27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

აპელაციის შედეგად შეფასება 1 300-ზე მეტ ნაშრომს შეეცვალა

spot_img

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს.

შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კრედიტქულებთან და სტატუსთან დაკავშირებით კი – „მასწავლებლის სახლს“.

წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ. წელს პირველად ტესტირება ივლისის თვეში, ხოლო მომდევნო ჯერზე ნოემბრის თვეში ჩატარდა.

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე, გასულ წელთან შედარებით, ახალ პროფესიაში შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია 13 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით – თითქმის 23 % – ით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები