26 თებერვალი, ორშაბათი, 2024

არაფორმალური განათლება, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშემწყობი პირობა

spot_img

ჩემი სკოლაში მუშაობის გამოცდილება სულ რაღაც 4 წელს ითვლის, ბევრი ჩანაფიქრით, ოცნებით, განსხვავებული შეხედულებებით მომართულმა შევაბიჯე სკოლაში. თითოეული ბავშვის თვალებში ცქერით დაკავებულმა, უკვე ძალიან კარგად ვიცოდი, რა სურდათ მათ. ეს საჭიროებები ისე გაახალისებდა და ახალ სულს ჩაბერავდა ყველაფერს, რომ მეც დიდი ინტერესით შევუდგებოდი ამ საქმეს. იყო სირთულეები, თუმცა, სკოლის ადმინისტრაციის და ჩემი ბავშვების დახმარებით, ყველაფერი მარტივად დავძლიეთ.

ზუსტად ვიცოდი, რომ ახალს ვერაფერს შევქმნიდი, თუმცა ნებისმიერ საკითხში საკუთარ განსხვავებულ ხედვასა და გამოცდილებას შევიტანდი.

2022 წლის ოქტომბერში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, დავაარსე ლიტერატურული კლუბი მონუსხული წიგნის ჭია არაფორმალურ გარემოში, XIX-X საუკუნეების სტილში, სადაც თავად მუზები სტუმრობდნენ მწერლებს.

კლუბის მიზანია:

♦ ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო იდეეალების განხორციელებისათვის ზრუნვა;

♦ წიგნიერების განვითარება, მხატვრული კითხვის უნარის ჩამოყალიბება;

♦ მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესების გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა-განვითარება;

♦ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.

როგორც უკვე აღვნიშნე, აქ ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ ჩვენ სულ სხვაგვარი დანიშნულება შევძინეთ მას. არც კი შემიძლია მოსწავლეების აღფრთოვანებული გამომეტყველების აღწერა, საოცარი თანადგომა და დახმარება ყველა საკითხში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ერთად შევქმენით, ერთად ვიწვალეთ, ერთად ვიღებთ სიამოვნებას ყოველ პარასკევს და ლიტერატურულ თავგადასავლებში გადავეშვებით ხოლმე…

მოსწავლეებმა მოიძიეს მოძველებული ნივთები, რომელთაც აღნიშნულ საუკუნეებში გამოიყენებდნენ მათი საყვარელი მწერლები: „ლამფა“, „ჭრაქი“ – ერთადერთი გასაშუქებელი საშუალება იმ დროისათვის… ძველი ხალიჩები, კედელზე გასაკრავად, დოქები, ყანწები… ყველაფერი, რაც სიძველის ეფექტს შექმნიდა… ბავშვებს საუკეთესო ვიზუალური ეფექტი შეექმნათ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, რა პირობებში, როგორ სირთულეებში, მაგრამ მაინც წერდნენ… წერდნენ მათთვის, უკეთესი მომავლის შესაქმნელად, დიდი იმედითა და სიყვარულით.

ეწერის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბში, ყოველ პარასკევს, ვეცნობით სხვადასხვა ნაწარმოებს, ვცდილობთ, ვისწავლოთ გამომეტყველებით კითხვა და გავაანალიზოთ წაკითხული ნაწარმოებები; ვიმსჯელოთ, გავავლოთ პარალელები თანამედროვე ლიტერატურასთან, ეპოქასთან, ავიმაღლოთ წიგნიერების დონე და თან მივიღოთ უდიდესი სიამოვნება (კლუბში მონაწილეობენ -მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები).

ეონა გიორგაძე

კლუბის დამაარსებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,

იამზე ხვარეშია

სკოლის დირექტორი,

მირანდა ჟორჟოლაძე

სასწავლო ნაწილი

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები