26 ნოემბერი, შაბათი, 2022

არაფორმალური განათლების აღიარება საქართველოში

spot_img

ნა­ნი და­ლა­ქიშ­ვი­ლი
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

 

 

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის სის­ტე­მის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა ცოდ­ნი­სა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის უნა­რის ან/და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის შე­ძე­ნას. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც პი­როვ­ნე­ბას არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად (ტრე­ნინ­გე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, ოჯა­ხი, მე­ზობ­ლე­ბი, სამ­სა­ხუ­რი და ა.შ.) უყა­ლიბ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, უნარ-ჩვე­ვე­ბი და ცოდ­ნა. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტე­სი წი­ლი, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მო­დის.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა პირს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მო­ახ­დი­ნოს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის აღი­ა­რე­ბა, მი­ი­ღოს სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ან და­აგ­რო­ვოს კრე­დი­ტე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­მო­მავ­ლოდ მი­სა­ღე­ბად.

არა­ფორ­მა­ლურ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში შე­ძე­ნი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­მოწ­ვე­ვაა და 21-ე სა­უ­კუ­ნის ჰო­ლის­ტურ გა­ნათ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ის უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ტეგ­რი­რე­ბულ, ერ­თი­ან და სის­ტე­მურ აზ­როვ­ნე­ბას მო­ითხოვს, აუდი­ტო­რი­ებს გა­რე­თაც ვი­თარ­დე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნე­ზე. ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ სვლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბის ახალ კრი­ტე­რი­უ­მებს, ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლურ მიდ­გო­მებს მო­ითხოვს. სის­ტე­მის, პრაქ­ტი­კის, აზ­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბას უს­ვამს ხაზს. რე­ა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბა ადაპ­ტი­რე­ბის მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბად სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე და­საქ­მე­ბის­თ­ვის.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მი­ზა­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რის­თ­ვის, მა­ძი­ებ­ლის­თ­ვის, ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა:

⇒ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის;

⇒ თვით­და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის.

ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის მი­ერ (ETF), ჯერ კი­დევ 2009 წელ­ს, შედ­გე­ნი­ლია „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი“, რა­თა ფი­ზი­კურ პი­რებს შეს­თა­ვა­ზონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აჩ­ვე­ნონ ის, რაც მათ ის­წავ­ლეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა და გა­მო­ი­ყე­ნონ ეს სწავ­ლა კა­რი­ე­რი­სა და შემ­დ­გო­მი სწავ­ლის­თ­ვის.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვით, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა ოთხი ძი­რი­თადი ელე­მენ­ტი:

⇒ იდენ­ტი­ფი­კა­ცია;

⇒ დო­კუ­მენ­ტა­ცია;

⇒ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც ეყ­რ­დ­ნო­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სწავ­ლის შედე­გე­ბის და­მოწ­მე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი კრე­დი­ტე­ბის სა­ხით.

უმუ­შე­ვარ პი­რებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­ა­რონ „უნა­რე­ბის აუდი­ტი“, რომ­ლის მი­ზა­ნია მა­თი ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის დად­გე­ნა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ემ­ყა­რე­ბა იმა­ვე სტან­დარ­ტებს, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­თან­ხ­მე­ბებ­ში. რე­კო­მენ­და­ცი­ის ძი­რი­თა­დი ლო­გი­კა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პა 2020-ის დის­კურსს. „სწავ­ლის შე­დე­გე­ბის ვა­ლი­და­ცია“, არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის „და­საქ­მე­ბა­დო­ბას და მო­ბი­ლუ­რო­ბას“ და უზ­რუნ­ველ­ყოფს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა EQF-ს (ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო) და უკავ­შირ­დე­ბა NQF-ის (ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო) სწავ­ლის შე­დე­გე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­დაც კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სწავ­ლის შე­დე­გე­ბით, იქ შე­საძ­ლე­ბე­ლია დო­ნის აღ­წე­რი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა NQF (ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო), ცოდ­ნის დო­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სად­გე­ნად. ამ სის­ტე­მე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბას აქვს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი — სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს ინ­დი­ვიდს, სწავ­ლის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­აღ­წი­ოს პროგ­რესს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი არ გა­უვ­ლია.

ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში პრაგ­მა­ტუ­ლად არის გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხი და მას აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ პრაქ­ტი­კა­ში.

⇒ ფი­ნეთ­ში, მრა­ვა­ლი წე­ლია, არ­სე­ბობს არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მა, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უჭერს მხარს.

⇒ საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბობს არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის პრაქ­ტი­კა, 2002 წელს მი­ი­ღეს კა­ნო­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ (VAE).

⇒ ნი­დერ­ლან­დებ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გავ­ლის შე­დე­გად შე­ძე­ნი­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბა ხდე­ბა შე­ფა­სე­ბის (EVC) საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რის მეშ­ვე­ო­ბით.

⇒ მოლ­დო­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია და მო­ნი­ტო­რინ­გი და კომ­პე­ტენ­ცი­ის ცენ­ტ­რე­ბის შე­ფა­სე­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში (მო­ზარ­დე­ბის ჩათ­ვ­ლით), 2009-2013 წლებ­ში.

⇒ იუნეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას 25-64 წლის ადა­მი­ან­თა 40%-ზე მე­ტი მი­მარ­თავს.

ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორ­მებს იც­ნობს. ქვე­ყა­ნა­თა ერ­თი ნა­წი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას შე­სა­ბა­მის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს ავა­ლებს, ნა­წილს პრო­ფე­სი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­გა­ნა­წეს­ში აქვს შე­ფა­სე­ბის წე­სი ჩა­წე­რი­ლი, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ზო­გად ნა­წილ­ში, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გან­თ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2019 წლი­დან და­ი­ნერ­გა და მა­ძი­ებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, იღი­ა­რონ/და­ი­დას­ტუ­რონ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბი.

2018 წლის ოქ­ტომ­ბ­რის „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გა­ნახ­ლე­ბულ­მა ვერ­სი­ამ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გზა გა­უხ­ს­ნა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის 2019 წლის 6 სექ­ტემ­ბ­რის №188/ნ ბრძა­ნე­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიღ­წე­უ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის წე­სის“ შე­სა­ბა­მი­სად. ხო­ლო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის წე­სი და პი­რო­ბე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­ფა­სუ­რის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 20 სექ­ტემ­ბ­რის №459 დად­გე­ნი­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნულ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტებს მოჰ­ყ­ვა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა №837/ი „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტ­თა შერ­ჩე­ვის, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სტა­ტუ­სის შეწყ­ვე­ტის წე­სის“ დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ. მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტ­თათ­ვის, ასე­ვე, აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ეტა­პე­ბი­სა და უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­სა­ხებ.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წე­სი და პრო­ცე­დუ­რე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­საბ­ჭო­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ებს. გაჩ­ნ­და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს მე­სა­მე დო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას, არა­მედ მე­ოთხე და მე­ხუ­თე დო­ნი­საც. აღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის/მო­დუ­ლე­ბის ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს მხო­ლოდ ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა. ხო­ლო, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ:

ა) პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, მხო­ლოდ იმ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც მას ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­დე­გად აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი;

ბ) პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სილ იური­დი­ულ პირს, მხო­ლოდ იმ პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბის­თ­ვის, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­სი მო­ი­ცავს შემ­დეგ ოთხ ეტაპს:

  1. გა­ნაცხა­დის გა­კე­თე­ბა უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით;
  2. ცენ­ტ­რის მი­ერ გა­ნაცხა­დი­სა და მას­ზე თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გან­ხილ­ვა და გა­ნაცხა­დის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბა;
  3. ცენ­ტ­რის მი­ერ დას­კ­ვ­ნის მომ­ზა­დე­ბა და დი­რექ­ტო­რის­თ­ვის წარ­დ­გე­ნა;
  4. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და მი­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი მო­ი­ცავს შემ­დეგ ეტა­პებს:

  1. გან­ცხა­დე­ბის წარ­დ­გე­ნა მა­ძი­ებ­ლის მი­ერ;
  2. კონ­სულ­ტი­რე­ბა-დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა;
  3. შე­ფა­სე­ბა;
  4. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცეს­ში, მა­ძი­ებ­ლის კონ­სულ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სსიპ-გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტის მეშ­ვე­ო­ბით. კონ­სულ­ტან­ტი არის პი­რი, რო­მელ­საც აქვს სა­ჭი­რო ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რა­თა მა­ძი­ე­ბელს გა­უ­წი­ოს სა­თა­ნა­დო კონ­სულ­ტა­ცია სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბის/შექ­მ­ნის შე­სა­ხებ.

ამ­ჟა­მად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 51 არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის კონ­სულ­ტან­ტი. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა კი, სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ოთხ ავ­ტო­რი­ზე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას:

  1. შპს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი NATALY ACADEMY;
  2. შპს თე­გე­ტა აკა­დე­მია;
  3. შპს ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აკა­დე­მია;
  4. შპს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია-SBA.

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა გა­ნაცხა­დი და დო­კუ­მენ­ტა­ცია იტ­ვირ­თე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით. ის ასე­ვე აღ­რიცხავს აღი­ა­რე­ბის შე­დე­გებს, რი­თაც ავ­ტო­მა­ტუ­რად აგ­რო­ვებს ყვე­ლა სტა­ტის­ტი­კას პრო­ცე­სე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ში, არის თე­გე­ტა აკა­დე­მია, რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

თე­გე­ტა აკა­დე­მია და­არ­ს­და 2013 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუს­ტ­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი ბრენ­დის, ჰოლ­დინგ კომ­პა­ნია „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ფარ­გ­ლებ­ში. მი­ზა­ნი იყო „თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ახა­ლი ცოდ­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ზი­ა­რე­ბა სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით“.

თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის სას­წავ­ლო კურსს უძღ­ვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ტრე­ნე­რე­ბი, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­დუს­ტ­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა Porsche, Toyota, Bosch, Motuli და სხვა. 2017 წელს თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ ჩა­ა­ტა­რა 80-ზე მე­ტი ტრე­ნინ­გი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით (თბი­ლი­სი, ზუგ­დი­დი, ქუ­თა­ი­სი და ბა­თუ­მი), ტრე­ნინ­გე­ბის 200 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­დან 114 თე­გე­ტა მო­ტორ­ს­ში და­საქ­მ­და.

თე­გე­ტა აკა­დე­მია იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­მაც მო­ითხო­ვა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის უფ­ლე­ბა 2019 წელს. ეს არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ჰყავს NCEQE-ს მი­ერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტი. მათ აქვთ პრო­ცე­დუ­რა დამ­საქ­მებ­ლე­ბის, კო­ლე­ჯის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და დარ­გის სხვა ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვა­ლი­და­ცი­ის კო­მი­სი­ის შექ­მ­ნის­თ­ვის. ვა­ლი­და­ცი­ის კო­მი­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, შე­ა­ფა­სოს გა­ნაცხა­დე­ბი სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ცნო­ბის­თ­ვის, შე­ა­ფა­სოს კონ­სულ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი მა­ძი­ებ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა პორ­ტ­ფო­ლიო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­გეგ­მოს შე­ფა­სე­ბა და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­დას­ტუ­რე­ბი­სა და და­მოწ­მე­ბის ან მათ­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ.

ეს არის პირ­ვე­ლი ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნა პირ­მა, რო­მე­ლიც ეძებს მი­სი წი­ნას­წა­რი სწავ­ლის აღი­ა­რე­ბას, რა­თა მი­ი­ღოს სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ავ­ტო­მან­ქა­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­კე­თე­ბა­ში.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები