­კონ­კურ­სი: კლი­მატ­გო­ნივ­რუ­ლი ქმე­დე­ბა

მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 13 – კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

კონ­კურ­სი „კლი­მატ­გო­ნივ­რუ­ლი ქმე­დე­ბა“ გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) ინი­ცი­ა­ტი­ვის #ClimatePromise ფარ­გ­ლებ­ში, შვე­დე­თის ხელ­შეწყო­ბით. ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის: Forest Matters, Climate Basics-ქლა­ი­მათ ბე­ი­ზიქ­სი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ჰა­ბი-Mtskheta-Mtianeti Regional Hub, და Nature Conservation Georgia. შე­ირ­ჩა ათი სა­უ­კე­თე­სო ვი­დეო, ხუ­თი — Facebook მო­წო­ნე­ბე­ბის (like) რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ჟი­უ­რიმ კი, და­მა­ტე­ბით — ხუ­თი და გა­მო­ავ­ლი­ნა სა­მი სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ორ­გო­ლის ავ­ტო­რი. სწო­რედ ამ სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში მოხ­ვ­და ჩვე­ნი ვი­დე­ორ­გო­ლიც, რო­მელ­შიც წარ­მო­ჩე­ნი­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ხედ­ვა. კონ­კურ­სის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლი იყო სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, მა­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აქ­ტი­უ­რო­ბით, ვი­დე­ოს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა, გა­ზი­ა­რე­ბა და ათე­ულ ათა­სო­ბით ნახ­ვა ჰქონ­და. ამ კონ­კურ­ს­მა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი დაგ­ვა­ნა­ხა და კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ სკო­ლა, ოჯა­ხი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერ­თი მთლი­ა­ნო­ბაა.

(6) ვიდეო | Facebook

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით, სხვა ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სკო­ლა­ში, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დოე­ბის სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით. მაგ.:

♦ არა­ფორ­მა­ლუ­რი გას­ვ­ლი­თი გაკ­ვე­თი­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ნე­რა­ლე­ბის მუ­ზე­უმ­ში, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და ქი­მი­ის სწავ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ასე­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­ლო­გი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბის ქი­მი­ის თვალ­საზ­რი­სით და­ნახ­ვას.

სსიპ ქალაქ თბილისის N 103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook

♦ ვი­ზი­ტი აბ­რე­შუ­მის მუ­ზე­უმ­ში ბუ­ნებ­რი­ვი, ხე­ლოვ­ნუ­რი და სინ­თე­ზუ­რი პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სას­კო­ლო კურ­ს­ში აცე­ტა­ტუ­რი აბ­რე­შუ­მის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­იტყ­ვეს ბუ­ნებ­რი­ვი აბ­რე­შუ­მის წარ­მო­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ. სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ ახალ­გაზ­რ­დებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს ამ მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დარ­გის კვლავ აღორ­ძი­ნე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რაც თა­ვი­ანთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­შიც გა­მო­ხა­ტეს. მუ­ზე­უმ­ში ვი­ზი­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა გა­მოდ­გა

(6) სსიპ ქალაქ თბილისის N 103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook

♦ ქი­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში — ღია ცის ქვეშ — მო­ნა­წი­ლე­ო­ბა;

(6) Facebook

(6) 1 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში… – Elza Markarashvili | Facebook

♦ საპ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია — მოწ­ვე­უ­ლი მე­წარ­მის, კომ­პა­ნი­ის „Savon Belle“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ტექ­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის და ფარ­მა­ცევ­ტის, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ყუ­რაშ­ვი­ლის მას­ტერ­კ­ლა­სი; სტუ­მარ­მა მოს­წავ­ლე­ებს გა­აც­ნო საპ­ნის ცი­ვი მე­თო­დით დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, მი­სი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის თვი­სე­ბე­ბი, ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი საპ­ნე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. მი­ნი-ლექ­ცი­ის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ხეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნახ­ში­რის, კა­კა­ოს, კა­რი­ტეს, ქო­ქო­სის კა­რა­ქის და ზე­ი­თუ­ნის, აბუ­სა­ლა­თი­ნის ზე­თის შემ­ც­ვე­ლი საპ­ნის დამ­ზა­დე­ბა, თა­ვა­დაც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ პრო­ცეს­ში და მი­ი­ღეს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. შეხ­ვედ­რა უაღ­რე­სად ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ამაღ­ლ­და მო­ტი­ვა­ცია და ქი­მი­ის სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი.

(6) სსიპ თბილისის N103 საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook

♦ ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი სკო­ლა­ში – სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფის და­ა­ვა­დე­ბა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან: კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­თან, ონ­კო­ლოგ­თან, ბა­ტონ პა­ა­ტა ხო­რა­ვა­სა და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექიმ­თან, გას­ტ­რო-ენ­ტე­რო­ლოგ­თან, ბა­ტონ გი­გა სორ­დი­ას­თან. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი იქ­ნა იმა­ზე, თუ რა გზით ხვდე­ბა სხვა­დას­ხ­ვა და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი კონ­კ­რე­ტულ გა­რე­მო­ში; რა ქი­მი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­სი ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­გორ ერ­თ­ვე­ბა ეს პრო­ცე­სე­ბი სა­სი­ცოცხ­ლო ციკ­ლ­ში, რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კე­ბი იზ­რ­დე­ბა ამით; რო­გო­რია პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის ხედ­ვე­ბი და რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რომ მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა იცხოვ­რონ სუფ­თა და ჯან­საღ გა­რე­მო­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ის­მი­ნეს მი­ნი-ლექ­ცი­ე­ბი და, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში, მი­ი­ღეს პა­სუ­ხე­ბი თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, მათ­თ­ვის უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან, კითხ­ვებ­ზე.

(2) სსიპ ქალაქ თბილისის N103საჯარო სკოლის… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook

♦ ქი­მი­ის სწავ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, გა­მარ­თუ­ლი სა­ღა­მო.

(2) სსიპ ქალაქ თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში… – ასმესამე საჯარო სკოლა | Facebook

საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბაც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ძლი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მე­სა­მე წე­ლია, ჩვენს სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ქი­მი­ის კლუ­ბი „Colorნი“ (ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: მა­ნა­ნა ჭი­კა­ძე და რუ­სუ­დან ნუ­ცუ­ბი­ძე). მი­სი მი­ზა­ნია: ხე­ლი შე­უწყოს ქი­მი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბას საგ­ნით; სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს, აღ­მო­ა­ჩი­ნონ და გა­ნა­ვი­თა­რონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას (საკ­ვ­ლე­ვი კითხ­ვის დას­მა, სა­კითხის შეს­წავ­ლა, ჰი­პო­თე­ზის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, კვლე­ვის და­გეგ­მ­ვა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის აღ­რიცხ­ვა და შე­ფა­სე­ბა, დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის წარ­დ­გე­ნა აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის); ასე­ვე, ხე­ლი შე­უწყოს კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, თე­ო­რი­უ­ლი სა­კითხე­ბის პრაქ­ტი­კას­თან და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბას. მი­ხა­რია, რომ ქი­მი­ის კლუ­ბი „COLORნი“ წარ­დ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მილ მოს­წავ­ლე­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა ყო­ველ­წ­ლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქი­მი­ა­ში „ოქ­როს რიცხ­ვი“ კვლე­ვის შე­დე­გე­ბით — ბუ­ნებ­რი­ვი (კურ­კუ­მა — Amomum curcuma) და სინ­თე­ზუ­რი (მჟა­ვუ­რი ყვი­თე­ლი) სა­ღე­ბა­ვე­ბით შე­ღე­ბილ შა­ლის ქსო­ვილ­ზე ფე­რის მდგრა­დო­ბის კვლე­ვა, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის და­მუ­შა­ვე­ბის მი­მართ. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ კლუ­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვა და წარ­დ­გე­ნი­ლი ან­გა­რი­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ის ჟი­უ­რის მი­ერ, შე­ფას­და რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო ნაშ­რო­მი და კლუბს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბი და სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა.

არა­სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის უნა­რე­ბის შე­ძე­ნის­თ­ვის. ამი­ტომ, ჩე­მი სა­დამ­რი­გებ­ლო კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი ქი ქონ­სალ­თინ­გის ლი­დერ­თა სკო­ლის არა­სას­კო­ლო, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან გუნ­დუ­რო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რებს, ეჩ­ვე­ვი­ან პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვ­ლებს. ისი­ნი და­ვა­ლე­ბებს ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე ქმნი­ან.

   

ამ­დე­ნად,  არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ეს­თე­ტი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას უწყობს ხელს, რაც შემ­დ­გომ­ში მას ანა­ლი­ტი­კურ/კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის, პრობ­ლე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რის, სის­ტე­მუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და სივ­რ­ცე­ში ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რებს უვი­თა­რებს. ამ დროს მოს­წავ­ლე, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც იძენს, რაც, ერ­თი მხრივ, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს, მე­ო­რე მხრივ, მას სო­ცი­უმ­ში უკეთ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­შიც ეხ­მა­რე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები