15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

spot_img

ირ­მა წიკ­ლა­უ­რი

სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის I-VI კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

„გა­ნათ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბაა, რო­მელ­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბას ეფუძ­ნე­ბა… არ არ­სე­ბობს იმა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­სია, ვიდ­რე სა­ყო­ველ­თაო გა­ნათ­ლე­ბაა.“

კო­ფი ანა­ნი,

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი 1997-2006 წლებ­ში,

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის 2001 წლის ლა­უ­რე­ა­ტი მშვი­დო­ბის დარ­გ­ში

 

მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი (შემ­დ­გომ­ში – სტან­დარ­ტი), რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ცოდ­ნის, უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. სტან­დარ­ტის მი­ზა­ნი კი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­მელ­საც მო­ი­ცავს სტან­დარ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი (თა­ვი II. მუხ­ლი 4.), უნ­და ქმნი­დეს პო­ზი­ტი­ურ, უსაფ­რ­თხო, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სას­წავ­ლო გა­რე­მოს, რომ­ლის ინ­დი­კა­ტო­რე­ბია: თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი, უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უსაფ­რ­თხო, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, მოს­წავ­ლე­თა მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი გა­რე­მო; ყვე­ლა მოს­წავ­ლის (მათ შო­რის სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის) ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში; კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის აღი­ა­რე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა; მოს­წავ­ლე­ე­ბის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ქცე­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა; მოს­წავ­ლე­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა; ეფექ­ტი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბის ფლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­მო­ყე­ნე­ბა; მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და თვით­გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;  თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა; კონ­ფ­ლიქ­ტის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მოგ­ვა­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბის ცოდ­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვის (მუხ­ლი 5.) ინ­დი­კა­ტო­რე­ბია: კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი­სა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა; კლას­გა­რე­შე (ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი)/არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

რო­გორც წე­სი, სკო­ლა­ში მო­ზარ­დი ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იღებს, სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბით. თუმ­ცა, კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ გა­ნათ­ლე­ბის უმე­ტე­სი წი­ლი, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­დის, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მა­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ასე­ვე, ხელს უწყობს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­სა და ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვას, მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თ­ვას ისეთ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ზრდის სკო­ლი­სად­მი მა­თი მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­დას, ასე­ვე, ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მა­გა­ლი­თის მი­ცე­მას, ხელს უწყობს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ამავ­დ­რო­უ­ლად, თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე იძენს პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას, მას ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ეხ­მა­რე­ბა მო­მავ­ლის და­გეგ­მ­ვა­ში, მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და წინ­ს­ვ­ლა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სკო­ლის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაც სწო­რედ ისაა, რომ მოს­წავ­ლეს შე­უქ­მ­ნას ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ თა­ვი­სუ­ფალ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, მო­ზარდს უვი­თა­რებს გო­ნებ­რივ და ფი­ზი­კურ უნარ-ჩვე­ვებს, აძ­ლევს სა­ჭი­რო ცოდ­ნას, ამ­კ­ვიდ­რებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, უყა­ლი­ბებს ლი­ბე­რა­ლურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბას და ეხ­მა­რე­ბა მას ოჯა­ხის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში.

მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია კლას­გა­რე­შე/არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის (მაგ. საგ­ნობ­რი­ვი წრე­ე­ბი/კლუ­ბე­ბი და ა.შ.) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლა­ში დავ­გეგ­მე სას­კო­ლო პრო­ექ­ტი და და­ვა­ფუძ­ნე საგ­ნობ­რი­ვი კლუ­ბი „გლო­ბალ­თე­კა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ში“.

სკო­ლამ საგ­ნე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის, სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბის, სპორ­ტუ­ლი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და საკ­ლუ­ბო აქ­ტი­ვო­ბე­ბის (მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით) სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლი უნ­და შე­უწყოს პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც კა­ნონ­მორ­ჩილ, გლო­ბა­ლურ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. სკო­ლის სა­ერ­თო კულ­ტუ­რამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მო­ზარდს იმის გა­აზ­რე­ბა­ში, რომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­კ­ვე­უ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ინ­დი­ვი­დია, რო­მელ­საც თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია ქვეყ­ნი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს სტი­მულს მის­ცემს მის სრულ­ფა­სო­ვან გან­ვი­თა­რე­ბას, და­ეხ­მა­რე­ბა პი­როვ­ნე­ბად და კარგ მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

სას­კო­ლო პრო­ექ­ტი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ერ გა­მო­ყო­ფილ პრი­ო­რი­ტე­ტულ თე­მა­ზე – ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი

ესგ-ს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფო­კუ­სი­დან და­კარ­გ­ვა გა­მო­იწ­ვევს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას, მოს­წავ­ლე­თა და­ბალ აკა­დე­მი­ურ შე­დე­გებ­სა და ქცე­ვით პრობ­ლე­მებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, ვერ მო­ახ­დენს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ხო­ლო სკო­ლა სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ას­რუ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო დაკ­ვე­თას, და­კარ­გავს თა­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ფუნ­ქ­ცი­ას. სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბამ მო­ზარდს უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს პი­რად, ოჯა­ხურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი, იყოს შე­მოქ­მე­დი, თა­ვად შექ­მ­ნას ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ იცხოვ­როს მხო­ლოდ არ­სე­ბუ­ლის ხარ­ჯ­ზე, იყოს კა­ნონ­მორ­ჩი­ლი, ტო­ლე­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე და ა.შ. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლეს ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს და გა­ნუ­ვი­თარ­დეს რო­გორც ფუნ­ქ­ცი­ურ-კოგ­ნი­ტუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი (შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია და ა.შ.), ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი (წიგ­ნი­ე­რე­ბა, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბა, მე­წარ­მე­ო­ბა და ა.შ).

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი: ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის – თა­ნას­წო­რო­ბა,სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის გაც­ნო­ბა/გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, აღი­ა­რე­ბა და დამ­კ­ვიდ­რე­ბა. სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი – სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა თა­ნა­ბა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, კლა­სებს/სა­ფე­ხუ­რებს შო­რის კავ­ში­რე­ბი, სკო­ლის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, სას­კო­ლო თე­მის ჩარ­თუ­ლო­ბა; რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი, ისე ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი, ორი­ენ­ტი­რი კი მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რე­სია. კავ­შირ­შია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მიზ­ნე ცნე­ბას­თან/ცნე­ბებ­თან და მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­თან, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის  კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან/კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას­თან, პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში ასახ­ვას­თან.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი/პრო­დუქ­ტია: პრო­ექ­ტის „გახ­დი გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე“პოს­ტე­რი; „ჩვენ ვირ­ჩევთ თა­ნას­წო­რო­ბას“ – პრე­ზენ­ტა­ცია PowerPoint; „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი“ – ესე; „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღ­ვე­ვის სტა­ტის­ტი­კა“ – პრე­ზენ­ტა­ცია PowerPoint; „არა ბუ­ლინგს“ – პოს­ტე­რი; „მზე ყვე­ლას თა­ნაბ­რად ანა­თებს“ – პოდ­კას­ტი; ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა – „ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა“; მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო, თე­მა – „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“; პრო­ექ­ტი „ჩვენ ერ­თი გუნ­დი ვართ“ – კლა­სის ლო­გო, ლო­ზუნ­გი; „სი­მარ­თ­ლეს ბევ­რი მომ­ხ­რე ჰყავს, ცო­ტა დამ­ც­ვე­ლი“ – ესე; მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი; „იყა­ვი ტო­ლე­რან­ტი“ – კედ­ლის გა­ზე­თი; პრო­ექ­ტი „გვახ­სოვს აფხა­ზე­თი“ – ღო­ნის­ძი­ე­ბა, ბუკ­ლე­ტი; კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა „თრე­ფი­კინ­გი“ – პოს­ტე­რი.

მოს­წავ­ლე­თა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის/მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კლუ­ბი „გლო­ბალ­თე­კა“ – რომ­ლის დე­ვი­ზია: გახ­დი გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე! სკო­ლა­ში კარ­გი პი­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი და XXI სა­უ­კუ­ნის საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ციაა!

კლუ­ბი, მოს­წავ­ლე­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, მათ კარგ პი­როვ­ნე­ბად და მო­ქა­ლა­ქედ აღ­ზ­რ­და-ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ემო­ცი­ურ-სო­ცი­ა­ლურ და კოგ­ნი­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კო­ლა­ბო­რა­ცია, კო­მუ­ნი­კა­ცია და ა.შ. კლუ­ბის მუ­შა­ო­ბა წა­რი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნე­ბი“, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტის, კლუბ „გლო­ბალ­თე­კას“ წეს­დე­ბი­სა და სა­მუ­შაო გეგ­მის მი­ხედ­ვით.

კლუ­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პე­ბი:

ა) კა­ნო­ნი­ე­რე­ბა

ბ) ტო­ლე­რან­ტო­ბა

გ) თა­ნას­წო­რო­ბა

დ) სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა

ე) კო­ლა­ბო­რა­ცია

ვ) და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა

ზ) ემ­პა­თია;

კლუ­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი:

ა) თემ­ში არ­სე­ბულ სხვა სას­კო­ლო კლუ­ბებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა;

ბ) სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო/სა­თე­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა, და­გეგ­მ­ვა/ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

გ) დის­კუ­სი­ე­ბის მოწყო­ბა აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა;

დ) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან;

ე) მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კონ­კურ­სებ­ში, მო­ნა­წი­ლე­თა წა­ხა­ლი­სე­ბა.

კლუ­ბის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი:

  1. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის/ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, რო­გორც ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში;
  2. მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ ფუნ­ქ­ცი­ურ კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი საკ­ვან­ძო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის – კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, წიგ­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის, პერ­სო­ნა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი, მე­წარ­მე­ო­ბის – გან­ვი­თა­რე­ბა;
  3. მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლონ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა;
  4. კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა;
  5. მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა, უნი­კა­ლუ­რი და ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა და შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან (ფლექ­სი­უ­რო­ბა);
  6. შეძ­ლოს ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბა, ტრან­ს­ფე­რი;
  7. შეძ­ლოს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ქმე­დე­ბა­თა გა­აზ­რე­ბუ­ლად, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად და­გეგ­მ­ვა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბა (სწავ­ლის სწავ­ლა);
  8. მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კო­ლა­ბო­რა­ცია.

კლუ­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იყო გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და მის მიზ­ნებს, ინ­ტე­რე­სებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო შე­დეგ­ზე. საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა კლუ­ბის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თა.

მოს­წავ­ლე­ებ­მა და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბა/ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი პე­რი­ო­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს – პრო­ექ­ტი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე, შექ­მ­ნეს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო პოს­ტე­რი, წარ­მარ­თეს დის­კუ­სია გლო­ბა­ლურ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, მო­ამ­ზა­დეს სას­კო­ლო პრო­ექ­ტი „ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის საფ­რ­თხე­ე­ბი“, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს პრობ­ლე­მა, იმუ­შა­ვეს კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, წარ­მარ­თეს კონ­ფე­რენ­ცია ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა –  „სი­კე­თე მარ­ტი­ვია“, შექ­მ­ნეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რა ბუ­ნე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ.

გან­ხი­ლუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ურ­თი­ერ­თ­შე­მავ­სე­ბე­ლია და ხელს უწყობს პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მის პი­როვ­ნულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები