9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში დებატების კლუბის მუშაობის მაგალითზე

spot_img

ლია ნანდოშვილი
სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

პროექტი ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE ) მხარდაჭერით. 

არაფორმალური განათლება უდიდეს როლს თამაშობს ფორმალურ განათლებაში. მოსწავლე ლაღი და თავისუფალია, არ არის ჩარჩოებში შებოჭილი. არაფორმალური განათლება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, პიროვნებას, არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად, უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები და ცოდნა. კლუბური მუშაობა დებატების ტექნიკის შესწავლით დავიწყე. კლუბის წევრები იყვნენ ჩემი სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათ შევასწავლე კარლ პოპერის ფორმალური დებატები და დებატები პოლიტიკური ელემენტებით. თუ დავაკვირდებით, კამათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც არაფორმალური ხასიათი აქვს. ოპონენტები შეიძლება იცავდნენ ეთიკის ნორმებს, ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს და თავიანთ შეხედულებებს დასაბუთებულადაც წარმოადგენდნენ, მაგრამ კამათს არ აქვს არც სტრუქტურა, არც დროის რეგლამენტი, არც საგანგებო წესები და კანონები. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს საჭიროება დავანახვე ჩემს მოსწავლეებს და ფორმალური დებატების ტექნიკის ათვისების მნიშვნელობაზე დავაფიქრე. იგი, როგორც საგანმანათლებლო აქტივობა, მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ორატორულ ნიჭს, ორგანიზებულობას, ოპონენტთა პატივისცემას, კვლევის, ჩანაწერის გაკეთების, მასალაზე მუშაობის და სხვა უნარ-ჩვევას.

მუშაობა დავიწყე უმნიშვნელოვანესი მეთოდით Brainstorming – გონებრივი იერიში. ეს მეთოდი კრეატიული იდეების შეგროვების გარანტია. ასევე, უზრუნველყოფს იდეების გენერირების პროცესს და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტივობას მოითხოვს. ეს მეთოდი წარმატებულია იმიტომ, რომ არ აკრიტიკებენ არც ერთ იდეას, სწავლობენ როგორ არ უნდა ეშინოდეთ და იყვნენ თამამები, ჩამოაყალიბონ იდეა მოკლედ და ლაკონურად. დებატების კლუბის მუშაობიდან გამოვყოფდი ე.წ. უკუკავშირის მეთოდის დაუფლებას, რომელიც მოსწავლეებში ავითარებს მოსმენის უნარს, ეცნობიან სხვების თვალთახედვასა და პერსპექტივას, ყოველივე ეს ხელს უწყობს უკეთ შეიცნონ საგანი და თემა, სხვადასხვა პერსპექტივიდან დააკვირდნენ მას და შეაფასონ ინდივიდუალური კრიტერიუმებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მეთოდის მიმდინარეობაში ის არის, რომ უკუკავშირს მოსწავლე იწყებს პოზიტიური კომენტარით და შემდეგ კორექტულად აძლევს რეკომენდაციას.

მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ სხვადასხვა საგანში, მეტად აქტიურნი და გახსნილნი იყვნენ კლუბში. წარმატებით მონაწილეობდნენ ტურნირებში და პროექტში „ახალგაზრდებისთვის საჯაროდ გამოსვლების კონკურსი“. კლუბის მუშაობის ძირითადი მიზანი ქეისების მომზადებას, სადებატო სივრცის მოწყობას, ჯვარედინი დაკითხვის ტაქტიკის შესწავლას ითვალისწინებს, რაც ჩემი მუშაობის პრიორიტეტად იქცა.

ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პირველ მეცადინეობაზე შემუშავებული ქცევის წესები და კლუბის მუშაობის მიზნები, საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე აქვთ გამოკრული მთელი წლის განმავლობაში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები