21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა

spot_img

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე არ­სე­ბობს. ამ ეტაპ­ზე შე­ვე­ხე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას.

და მა­ინც, რა არის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რას მო­ი­აზ­რებს და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს რო­გორც მოს­წავ­ლის­თ­ვის, ისე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის?

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არის გა­ნათ­ლე­ბის ზო­გა­დი სა­ხე, რო­მე­ლიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, არ ექ­ცე­ვა ჩარ­ჩო­ებ­ში, არ აქვს შეზღუდ­ვე­ბი და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის ესა­ჭი­რო­ე­ბა პი­როვ­ნე­ბას. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ამ დროს ვლინ­დე­ბა მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, უვი­თარ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი, იზ­რ­დე­ბა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის დო­ნე, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ავი­თა­რებს პო­ზი­ტი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რებ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ეს კი ხელს უწყობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გრძნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ქმნის ატ­მოს­ფე­როს, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ებს არა მორ­ჩი­ლე­ბის, არა­მედ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გან­ც­და უჩ­ნ­დე­ბათ. ამ დროს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რო­გორც მრჩე­ვე­ლის და არა ავ­ტო­რი­ტე­ტის. იქ­მ­ნე­ბა გა­რე­მო, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, რაც ამ­კ­ვიდ­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი კულ­ტუ­რის შე­მუ­შა­ვე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა სას­კო­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა, და­მა­ტე­ბით სხვა რე­სურ­სის მო­პო­ვე­ბა, რა­თა შე­იქ­მ­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე, პრინ­ცი­პებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მუდ­მი­ვი გა­მო­კითხ­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი სწო­რად და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბით და­ი­გეგ­მოს. ამ­რი­გად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ არა­ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, მის სწო­რად წარ­მარ­თ­ვა­სა და მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბას გარ­დამ­ტე­ხი რო­ლი აქვს მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში, იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­საც 21-ე სა­უ­კუ­ნის უნარ-ჩვე­ვებს უწო­დე­ბენ.

12-წლი­ან­მა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბამ კარ­გად და­მა­ნა­ხა, თუ რა დი­დი რო­ლი აქვს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­დაც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც ად­გილ­ზე, ასე­ვე გას­ვ­ლი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რე­გი­ონ­ში თუ რე­გი­ონს გა­რეთ. სწო­რედ მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა იყო ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, რო­დე­საც ჯა­ვა­ხე­თი­დან გა­ვემ­გ­ზავ­რეთ ბა­თუმ­ში, სა­დაც „ევ­როს­კო­ლა 2000“-მა გვი­მას­პინ­ძ­ლა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე – „სა­ქარ­თ­ვე­ლო კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე“. ეს იყო მოს­წავ­ლე­ე­ბის პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ჯა­ვა­ხე­თი­დან ბა­თუმ­ში.

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის (არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი) მოს­წავ­ლე­ე­ბი მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდ­ნენ. ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო საპ­რე­ზენ­ტა­ციო თე­მით წარ­დ­გ­ნენ აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რომ­ლის შერ­ჩე­ვა­ზეც აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ისე­თი სა­კითხის წარ­დ­გე­ნა, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და დამ­ს­წ­რე აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, ტრა­დი­ცი­ულ სომ­ხურ სა­მოს­ში ჩაც­მუ­ლებ­მა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენა­ზე წა­რად­გ­ნეს „სომ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვა და ტან­საც­მე­ლი“.

საპ­რე­ზენ­ტა­ციო თე­მა­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ იყო წარ­მო­ჩე­ნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ცეკ­ვის ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. აუდი­ტო­რი­ის თხოვ­ნი­თა და ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თი ცეკ­ვის ფრაგ­მენ­ტი ექ­ს­პ­რომ­ტად შე­ას­რუ­ლეს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრე­ზენ­ტა­ცია და კითხ­ვა-პა­სუ­ხი ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბდა. ეს იყო მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, უცხო და მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე, რა­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შიც დარ­წ­მუნ­დ­ნენ. ეს კი მო­მა­ვა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვა-გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად წა­ად­გე­ბათ.

♦♦♦

 

 

ჯუ­ლი­ე­ტა სი­მო­ნი­ა­ნი, მოს­წავ­ლე: ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ეს სა­მი დღე, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ვა­ტა­რე. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩემ­მა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მომ­ცა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ფიქ­რობს და ცდი­ლობს რე­გი­ო­ნი­დან გაგ­ვიყ­ვა­ნოს და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩაგ­ვ­რ­თოს. ამან ჩვენ შეგ­ვ­ძი­ნა გამ­ბე­და­ო­ბა, დავ­ძ­ლი­ეთ ენის ბა­რი­ე­რი, აღარ გვაქვს კომ­პ­ლექ­სი ვი­სა­უბ­როთ ქარ­თულ ენა­ზე, თუნ­დაც შეც­დო­მე­ბით. ბა­თუმ­ში, სკო­ლა­ში სა­დაც ჩვენ ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი, იყო და­უ­ვიწყა­რი, მათ მიგ­ვი­ღეს და გვი­მას­პინ­ძ­ლეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, სა­დაც წარ­ვად­გი­ნეთ საპ­რე­ზენ­ტა­ციო მა­სა­ლა ქარ­თულ ენა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და სომ­ხურ ტრა­დი­ცი­ულ ცეკ­ვებ­სა და სა­მოსს, მის ის­ტო­რი­ას. ჩვენ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი და ვცეკ­ვავთ, ასე­ვე გვინ­და გა­ვაც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი და და ის­ტო­რია. თე­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მსმე­ნე­ლე­ბის­თ­ვის, მა­თი მხრი­დან იყო დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და შე­კითხ­ვე­ბი, ასე­ვე მათ გვთხო­ვეს გვე­ცეკ­ვა და ჩვენ დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ ცეკ­ვის პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, ოჯახ­ის სახით,  რო­მელ­მაც მი­მას­პინ­ძ­ლა ბა­თუმ­ში, შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბი. ეს იყო და­უ­ვიწყა­რი დღე­ე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

         

სო­ნია გუ­ლა­ნი­ან, მოს­წავ­ლე: ეს იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ბა­თუმ­ში. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი­დან, სა­დაც მე ვცხოვ­რობ. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. სკო­ლა, სა­დაც ვი­ყა­ვი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, დი­დი, ლა­მა­ზი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თ­ვის. შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხი. პირ­ვე­ლად დავ­რ­ჩი ოჯახ­ში, სა­დაც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი იყო, ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმ წუ­თებ­ში ჩემ გვერ­დით არ იყო და ეს იყო სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის, რო­გორ შევ­ძე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად ქარ­თულ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია. მე­ო­რე დღეს, სკო­ლა­ში რო­დე­საც ჩე­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვნა­ხე, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვუყ­ვე­ბო­დი, რომ არა­ფე­რი გა­მი­ჭირ­და. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო კონ­ფე­რენ­ცი­ის დღე­ე­ბი, სა­დაც უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა მო­ვის­მი­ნეთ ქარ­თულ ენა­ზე და ჩვენც ქარ­თულ ენა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ. იყო სა­ო­ცა­რი მუხ­ტი, მა­თი მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა, თუ რო­გორ ვსა­უბ­რობ­დით ქარ­თუ­ლად ყო­ველ­გ­ვა­რი კომ­პ­ლექ­სე­ბის გა­რე­შე, რად­გან ჩვენ სა­დაც ვცხოვ­რობთ მხო­ლოდ სომ­ხურ ენა­ზე გვი­წევს კო­მუ­ნი­კა­ცია, გა­რე­მო არ გვაქვს ქარ­თუ­ლი, გარ­და ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლი­სა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლობს მოგ­ვახ­ვედ­როს ქარ­თულ გა­რე­მო­ში.  ჩვენ­მა წარ­მოდ­გე­ნილ­მა თე­მამ ქარ­თულ ენა­ზე დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, იყო ოვა­ცი­ე­ბი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა მა­თი მხრი­დან. კი­დევ მინ­და ბა­თუმ­ში და არა მარ­ტო ბა­თუმ­ში წას­ვ­ლა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჩვენ­თ­ვის, რად­გან ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში.

ხა­ტია მე­კო­კიშ­ვი­ლი – ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. გო­მა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები