5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში

spot_img
ირინე ბოჟაძე
ინ­გ­ლი­სუ­რი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოქ­მე­დი „იდე­ე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია“ მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის შე­ძე­ნის გარ­და, მოს­წავ­ლე­ებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­შიც და­ვეხ­მა­როთ.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლეს გა­ნუ­ვი­თარ­დეს გამ­ჭო­ლი უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი:

♦ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა;

♦ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა;

♦ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა;

♦ კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა;

♦ მე­წარ­მე­ო­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და საქ­მედ ქცე­ვა;

♦ დრო­სა და სივ­რ­ცე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა;

♦ კვლე­ვა;

♦ სწავ­ლის სწავ­ლა და და­მო­უ­კი­დებ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბა;

♦ სწავ­ლის პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი;

♦ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა;

♦ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;

♦ წიგ­ნი­ე­რე­ბა.

სწო­რედ ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნა კლუ­ბი „იდე­ე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია“ (კლუ­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი: ირი­ნე ბო­ჟა­ძე – ინ­გ­ლი­სუ­რი ენის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნი­ნო სე­თუ­რი – ბი­ო­ლო­გი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი), რო­მე­ლიც 2021 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. კლუბ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია 30 მოს­წავ­ლე. სე­სი­ე­ბი კვი­რა­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა, წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი სი­ლა­ბუ­სის მი­ხედ­ვით. მოს­წავ­ლე­ებს, სამ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გა­მო­უ­მუ­შავ­დათ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რი, რო­გო­რი­ცაა: ლი­დე­რო­ბის, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის, სა­მე­წარ­მეო და სხვ. მათ ის­წავ­ლეს პრო­ექ­ტე­ბის წე­რა, გა­ი­მარ­ჯ­ვეს საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში, მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხი­თა და მე­რი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, სკო­ლის ეზო­ში, მშობ­ლე­ბის, მე­რი­ის, თე­მის და მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, მო­ეწყო ღია სივ­რ­ცე ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი; ტარ­დე­ბა სხვად­სახ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმარ­თე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა; ღია სივ­რ­ცის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად და­ირ­გო ვარ­დე­ბი, მა­თი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა კი ხმარ­დე­ბა სხვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

სე­სი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბი ხვდე­ბი­ან მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ის­მე­ნენ მათ გა­მოც­დი­ლე­ბას. კლუ­ბის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ექ­ს­კურ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­წარ­მო­ში, პრო­ფე­სი­ე­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით. პირ­ვე­ლი ექ­ს­კურ­სია მო­ეწყო კაჭ­რე­თის პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ­ში „აისი“, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ აიმაღ­ლეს ცნო­ბი­ე­რე­ბა; ასე­ვე ეწ­ვივ­ნენ თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რან „ქინ­ძ­მა­რა­ულს“, სა­დაც ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა­სა და მრა­ვალ­წ­ლი­ან ის­ტო­რი­ას გა­ეც­ნენ. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ექ­ს­კურ­სია იყო თბი­ლი­სის საპ­ნის მწარ­მო­ე­ბელ სა­წარ­მო­ში – „სა­პო­ნე­რია“, რო­მე­ლიც მა­თი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და. კლუ­ბის წევ­რ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, სკო­ლის ბა­ზა­ზე, შე­ექ­მ­ნათ საპ­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­წარ­მო, და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის სა­პო­ნი ყვე­ლა ტი­პის კა­ნი­სათ­ვის. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­მა ხე­ლი შე­უწყეს მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. თვე­ში ერ­თხელ, და­იწყეს საპ­ნის წარ­მო­ე­ბა. სა­პონს სა­ხე­ლად და­ერ­ქ­ვა „Beauty“. პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზე­ბა სკო­ლა­ში და ად­გი­ლობ­რივ თემ­ში მოხ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ დამ­ზა­დე­ბულ­მა პრო­დუქ­ცი­ამ მყიდ­ვე­ლე­ბის დი­დი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. კლუბ­მა მი­ი­ღო შეკ­ვე­თე­ბი რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და თემ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან.  შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლით, კლუბ­მა წნო­რის მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თ­ვის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნა.

თან­ხა, ასე­ვე, გროვ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ექ­ს­კურ­სი­ის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ზაფხულ­ში, რომ­ლის ნა­წი­ლი სო­ფელ თა­მა­რი­ან­ში მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ას გა­და­ე­ცე­მა. მოს­წავ­ლე­ე­ბი დი­დი ენ­თუ­ზი­აზ­მით არი­ან ჩარ­თუ­ლი რო­გორც საპ­ნის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე სე­სი­ე­ბის მსვლე­ლო­ბა­ში. ვი­საც ყვე­ლა სა­მე­წარ­მეო სე­სია აქვს გავ­ლი­ლი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან ერ­თად, წელს უკ­ვე მენ­ტო­რო­ბას უწე­ვენ კლუბ­ში ახალ­ჩარ­თულ მოს­წავ­ლე­ებს.

შე­დე­გე­ბი

ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უვი­თა­რებს: ლი­დე­რო­ბის, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, პრე­ზენ­ტა­ცი­ის და პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის უნა­რებს. მათ შე­უძ­ლი­ათ: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ინ­ტე­რე­სი­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მოვ­ლე­ნა; ახა­ლი იდე­ე­ბის, მიდ­გო­მე­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სწავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. მოს­წავ­ლე­ე­ბი მზად არი­ან გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად და გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად, რაც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზეც და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები